kids.ge logo

ქარიშხალას ამბები

ფავორიტებში დამატება

I. გაიცანით კლასი „ქარიშხალა“

ერთ უზარმაზარ, ხასხასა, უამრავი ცხოველით, ფრინველით, მწერითა და მცენარით სავსე ნათელ  ტყეში, სხვადასხვა ჩიტის სასიამოვნო ჭიკჭიკის, ყვავილების შრიალისა და ნარნარა პეპლების ფრიალის ხმას დილაობით სკოლის ზარის ხმა არღვევდა-ბუკნაჭოტ მასწავლებელი გაკვეთილებისკენ უხმობდა ტყის პატარა ბინადრებს. 

ზარის ხმის შემდეგ, საკლასო ფუღოროში ერთმანეთის მიყოლებით ძვრებოდნენ ბაჭია, დღნაჩვი, ნუკრი, მაიმუნი, კუ-კუსანა, ზღარბუნა-ზღურბლი, მელიას ორი ჟღალი ლეკვი, პატარა ენოტი და ლემური. მხოლოდ ჟირაფის პატარა ბოჟიკი იჯდა გარეთ, ჩირგვზე და ზემოდან ადევნებდა თვალყურს საგაკვეთილო პროცესს. სამწუხაროდ, საკლასო ფუღურო არ იყო იმხელა, რომ ასეთი მაღალკისრიანი მოსწავლე დაეტია.

ტყის ბინადარნი, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ, ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ყველას თავისი ხასიათი, თვისება და მიდრეკილება ჰქონდა, მაგალითად, ციყვი ხეებზე ხტომაში იყო მაგარი, თუმცა მაიმუნს ვერ სჯობნიდა, ბაჭია სწრაფად სირბილში და ხტუნვაში, ჟირაფი სიმაღლით გამოირჩეოდა, ნუკრი სილამაზით, ზღარბუნა-ზღურბლი და კუ-კუსანა თავდაცვის განსაკუთრებული უნარით, მელაკუდა მახვილი გონებით და ა.შ. ისინი ძალიან განსხვავებულები იყვნენ და ამის გამო ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ერთად თამაშიც კი უჭირდათ. ყველას თავისი სურვილითა და შეხედულებით უნდოდა ყველაფრის გაკეთება, თითოეულს მხოლოდ მისი თვისება მიაჩნდა უპირატესად. ამიტომ, ჩხუბიც ხშირად მოსდიოდათ და  ბუკნაჭოტ მასწავლებელსაც ისე აკივლებდნენ, რომ მისი ხმა მეზობელ ტყეებშიც გადადიოდა. პატარა მხეცუნების სიცელქისა და აქტიურობის გამო,  მათ კლასს „ქარიშხალა” შეარქვეს. 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას

არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024