kids.ge logo

სუროს შაშვი შეფენია

ფავორიტებში დამატება

ჭახჭახდა შავი შაშვი,-
რა ახარებთ ასე ჩიტებს?
ციყვუნებმაც გაიღვიძეს
და თვალები მოიფშვნიტეს,
ჩაძინებულმა დათვებმაც
ლიონზე თვალი ჭყიტეს:
-ნეტავ, ეს რა ხმარია?
ეს რა აურზარია?
სე ადრე, სისხამ დილით
ვინ დაგვიფრთხო, ნეტავ, ძილი?
-არაფერი გაგიგია?
გვითხარ, ჩხიკვო -ეფემია,
კაჭკაჭებმა დაძახეს:
-სუროს შაშვი შეფენია!
ჩხრეკიათ, უქექიათ,
მარცვალ-მარცვალ უკენკიათ,
ვის სურს, იმათ რომ უყუროს,-
შეჰფენია შაშვი სუროს!
მაშ, ეს ხდება ტყისპირებთან?
მაღალ ხესთან, ხისძირებთან?
შავი შაშვი გიშრისფერი
ტკბილად ამიტომაც მღერის?
-წითელნისკარტა შაშვებმა
გაგვაღვიძეს ადრინად?
ცხოველები, ფრინველები...
შაშვს უსმენენ ხათრინად.
მერე რა, რომ ზამთარია,
ხან წვიმს, ხან თოვს, ხან ქარია,
შაშვი მაინც იჭახჭახებს,
წყარო მაინც ირაკრაკებს,
ციყვი კურდღელს ჩამოსძახებს:
-ჩვენ ზამთარი რას დაგვაკლებს!
შაშვო, მაგ შენს წითელ ნისკარტს
ტკბილი თაფლი, შაქარიო!
მალე მოვა გაზაფხული,-
მზის სხივებით დამტკბარიო!..
გერ, მზემ ამოყო თავი,
მთებს მწვერვალი შეფერვია,
რა ლამაზი სურათია!-
სუროს შაშვი შეფენია!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ენძელა
დიდხანს, დიდხანს ვიარე,
აი, მოველ მზიანეთს, ...
ბაბუს ჯოხი
ფეხი ძლიერ სტკივაო,-
დარდობს გოგო ღაბუა,...
ყველა მარიამს
მარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,-
შენი სამშობლოს მფარველის.,...
შემოდგომამ გაგვახარა
შემოდგომამ გაგვახარა
ზამთრის უხვი მარაგითა,...
მოდის წელი ახალი
მოდი, წელო ახალო!
მთელ ქვეყანას ვახარო:...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „სუროს შაშვი შეფენია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „სუროს შაშვი შეფენია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მიაჩვიეთ დისციპლინას ეფექტურად

თქვენ ალბათ არასოდეს შეხვედრიხართ მშობელს, რომელიც არ იღებს პაუზას ან სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი, რომელიც ისვენებს. მაშ რა დისციპლინის სტრატეგიებს გვირჩევენ მასწავლებლები?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

გივი ჭიჭინაძე
უცნაური ორთქმავალი

გივი ჭიჭინაძე

საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი...
მაყვალა მრევლიშვილი
ციგაობა

მაყვალა მრევლიშვილი

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,...
იროდიონ ევდოშვილი
თოვლაობა

იროდიონ ევდოშვილი

- აბა, ბიჭო, თოვლის გუნდა
მაგრად აჰკარ, გასძარ მკლავი!...
ინგა ქორდელი
ზამთარია

ინგა ქორდელი

ზამთარია, ზამთარია
თოვლი მოდის ციდან, ...
ხათუნა გულიაშვილი
ზამთარი

ხათუნა გულიაშვილი

ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024