kids.ge logo

რუკაზე ორგანიზაციის დამატების წესები

რუკაზე ორგანიზაციის დამატებისათვის, აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი წესები:

 

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა

ზუსტად უნდა იქნას მითითებული ორგანიზაციის კოორდინატები რუკაზე. კოორდინატების გადამოწმება დამატებული ორაგანიზაციის აქტივაციის შემდეგ გადამოწმდება (განუსაზღვრელია დამატებული წერტილიდან გადამოწმების ვადა, ეს შეიძლება მოხდეს მალევე, შეიძლება რამდენიმე დღის, ან კვირის შემდეგ). იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კოორდინატები არასწორადაა მითითებული, ან მითითებულ ადგილას ასეთი ორგანიზაცია საერთოდ არ არის, მოხდება დამატებული ორგანიზაციის დროეიბთ დეაქტივაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუკაზე აღარ გამოჩნდება შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე.

 

ორგანიზაციის ტიპი

თქვენ ზუსტად უნდა მიუთითოთ ორგანიზაციის ტიპი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ორგანიზაციის ტიპი არასწორადაა მითითებული, მოხდება დამატებული ორგანიზაციის დეაქტივაცია, შემგომი მოქმედებების განხორციელებამდე.

 

დასახელება

ორგანიზაციის დასახელება სავალდებულო არ არის რომ იმეორებდეს ორგანიზაციის იურიდიულ სახელწოდებას. შესაძლებელია დასახელებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სახელი, ან ისეთი სახელი, როგორც უფრო მეტად იცნობენ თქვენს ორგანიზაციას. სახელის მითითებისას, დაცული უნდა იქნას რამდენიმე აუცილებელი პირობა:

  1. ორგანიზაციის სახელი არ უნდა იყოს გაუგებარი და უშინაარსო.
  2. გამოყენებული არ უნდა იყოს სარეკლამო მესიჯები და ფრაზები

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სერვისების შესახებ, შემოთავაზებები და ა.შ. ასევე აქ შეგიძლიათ განათავსოთ სარეკლამო მესიჯები და ა.შ. მითითებული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:

  1. ტექსტი უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი.
  2. ტექსტი არ უნდა იყოს უშინაარსო.
  3. ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის საქმიანობას.
  4. ტექსტი არ უნდა ახდენდეს ისეთი რამის რეკლამირებას, რასაც ორგანიზაციის საქმიანობა არ ეხება.

 

ორგანიზაციის მისამართი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უთითებთ თქვენი ორგანიზაციის კოორდინატებს რუკაზე, თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ორგანიზაციის მისამართი (ქალაქი და ქუჩის მისამართი).

 

ორგანიზაცია

თქვენ სრულად უნდა შეავსოთ გრაფები ორგანიზაციის შესახებ (ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის იურიდიული მისამართი, თქვენი საკონტაქტო ელ-ფოსტა, თქვენი საკონტაქტო ტელეფონი). ამ ველების შევსების გარეშე, თქვენი ორგანიზაციის აქტივაცია არ მოხდება, რას იმას გულისხმობს, რომ არ მოხდება ამ კონკრეტული ორგანიზაციის რუკაზე ასახვა შემდგომი მოქმედებების განხორციელებამდე.

 

ზოგადი პირობები და წესები

ორგანიზაციის დამატებისას, მოქმედებს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაწვა სავალდებულოა.

  1. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენს მიერ არის შეყვანილი უნდა იყოს გასაგები და გარკვევით დაწერილი.
  2. ტექსტები არ უნდა შეიცავდნენ სხვა ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ მესიჯებს.
  3. ტექსტები არ უნდა შეიცავდნენ უხამს ტერმინებს და სიტყვებს.
  4. ფოტოები უნდა შეესაბამებოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას. ფოტოებზე არ უნდა იყოს დაწერილი ტექსტები.

ნებისმიერი წესის დარჩვევის შემთხვევაში, kids.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაუფრთხილებლად მოახდინოს დამატებული ორგანიზაციის დეაქტივაცია. რას იმას გულისხმობს, რომ ის არ აისახება რუკაზე შემდეგი მოქმედებების განხორციელებამდე.

 

დეაქტივაცია, აქტივაცია და დეაქტივაციის შემდგომი მოქმედებები

ორგანიზაციის დამატებისას, თქვენ ვალდებული ხართ ყველა ველი შეავსოთ სწორი ინფორმაციით. აქტივაცია, ანუ დამატებული ორგანიზაციის რუკაზე ასახვა მოხდება დამატებიდან უახლოეს 24 საათში, როგორც კი მოდერატორი გადაამოწმებს დამატებულ ინფორმაციას. პირველ ეტაპზე გადამოწმდება, ტექსტის კორექტულობა და თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება მოხდება დამატებული ორგანიზაციის აქტივაცია, ანუ ის აისახება რუკაზე. ფაქტიური ინფორმაციის გადამოწმება მოხდება გარკვეული პერიოდის შემდგომ. დამატებიდან გადამოწმების ვადა განსაზღვრული არ არის. როგორც კი აღმოჩნდება რაიმე სახის უზუსტობა, გაუფრთხილებლად მოხდება ორგანიზაციის დეაქტივაცია და ის რუკაზე ასახული აღარ იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა ხარვეზის მოგვარების გზები. ამისათვის ჩვენ მოგწერთ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე შეტყობინებას. ამიტომ აუცილებელია მითითებული ელ.ფოსტის მისამართი იყოს მოქმედი. იმ შემთხვევაში, თუ ელ.ფოსტაზე პასუხი არ მოვა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, მოხდება ორგანიზაციის რუკიდან წაშლა. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში დეაქტივირებული ორგანიზაცია კვლავ აქტიური გახდება და ის კვლავ აისახება რუკაზე.

 

სხვა პირობები

  1. kids.ge უფლებას იტოვებს გაუფრთხილებლად წაშალოს ბაზიდან არაკეთილსინდისიერად დამატებული ორგანიზაციები, ხოლო არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისათვის საერთოდ დაბლოკოს საიტთან წვდომა.
  2. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევიტანოთ ტექსტებში კორექტირება, იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა მექანიკური იქნება და მისი კორექტირება თქვენს მიერ შეყვანილი ტექსტის შინაარსს არ შეცვლის (მაგ: „ახლი ბაღი“ შეიძლება გადავაკეთოთ „ახალი ბაღი“, და ა.შ.)
  3. kids.ge უფლებას იტოვებს მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ყველა ზემოთ აღნიშნული პირობა.

Kids.ge-ს რჩევები

აცერით ბავშვი

წითელას და სხვა დაავადებების შემთხვევები ჯერ კიდევ გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024