kids.ge logo

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

ფავორიტებში დამატება

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.

გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021