kids.ge logo

ციყვი და ხავსისქუდა კაცუნა

ფავორიტებში დამატება
უღ−რან,
უღ−რან,
უღ−რან ტყე−ში,
ფუ−ღუ−რო−ა წიფ−ლის ხე−ში.

შიგ−ნით ციყ−ვი შე−ყუ−ჟუ−ლა,
არ ა−დარ−დებს წვი−მა თქე−ში.

წვი−მა ას−ხამს მარ−ცხნი−დან,
წვი−მა ას−ხამს მარჯვ−ნი−დან,
ი−ყუ−რე−ბა ციყ−ვუ−ნი−ა
პა−წა−წი−ნა ფანჯ−რი−დან.

ო-ჰო-ჰო, რა ღვა−რი−ა?!
ო-ჰო-ჰო, რა ქა−რი−ა?!
უკ−ვირს, უკ−ვირს ციყ−ვუ−ნას,
და−რი რამ გადა−რია?!

სულ წვი−მას რომ უ−ყუ−როს,
ვინ მი−ხე−დავს ფუ−ღუ−როს?

ჰო−და, სა−ნამ სველ−დე−ბა
ნაძ−ვი, მუ−ხა, წი−ფე−ლი,
დად−გა ციყვ−მა ღუ−მელ−ზე
ჩა−ი−და−ნი წი−თე−ლი.

სუფ−რა გა−და−ა−ფა−რა
პა−წა−წი−ნა მა−გი−დას,
და−ა−ლა−გა ნუგ−ბა−რი,
რა გინ−და, რომ არ იდ−გას!

თხი−ლი, ჩი−რი, კა−კა−ლი,
მუ−რა−ბა და შა−ქა−რი,
ტკბი−ლი კვე−რი, შა−ქარ−ლა−მა,
რა−ღა დარ−ჩა?
მარ−ტო ჭა−მა!

ერ−თი კა−ცი ცო−დო−ა
თქმუ−ლა, პუ−რის ჭა−მაში.
ერ−თი ციყ−ვიც ცო−დო−ა,
თურ−მე, თხი−ლის ჭა−მაში!

უ−ცებ,
უ−ცებ,
უ−ცებ,
გა−რეთ
ტოტ−მა გა−იტ−კა−ცუ−ნა!

_ კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
_ ვინ ა−რის?
_ ხავ−სის−ქუ−და კა−ცუ−ნა!

ხავ−სის ქუ−დი _სვე−ლი!
ხავ−სის ჯუ−ბა _ სვე−ლი!

და−ფა−ცურ−და ციყ−ვი:
_ არ აგტ−კივ−დეს ყე−ლი!
სი−ცხემ არ ა−გი−წი−ოს!
სიტკ−ბომ არ და−გი−წი−ოს!
მე−რე მწა−რე წამ−ლე−ბის
ყლაპ−ვამ არ მო−გი−წი−ოს!

ჯერ ღუ−მელ−თან გათ−ბე უნ−და,
საყ−ვა−რე−ლო ხავ−სის−ქუ−და!

მე−რე ჩა−ი ცხე−ლი, ცხე−ლი,
ნამ−ცხვა−რი და კა−რა−მე−ლი!

ხავ−სის−ქუ−და კა−ცუ−ნამ
პი−რი ა−აც−მა−ცუ−ნა.

ჩა−ი ზუს−ტად,
ზუს−ტად,
ზუს−ტად
ცხრა ფინ−ჯა−ნი და−ლი−ა.

ცხრა ღვე−ზე−ლი მი−ა−ყო−ლა
გემ−რი−ე−ლი ძა−ლი−ან.

ჯერ ხუ−თი და მე−რე ა−თი
გა−და−სანს−ლა შო−კო−ლა−დი!

კა−რა−მე−ლი, რაც კი ი−დო,
სულ მი−ირთ−ვა თითო-თითო.

მუ−რა−ბა რომ ა−მოსვ−ლი−პა,
შე−მოს−ძა−ხა: ი−ფა, ი−ფა!

_ რა კარ−გი−ა ა−ქა−ო!
და−ა−ყო−ლა კა−კა−ო.

იტკ−ბა−რუ−ნა დიდ−ხანს პი−რი.
ჭა−მა თაფ−ლი,
ლეღ−ვის ჩი−რი,
თაფლაკვე−რი, შა−ქარ−ლა−მა
არ და−ტო−ვა, სულ შეჭა−მა!

მი−ა−წო−და ციყვ−მა ჟო−ლო:
- იქ−ნებ ე−სეც და−ა−ყო−ლო?

სწო−რედ ჟო−ლო,
სწო−რედ ჟო−ლო,
სწო−რედ ჟო−ლო ი−ყო ბო−ლო!

ძლივს−ღა, ძლივს−ღა,
ძლივს−ღა შეძ−ლო
ხავ−სის−ქუ−დამ ად−გო−მა!
და თქვა უზარ-მაზარი,
დიიდზე_დიიიდი
მ ა დ ლ ო ბ ა!

გა−რეთ ა−მა−სო−ბა−ში
წვი−მას გა−და−უ−ღი−ა,
მზე გა−მოჩნ−და ჩახ−ჩა−ხა,
ცა_ კამ−კა−მა, გულ−ღი−ა!

ალ−ბათ, და−მე−თანხ−მე−ბი
ჩე−მო კარ−გო, ა−მა−ში:
კარგ ა−მინდ−ში ჯო−ბი−ა
გა−რეთ ხტუნვა-თა−მა−ში!

ციყ−ვუ−ნამ და კა−ცუ−ნამ
მზე−ზე ირბინ-ირბინეს,
ტყის პი−რი და მინ−დო−რი
უ−ცებ შე−მო−ირ−ბი−ნეს!

ჩა−ურ−ბი−ნეს ყა−ნის−პირს,
ჩა−ურ−ბი−ნეს ვე−ნა−ხებს,
გა−ა−ცი−ნეს მე−ვე−ლე,
მე−წისქ−ვი−ლე,
მე−ბა−ღე!

ა−ბა, ახ−ლა ნახ−ვამ−დი−ის!
გკოც−ნი−ი−ი−ი!
კარ−გად მე−ნა−ხე−ე!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026