kids.ge logo

მამიკომ მიშველა

ფავორიტებში დამატება

ყოჩივარდა, ენძელა,
ა, ერთი ციდა,
სარვამარტოდ დედისთვის
მსურდა მომეზიდა

მიწიანად, დავრგავდი,
დედის გასახარად,
მაგრამ შვიდში გათოვდა,
მიწა დაფარა.

ცხელი წყალი თერმოსით
წამოვიღე ბევრი,
რომ გამედნო თოვლი,
ახლა ჩემი მტერი.

დავასხი და თოვლი
კი დავადნე მართლაც,
მაგრამ ყვავილები...
უკვე დამჭკნარს ჰგავდა.

თვალცრემლიანს იქ, ტყეში
თავს დამადგა მამა:
-ყვავილები ამ ცხელ წყალს
გაუძლებდნენ განა?

გეყო, ნუღარ სლუკუნებ,
უკვე რაღას შველი?
ქოთნის ყვავილს გიყიდი,
ის აჩუქე ნელი.

ი, ასე მიშველა
ჩემმა მამიკონამ,
თან ორივეს მოგვართვა
ენძელების კონა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა კაკაჩიას სხვა ლექსები:

მეყო გართობა
ერთად წავალთ სკოლაში
მე და ჩემი დაიკო,...
*** (ჩემს მამიკოს, ჯაბას)
ჩემს მამიკოს, ჯაბას,
ის ისეთი მარდია......
დიდი ბიჭი
მე ხომ უკვე გავიზარდე,
აღარა ვარ პატარა,...
ჭკვიანი ნანა
ბაღში ქორფა ბალახს თელავს
პაწაწინა ნანა, ...
თოვლი და ლევანი
დილით თოვა დაიწყო,
მიწა თეთრად დაფარა....
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა კაკაჩიას ლექსი „მამიკომ მიშველა “. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მამიკომ მიშველა “ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოელოდეთ მეტს თქვენი შვილებისგან

ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მოლოდინები (სკოლამდელი აღზრდის ჩათვლით). „გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბავშვები სკოლაში თავად დაისხამენ წყალს, აალაგებენ მაგიდას, დაკიდებენ ქურთუკს - და ისინი ამას აკეთებენ“ - ამბობს ჯენიფერი ზებუკერი, ნიუ-იორკის 92-ე ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის მასწავლებელი. „თუმცა, საკლასო ოთახის დატოვების შემდეგ, ისინი ცერა თითს პირში ჩაიდებენ და ჩაჯდებიან საბავშვო ეტლებში“. ამიტომაც გქონდეთ მეტი მოლოდინი, რაც შეესაბამება ბავშვების მაქსიმუმს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე

მარიჯანი
ჭინჭარი

მარიჯანი

„საძაგელო, რად დამსუსხე? -
უჯავრდება ჭინჭარს რეზო,...
ხათუნა გულიაშვილი
ენძელა

ხათუნა გულიაშვილი

შემომხედეთ თეთრ კაბაში
მოვიწონო მინდა თავი....
ანა კალანდაძე
თუთა

ანა კალანდაძე

ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი......
იოსებ გრიშაშვილი
ტყის ზღაპარი

იოსებ გრიშაშვილი

პატარა ხეს დიდ ხემ უთხრა:
„აღარა მსურს მე ხე მერქვას,...
ანა კალანდაძე
პაწაწინა რტო ვარ

ანა კალანდაძე

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024