kids.ge logo

ხე

ფავორიტებში დამატება

ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს,
წყავს და მიწას უბარავს,
ცივ ნიავს არ აკარებს.
-გაზარდე, ვაშლის ხევ,
სიომ ფრთხილად გარწიოს,
მზემ გაგათბოს ცხრათვალამ
და ძლიერ ხედ გაქციოს!
ფესვი მტკიცედ გაიდგი
მიწის მყუდრო უბეში,
ხე მცველია სიცოცხლის,
დედამიწის ნუგეში...
მალე აშრიალდები,
დაამშვენებ ამ მხარეს,-
ვაშლის ხეს რგავს მახარე,
მთელ ქვეყანას ახარებს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

სოფელი
რა კარგია სოფელი,-
გულის დამატკბობელი,...
ჩვენი ტკბილი დედაენა
აშრიალდა კოხტა წიგნი,
არაკრაკდა ბროლის წყარო:...
აჭიკჭიკდა ჩიტუნია
აჭიკჭიკდა ჩიტუნია,
გვიგალობა ადრიანად....
წელო, წელო, ახალო!
ქარი ქრის. მზე თავს მალავს
ღრუბლის ფაფუკ უბეში,...
ხიდი
ესეც საქმე დიდი!
გავაკეთოთ ხიდი!...
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ხე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ხე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ მათ რომ გახდნენ დამოუკიდებლები

ბავშვმა სკოლამდელ ასაკშივე უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად მოქმედება. სახლში თქვენ შეგიძლიათ მას მოსწმინდოთ პირი, დააბანინოთ ხელები ჭამის ან თამაშის შემდეგ. თუმცა, ბავშვი ამგვარად განებივრებული ვერ იქნება სკოლაში. მაშასადამე, აუცილებელია ასწავლოთ ზოგიერთი რამ და მოამზადოთ სკოლაში წასვლამდე. ამ პატარა ნიუანსების სწავლება განაპირობებს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, რაც ბავშვს ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები გაზაფხულზე

მურმან ლებანიძე
შემოდგომა

მურმან ლებანიძე

(შემოკლებით)
...
ლუარა ჭანტურია
ნუში

ლუარა ჭანტურია

ნუში აყვავდა თეთრად,
ტოტზე კვირტები ფეთქავს...
მაყვალა მრევლიშვილი
შაქრად

მაყვალა მრევლიშვილი

ყურძენს,
ვაშლებს,...
ლუარა ჭანტურია
აპრილი

ლუარა ჭანტურია

აპრილია, აპრილი
თეთრი ფიფქი გვათოვს...
ნუნუ კერესელიძე
გაზაფხული

ნუნუ კერესელიძე

კეთილ იყოს, კეთილ იყოს
შენი მოსვლა, გაზაფხულო!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024