kids.ge logo

თამუნა, ციცო და გია

ფავორიტებში დამატება

თ - ჰეი, გია, ადე ჩქარა,
წამო, ვითამაშოთ ბურთი,
ციცო კართან გველოდება,
რას ზოზინობ, რაღას უცდი?
გ - ვერა, თამუ, ვერ წამოვალ,
სასწავლი მაქვს გერმანული,
ეს დღები ვიზარმაცე,
ჩემი ცოდნა გახდა ნული.
თ - ციცო! გია რომ არ მოდის,
როგორ ვითამაშოთ მარტო?
სიცხე აქვს და სათამაშოდ
არ გაუშვებს დედა ნატოს.
ც - სწავლას მერეც ვერ მოასწრებ?
როდის გახდი ეგრე ცქვიტი?
ცოტა ხანი ვითამაშოთ,
ხედავ? ბურთი მოგვაქვს დიდი.
გ - ჯერ გაკვეთილს ვსწავლობ კარგად
მე, ყოველთვის, ჩემო ციცო,
მხოლოდ მერე რომ ვთამაშობ
თოსანიც ვარ ამიტომ.
ც - კარგი ერთი, რას ტრაბახობ,
მე არა ვარ ათოსანი?
მაგრამ მიტომ განა თამაშს
დავანებე, გია, თავი?
თ - ათოსნობა ნიშნავს ვითომ
დღე და ღამე რამის ზუთხვას?
წამო, ციცო, ამისთანა
ვაჟკაცს, ნეტავ, რაღა ვუთხრა.
გ - კარგი, კარგი, რატომ ბრაზობთ?
განა მე არ მიყვარს ბურთი?
გოგონებო, მეც წამოვალ,
დამელოდეთ ერთი წუთით.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა კაკაჩიას სხვა ლექსები:

*** (ჩემი წკმუტუნა ბათურა)
ჩემი წკმუტუნა ბათურა,
კუდთეთრა, ტანად მუქია, ...
გულმავიწყი ბებია
შუბლხატულა ბოჩოლა
დაეკარგა ბებიას,...
თოვლი და ლევანი
დილით თოვა დაიწყო,
მიწა თეთრად დაფარა....
ონავრები
ჩირი ჩუმად ჩამოიღეს
ჩიორამ და ჩოდრიამ,...
ზარმაცი თინა
მზემ ცხრა თვალით შემოგვცინა,
გაგვინათა ბინა,...
„ბეკეკო“
ნახატის ავტორი:
მათე მოცრაძე (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა კაკაჩიას ლექსი „თამუნა, ციცო და გია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თამუნა, ციცო და გია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვის ჰობი

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს საინტერესო ჰობი, რომელიც არ საჭიროებს გაჯეტების გამოყენებას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები თამაშზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები თამაშზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სწავლაზე და ლექსები თამაშზე

გივი ჭიჭინაძე
ქრის, ქრის, ქრის

გივი ჭიჭინაძე

ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის....
მაყვალა მრევლიშვილი
ციგაობა

მაყვალა მრევლიშვილი

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,...
მანანა ტონია
დაგვეხმარეთ, ბავშვებო!

მანანა ტონია

ერთხელაც, განსჯა დაიწყეს
გრძნობათა ორგანოებმა,...
ნათია აბულაძე
ვერვინ ჯობნის სწავლაში

ნათია აბულაძე

იცით, ანასტასიას
უყვარს დიდხანს თამაში, ...
ლუარა ჭანტურია
იპოდრომი

ლუარა ჭანტურია

ცხენზე ჯდომას ვერ ახერხებს,
ეს პატარა ზურიკო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026