kids.ge logo

დილა ასე დაიწყე

ფავორიტებში დამატება

მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:
ზამთარ-ზაფხულ, ყოველდღე,
დილით ადრე ადექი!

თუნდ სიზმარში გათოვდეს
შოკოლად-მარმელადი,
თუნდაც ინდილების
ყო ძილში ბელადი,

თუნდაც იყო სიზმარში
პრინცესა ან დევ-გმირი -
მაინც დროზე წამოხტი,
დაბანე ხელ-პირი!

გახეხე კბილები,
ეგ რა დასაზარია?
მერე დასცხე ვარჯიში,
წვიმაა თუ დარია!

ერთი, ორი, _ განმკლავი!
ერთი, ორი, _ ზემკლავი!
ყოჩაღ! არ გემუქრება
შენ დღედან წელკავი!

დილაბით მიღე
სახლში ორი სტუმარი:
მზე და სუფთა ჰარი,
არ მოგთხოვენ პურ-მარილს!

თუკი არ დამიჯერებ,
ნიშანია ეგ იმის,
რომ სულ მალე მოგიწევს
შინ მოწვევა ექიმის,

ყლაპვა მწარე წამლების,
დიდი ნემსის დარჭობა,
ღირე, მაგ ამბავს
გაკაჟება არ ჯობდა?!

გაკაჟება, პატარავ,
ყველა შარს აგაცილებს,
თვითონ გაუმკლავდები
ვირუსებს და ბაცილებს!

სე იგი, შევთანხმდით!
მზე, ჰარი, ვარჯიში.
ახლა დროა საუზმის,
საუზმე, რა გიშლის!

რძე სუფრაზე თუ არის,
თქმა არ ვარგა უარის!
რძეს ვინც დალევს _ ვეფხვია,
ვინც არა და _ კუ არის!

ყველი, პური, კარაქი,
კვერცხი, ფაფა მანანის,
ის მიირთვი, რაც არის,
ნუ ითხოვ, რაც არ არის!

ახლა არ შეგახსენებ
კვლავ კბილების გახეხვას
და შინიდან გასვლის წინ
დიდ სარკეში ჩახედვას!

ვინმემ რომ არ გიწოდოს
ჯაგრული ჩოჩორი,
კოხტად გადავარცხნე
კულული და ქოჩორი.

სკოლა ალბათ, ახლოს გაქვს,
დობილო ან ძმობილო?
ჰოდა, მისვლა სკოლამდე
სჯობს უავტომობილოდ!

თავად მოგეხსენება,
დღე რომ დილით იწყება,
მოდი, ასე დაწყე!
კეთესი იქნება!

ლექსი 5 ~ 13 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 5-დან ~ 13 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

თამარ ფხაკაძის სხვა ლექსები:

დილა ასე დაიწყე
მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:...
თოვლი
თეთრმა თოვლმა, ქუნქულამ
არემარე დაფარა....
ანა-გოგოს წერილი
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა....
ციყვი და ხავსისქუდა კაცუნა
უღრან,
უღრან,...
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული თამარ ფხაკაძის ლექსი „დილა ასე დაიწყე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დილა ასე დაიწყე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები

თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

მაყვალა მრევლიშვილი
ჭუპა-ჭუპა

მაყვალა მრევლიშვილი

ჭუპა-ჭუპა!
წყალი მალე!...
იოსებ ციცქიშვილი
ზრდილობიანი

იოსებ ციცქიშვილი

ერთხელ უმცროს ძამიკოს
არიგებდა აკაკი:...
ხალხური
ათასად კაცი დაფასდა

ხალხური

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა....
იოსებ ციცქიშვილი
ულტიმატუმი

იოსებ ციცქიშვილი

ყოველ დილით ჩხუბია
ჩემს ოჯახში ამაზე...
ლუარა ჭანტურია
გოგია

ლუარა ჭანტურია

ჩიტს რომ ბუდე დაუნგრიე,
არ გრცხვენია გოგია?...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024