kids.ge logo

ქეთინო, გამოიცანი!

ფავორიტებში დამატება
გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტე−რი−ა სიბ−ნე−ლის,
მტე−რი−ა წყვდი−ა−დის,
ყვე−ლა−ზე ლა−მა−ზი,
ყვე−ლა−ზე თბი−ლი,
დი−ა−დი,
ზვი−ა−დი,
ნა−ზი და კე−თი−ლი
ი−ძი−ნებს ღა−მით და
იღ−ვი−ძებს დი−ლით.

პ ა ს უ ხ ი :
ყვე−ლა−ზე ლა−მა−ზი?
ყვე−ლა−ზე კე−თი−ლი?
ზვი−ა−დი,
დი−ა−დი,
რა ა−რის ნე−ტა?
შენ თუ მზე გგო−ნი−ა,
ა−რა ხარ მარ−თა−ლი,
ეს გახ−ლავთ ჩე−მი და
მა−ნა−ნას დე−და.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყვე−ლა−ზე ძლი−ე−რი,
ყვე−ლა−ზე მა−მა−ცი,
ლა−მა−ზი ფა−ფა−რით,
ძლი−ე−რი ტო−რით,
გრუ−ხუ−ნა,
ბრუ−ხუ−ნა,
სა−მართ−ლის გამ−ჩე−ნი,
ქვეყ−ნად რომ ა−რა ჰყავს
ტო−ლი და სწო−რი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუ−ხუ−ნა?
ბრუ−ხუ−ნა?
ძლი−ე−რი, მა−მა−ცი?
ნე−ტავი რად უნ−და
მიხ−ვედ−რა ა−მას?
შენ ლო−მი გგო−ნი−ა?
ა−რა ხარ მარ−თა−ლი,
ეს გახ−ლავთ ჩე−მი და
მა−ნა−ნას მა−მა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...ბიჭი, ძაღლი და ბებიანოდარიკო და ბემბი ცხოვრობენ როგორც ძმები, ერთი თეფშიდან თქვლეფენ, ორთავე ერთად ყეფენ. ტახტის ქვეშა აქვთ ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026