kids.ge logo

პატარა ბიჭები და კარატე

ფავორიტებში დამატება

ჩვენი სახლის ბიჭუნებს
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

აღტაცებით ჰყვებიან
თასნაირ არაკებს:
-ვაჰ, ბიჭებო, კარატე!
-ოჰ, ბიჭებო, კარატე!
-უჰ, ბიჭებო, რა კარგი
სპორტი არის კარატე!

კარატეს თუ უხსენებთ,
სახე გაუბრწყინდებათ,
კარატეზე ბასი
რასოდეს სწყინდებათ:

-ბრიუს ლი ვნახე კინოში,
ბიჭოო! რა მაგარია!
ვაჰ, კინაღამ გავგიჟდი,
ქაჯია თუ ქარია!..

დღეს ვიდეფილმები
მოტანა თანდილამ,
ოჰ, რა კარატე იყო!
გააფრენდით ნამდვილად!

-ბრიუსზე იყო?
-შენ, ბიჭო,
ბრიუსი ღმერთი გგონია?
მასზე უკეთესებიც
ბევრი გამიგონია...

-ვინა, ბიჭო?
-ბრიუსს ქვეყნად
არვინ ჰყავდა ცალია,
კარატეს მეფე იყო,
კარატისტთა თვალია...

გაცხარებულ კამათს კი
ხშირად ჩხუბიც მოჰყვება,
დედებს მიჰყავთ ბიჭები
ჩალურჯებულლოყება.

კარატეზე ოცნება
მათ გონებას აბრუებს,
მკვეთრი შეძახილები
რემარეს აყრუებს...

რა ჰქნან ბიჭუკელებმა?-
ძლიერ უყვართ კარატე,
სე გადარელან,
სხვას არ სცნობენ არაფერს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

კატა და თაგუნია
-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
ძუის მახე
ხედავთ, ბიჭებს რა უქნიათ?-
ძუის მახე დაუგიათ!...
ლილეო... და ახალი წელი!
მივულოცავ ახალ წელს,
ამას ვეტყვი ჩურჩულით:...
ჩემი სკოლა, ჩემი კლასი
აი, ჩემი სკოლა!
აი, ჩემი კლასი!...
ციცინათელა
როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,...
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „პატარა ბიჭები და კარატე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „პატარა ბიჭები და კარატე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც მიირთვით ერთად

მაგიდასთან ერთად ჯდომა ყველასთვის კარგი საშუალებაა ერთმანეთისთვის სასიხარულო ამბების გასაზიარებლად, დღის შესახებ სასაუბროდ ან თუნდაც ხუმრობებისთვის. ის ასევე ეხმარება თქვენს ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...

უფრო მცირე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები

ლუარა ჭანტურია
მელია

ლუარა ჭანტურია

მოდის მშვიდი იერით
ჩვენი ქათმის მპარავი,...
ბესიკი
აღვახვამ ქებად ბაგესა

ბესიკი

ა. აღვახვამ ქებად ბაგესა,
თუმც შევიძელ მკობილება....
კუკური გოგიაშვილი
ბებია და შვილიშვილი

კუკური გოგიაშვილი

ბებო მალხაზს აძინებს და
ტკბილად უმღერს ნანას:...
ლუარა ჭანტურია
ბაჭია

ლუარა ჭანტურია

კურდღლის ბაჭიავ პაწია,
ნეტავ თუ იცი რა გქვია?...
ვაჟა–ფშაველა
პაპიჩემის ანდერძი

ვაჟა–ფშაველა

შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024