kids.ge logo

თავდახრილი ენძელა

ფავორიტებში დამატება

ავტორისგან:

ქართულის გაკვეთილზე პირველკლასელებს გაზაფხულის მახარობელ ყვავილებს ვუხსნიდი. ჯერი ენძელაზე მიდგა. ბავშვებს ვკითხე: ნახეთ ,როგორი თავდახრილი დგას ენძელა მეთქი! ჩემმა გონიერმა მოსწავლემ საოცარი პასუხი გამცა.მისმა  პასუხმა მიბიძგა მოთხრობის დასაწერად.

---

 

-ბაბუ, ბაბუ, მოდი მინდორში გავისეირნოთ. იქ ბევრი ია-ენძელა დაგხვდება.

-კარგი, ლუკა,  გავისეირნოთ!  დილით ამინდის პროგნოზს მოვუსმინე და არამგონია, წვიმამ მოგვისწროს!

ბაბუა და ლუკა მინდორში წავიდნენ სასეირნოდ. ირგვლივ უამრავი ია-ენძელა ამოსულიყო. თავს აწონებებდნენ გარშემომყოფებს. ყვავილები ჩუმად

კისკისებდნენ და საამურ სურნელს აფრქვევდნენ. პატარა ლუკასაც მეტი რა უნდოდა? დაუღალავად დარბოდა მინდორში.  სირბილით დაღლილმა ბიჭუნამ დასვენება გადაწყვიტა.იქვე, მორი დაინახა და ჩამოჯდა. ბავშვმა წამიერად თვალები დახუჭა.  რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები გაახილა და გაკვირვებისგან ბაბუას დაუძახა.

- ბაბუ, ბაბუ, ბააბუ! 

გულგახეთქილი მოხუცი შვილიშვილთან მივარდა. 

- ბაბუ, დახე საოცრებას! ენძელა რატომ დგას თავდახრილი? ბევრი ყვავილი მინახავს და ჩემი გადმოსახედიდან ყველა მათგანი ამაყი და ოდნავ ამპარტავანია. 

მოხუცებული ჩაფიქრდა. ცდილობდა მერცხალა  ბიჭუნასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა. 

-ბაბუა, ბევრი ვიფიქრე  ჩემს კითხვაზე და თავადვე გაგცემ პასუხს! - უპასუხა ჭიკჭიკა ბიჭმა.

- ენძელები ისეთ ადამიანებს ჰგვანან, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებიან გარშემომყოფებს. ბევრი ფიქრისგან და დარდისგან მათი ფოთლები მხოლოდ დარდით დამძიმებულია. სევდა და ნაღველი მათ თავებს ძირს ახრევინებს.

გაოცებული ბაბუა ლუკას სიამაყით უყურებდა და თვალებზე   ჩამოგორებულ ცრემლებს  ვერ იკავებდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

Kids.ge-ს რჩევები

გახსოვდეთ ბებიების ნათქვამი

ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024