ინფორმაცია
შევისწავლოთ რიცხვები და თვლა - ციფრების, რიცხვების და თვლის შესასწავლი თამაში, რომელიც დაეხმარება ჩვენს პატარებს როგორც ციფრების, რიცხვების და თვლის შესწავლაში ასევე რაოდენობის აღქმაში და რიცხვის ამ რაოდენობასთან დაკავშირებაში.
თამაში ძალიან მარტივია. პირველ სცენაზე მოცემულია ყველა რიცხვი ერთიდან ათის ჩათვლით. კურსორის რიცხვთან მიტანით, ბავშვი მოისმენს თუ როგორ გამოითქმის ეს კონკრეტული რიცხვი. ხოლო ამ რიცხვზე დაკლიკვისას გადავდივართ სცენაზე, სადაც ბავშვს შეუძლია შეისწავლოს თვლა სახალისო ნივთების საშუალებით.
ამ სცენაზე, მოცემულია პატარა სურათების ის რაოდენობა რა რიცხვიც არის მოცემული კონკრეტულ გვერდზე. ეს დაეხმარება ჩვენს პატარებს, ნივთების რაოდენობა დაუკავშიროს მოცემულ რიცხვს.
სურათზე დაჭერით, ეს სურათი გასკდება. პატარას შეუძლია დაითვალოს მის მიერ გახეთქილი სურათები და ასე, თამაშით შეისწავლოს და განამტკიცოს მისი ცოდნა მოცემულ რიცხვთან მიმართებაში.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ ბავშვს საკვების დაფასება
ასწავლეთ ბავშვს, დააფასოს საკვები და მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც ის მოამზადა.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო