kids.ge logo

ცხენობანა

ფავორიტებში დამატება
გა−დამსხ−და−რან ყმაწ−ვი−ლე−ბი
გამხ−მარ ჯო−ხის ცხე−ნებ−ზე−და,
სა−ჯი−რი−თოდ გა−მო−სუ−ლან
ბე−ქობ−სა და სე−რებ−ზე−და.
ზოგს აც−ვი−ა, ზო−გი კი−დევ
ტან−ტა−ლა და უ−ქუ−დო−ა;
რა−შე−ბიც კი ი−სე−თი ჰყავთ,
რომ სუყ−ვე−ლა უ−კუ−დო−ა.

წინ მი−უქ−რით მათ ბე−ლა−დი
მხარ−მა−ღა−ლი, ბე−ჭი−ა−ნი,
სხვებ−ზე უფ−რო მო−ჯი−რი−თე,
მაგ−რამ ცო−ტა ეჭ−ვი−ა−ნი,-
მას არ უნ−და ჰყავ−დეს ტო−ლად
სხვა ბა−და−ლი ცხე−ნო−სა−ნი
და ი−ძა−ხის: „ა−ბა მომყ−ვეს
ვინც ბი−ჭი−ა, წვეროსანი!“

ი−ძა−ხის და მი−აქ−რო−ლებს
რაშს ფრუ−ტუ−ნით, ჭე−ნე−ბი−თა;
უ−კან მის−დევს მათ ლაშ−ქა−რი
უ−აღ−ვი−რო ცხე−ნე−ბი−თა...
ა−გერ ბე−ლადს და−ე−წი−ა
სხვა მხე−და−რი ყოყ−ლო−ჩი−ნა,
მე−რანს უკ−რა გვერდ−ში დე−ზი
და გაჰ−კურ−ცხლა თვი−თონ წი−ნა.

მაგ−რამ ტა−იჭს გა−ხუ−რე−ბულს
თა−ვი ვე−ღარ და−უ−ჭი−რა,
ხრამს გა−დევ−ლო და მხე−და−რი
გად−მო−ვარ−და თავ−და−ყი−რა.
ამ−ბობს, ცხენ−მა მი−ღა−ლა−ტა,
მაგ−რამ რა დროს ფი−ცი−ა−ლი−ა?!
ა−მო−განგ−ლულ მხედ−რის თავ−ზე
ხარ−ხა−რი და სი−ცი−ლი−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026