kids.ge logo

დათვების მარანში

ფავორიტებში დამატება

რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
ივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
სეთ სიმღერას მღერიან:
„გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას“...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გივი ჩიღვინაძის სხვა ლექსები:

ტყის ნობათი
აბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი,
გინდა მაღლით, გინდა დაბლით...
ციყვის სიზმარი
ფუღუროში მობინადრე,
ჭკვიანი და თანაც ბრიყვი...
შემოდგომა
გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღეები,...
მომღერალი ჩხიკვი
ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,...
დათვების მარანში
რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,...
„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გივი ჩიღვინაძის ლექსი „დათვების მარანში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დათვების მარანში“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაავალეთ უბრალო ამოცანა

ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა სკოლამდელი აღზრდის პერიოდში, უვითარებს მას თვითდაჯერებულობას და კომპეტენციის გრძნობას, ამბობს ბასი. ბავშვი, რომელსაც ევალება ყვავილების მორწყვა ან საშრობიდან ტანსაცმელის გამოღება, დიდი ალბათობით თავად შეძლებს ჩაცმას ან სიმინდის ბურბუშელის მომზადებას. უბრალოდ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ მინიჭებული დავალება მარტივად განხორციელებადი იყოს. ასევე, იყოს ნამდვილი საქმე, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, რადგან სკოლამდელ ბავშვებსაც შეუძლია სამუშაოს შეფასება. მიზანია, შვილმა ოჯახის ქმედითუნარიან წევრად იგრძნოს თავი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნოდარ დუმბაძე
მელა და ქათამი

ნოდარ დუმბაძე

მელიამ უთხრა ქათამსო:
- რომ შეაბერდი მამალსო,...
ნოდარ დუმბაძე
ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება

ნოდარ დუმბაძე

კურდღელმა უთხრა: - მწევარო!
შენ რომ დაეძებ, მე ვარო,...
მანანა ტონია
დასჯილი ფისო

მანანა ტონია

თათს ყოფს აკვარიუმში,
ეფერება თევზებს,...
ლუარა ჭანტურია
აქლემი

ლუარა ჭანტურია

მუდამ შორეთს გასცქერი,
თითქოს იყო მზვერავი....
ხალხური
მელია და მამალი

ხალხური

ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024