kids.ge logo

გვირილები

ფავორიტებში დამატება

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ:

-რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ!

როცა ერთმანეთს შეხედეს, მიხვდნენ, რომ თვითონაც პაწია მზეებს ჰგავდნენ და გაუხარდათ:

-შენც მზეს ჰგავხარ! მეც მზეს ვგავარ! აი, ისიც! ყველა! ყველა!

-თურმე პაწაწინა მზეები ვყოფილვართ!

მწვანე მინდორი ლამაზი, კოპწია გვირილებით გაივსო. ციცქნა მზეები დიდ მზეს შეჰხაროდნენ, თვალს არ აშორებდნენ. მინდორში მათი სიცილ-კისკისი და გადაძახილი ისმოდა:

-რა კარგია, რომ პაწია მზეები ვართ!

-და დიდი მზის რჩეულები!

ერთხელ გვირილების მინდვრის თავზე წუწია ღრუბელი გამოჩნდა, ლამაზი ყვავილები მოეწონა და მათთან მეგობრობა მოისურვა, გვირილებს დიდი მზე მოუჩრდილა. გაბრაზებულმა ყვავილებმა ერთმანეთს დაუტიეს:

-წუწია, დაიკარგე აქედან!

-ჩვენ ხომ მზის რჩეულები ვართ!

-და მხოლოდ მზე გვიყვარს და სხვა არავინ! ა-რა-ვინ!

წუწია გაჯავრდა. ასეთმა შეხვედრამ გული ატკინა და იქაურობა სწრაფად დატოვა:

-იმასაც ვნახავთ, თუ არ დაგჭირდებით!

ასედაც მოხდა. მზემ ისე დააცხუნა, მიწა გამოშრა და დასკდა. გვალვამ მცენარეები ჩამოაჭკნო. გვირილებმა თავი ჩაქინდრეს,-ძალა არა ეყოთ, მზისთვის ემზირათ.

ქარს შეეცოდა ყვავილები და მათი გასაჭირი წუწია-ღრუბელს შეატყობინა. ღრუბელს კეთილი გული ჰქონდა, პაწია მზეებს განა სამაგიერო გადაუხადა, წვიმა დაუშვა და მიწას წყალი უხვად ასვა.

გვირილები წელში გაიმართა, ლამაზი თავები წვიმას შეუშვირეს და მადლიერად აჩურჩულდნენ. ახლაღა მიხვდნენ, რომ მეგობრობაზე ხელი არავის არ უნდა უკრა! ვინ იცის, ვინაა დიდი მზის რჩეული,-ეს კი სინანულით აღიარეს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024