kids.ge logo

ბეჰეჰე და ბეჰე

ფავორიტებში დამატება

ბეჰემოთი ბეჰე და
ბეჰემოთი ბეჰეჰე,
ლაფში ამოსვრილები
ფიცხებენ მზეს ფეხებს.
ბაზანებს იღებენ,
აქვთ ტალახის ნიღბები.
სვამენ პიტნის ნაყენს,
ნამდვილად არ აწყენთ.
ზოგჯერ ბეჰემოთები
ერთობიან ნოტებით.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე
ძილს უფრთხობენ ვეფხვებს.
ხანაც ბეჰემოთები
ლანჩს აწყობენ ყლორტებით.
ლელსაც არ იწუნებენ,
ოფლში გაწუწულები.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე,
დებენ ფეისბუქზე
ნაირ-ნაირ სელფებს,
თან იღებენ ლოტოსთან,
სამახსოვრო ფოტოსაც.
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე,
კითხავენ ერთმანეთს
ლაფში შეთხზულ ლექსებს.
მიირთმევენ კოქტეილს,
შვენით ციცქნა ქოლგები.
მზეზე გარუჯულები
ჩვენი ბეჰემოთები,
სახეს ინივებენ
დრო-დრო პალმის ტოტებით.
ბეჰემოთი ბეჰე და
ბეჰემოთი ბეჰეჰე,
კარგად დასვენებული (დიდად კმაყოფილები)
შეხვდებიან სექტემბერს.
ისწავლიან ათებზე,
გზად სიკეთეს დათესენ.
და გულს გახარებენ
მამებსა და დედებს,
ბეჰემოთი ბეჰეჰე და
ბეჰემოთი ბეჰე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნუნუ ჯანელიძის სხვა ლექსები:

წვიმა-ბალერინა
მოდის წვიმა-ბალერინა,
მოდის წვიმა _ წკაპუნა, ...
გათვლა
გათვლას ვიწყებ:ერთი, ორი,
ბილიკზე დევს დიდი მორი....
მუხლუხო
უკისრო და უმუხლო,
ხეზე ცხოვრობს მუხლუხო....
ჩემი ველოსიპედი
ჩემი ველოსიპედით
ყველგან სწრაფად მივედი. ...
პანტა-პუნტები
პანტა-პუნტა-პანტებით
ტყეში ცვივა პანტები, ...
„ვარსკვლავი “
ნახატის ავტორი:
ნინო გრიგოლია (ცხრა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნუნუ ჯანელიძის ლექსი „ბეჰეჰე და ბეჰე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ბეჰეჰე და ბეჰე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

„იჭორავეთ შვილებზე“

ფაქტია, რომ ის, რაც ჩვენ შემთხვევით შემოგვესმება, ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, ვიდრე ის, რასაც პირდაპირ გვეუბნებიან. ნება მიეცით თქვენს შვილს „გაიგონოს“ როგორ აქებთ ბებიასთან, მამასთან ან თუნდაც სათამაშო დათუნიასთან.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....

უფრო მცირე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები

გალაკტიონ ტაბიძე
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა

გალაკტიონ ტაბიძე

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ...
ხათუნა გულიაშვილი
დედიკონა

ხათუნა გულიაშვილი

თუ როდისმე გაწყენინე
ახლა ვითხოვ პატიებას....
ხალხური
თხას უთხრეს

ხალხური

თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა....
მუხრან მაჭავარიანი
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მუხრან მაჭავარიანი

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. ...
ალექსანდრე ჭავჭავაძე
გოგჩა

ალექსანდრე ჭავჭავაძე

გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024