kids.ge logo

თანამშრომლობა kids.ge-სთან

kids.ge მზად არის თქვენთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, თუკი ჩვენი თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს პატარების განათლებას, მშობლების ცნობიერების ამაღლებას, პატარების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ.

 

ვისთან ვითანამშრომლებთ

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციასთან, მათ შორის არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის. ასევე კერძო პირებთან, თუკი ჩვენი მათთან თანამშრომლობა დააკმაყოფილებს ჩვენს თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს.

 

თანამშრომლობის პოლიტიკა

ნებისმიერ ორგანიზაციასთან, კერძო პირთან, პროექტთან ჩვენი თანამშრომლობა უნდა ემსახურებოდეს თანამშრომლობის ჩვენს მთავარ პრინციპებს: თუკი ჩვენი თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ბავშვების განათლებას, მშობლების ცნობიერების ამაღლებას, ბავშვების ჯანმრთელობისა და მათი უფლებების დაცვას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ ქმედების მიზანი არა კომერციული, არამედ წმინდად ჰუმანიტარული სახის იქნება. ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი სახით პარტნიორობისთვის. სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩვენს საიტს, გახდეს ერთერთი პლატფორმა თქვენი საქმიანობის ხალხამდე მისატანად, მონაწილეობა მივიღოთ თქვენთან ერთად ღონისძიებებსა თუ აქციებში და ა.შ.

 

როგორ დავიწყოთ თანამშრომლობა

მოგვწერეთ თქვენი იდეის, გეგმების - მიზნების შესახებ, გვითხარით როგორ შეგვიძლია ამოგიდგეთ მხარში ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში. სასურველია ასევე მოგვწეროთ თქვენს იურიდიული სტატუსის, პროექტის ორგანიზატორების შესახებ. ჩვენი საკონტაქტო მისამართია info@kids.ge

 

 

Kids.ge-ს რჩევები

იმოქმედეთ თქვენი გეგმის მიხედვით

ჩართეთ სხვა აღმზრდელები - მეუღლე, ბებია-ბაბუა, ბაღი, ძიძა - ბავშვის ცხოვრებაში, რათა მან შეძლოს იმ ღირებულებების და ქცევების ათვისება, რაც გსურთ რომ გამოიმუშავოს. ეს მოიცავს ყველაფერს მადლობის თქმით დაწყებული ტირილით დამთავრებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024