ანიმაციის წრე
ანიმაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის 20-ე საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, და მოიხსენებენ როგორც - მულტიპლიკაცია, ნახატი ფილმები და ა.შ.
ანიმაციაში მთავარი როლი მხატვარს ეკუთვნის, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა ჩაერთოს სხვა სფეროს წარმომადგენლები სხვა სფერო მაგ: სცენარისტი, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ პერსონაჟებს ახმოვანებენ, რეჟისორები, მონტაჟი, კომპოზიტორი კომპიუტერული ეფექტებებზე მომუშავე ადამიანები და სხვა.
რა ისწავლება ჩვენთან ანიმაციის წრეზე?
kids.ge-ს საკვირაო სკოლის, ანიმაციი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილი ანიმაცია: „დუკი და ახალი წელი“
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 18:00 საათზე. თითო გაკვეთილის განგრძლივობაა ერთი საათი.
ანიმაციის წრეზე სწავლის საფასურია 60 ლარი თვეში (დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 50 ლარია). სწავლის გადასახადში შედის საჭირო მასალისა და ინვენტარის საფასური!
სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.
ანიმაციის წრეზე მიიღებიან 8 წლის და უფროსი ბავშვები. სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 591 42-11-00
ნუ ეცდებით შვილების ნამოქმედარის შესწორებას
თუკი თქვენი შვილი საწოლს თავად ასწორებს, ნუ ეცდებით მის თავიდან გასწორებას. თუკი მას სურს ჩაიცვას ზოლებიანი და წერტილებიანი ტანისამოსი, შეაქეთ მისი „ეკლექტური“ სტილი. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუსწორეთ ბავშვს რაიმე ქმედება, ამბობს კეთი ბასი, საბავშვო ბაღის დირექტორი მორისვილში, პენსილვანიის შტატში. ბავშვს შეუძლია ეს შეამჩნიოს და ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გააკეთეთ ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად
დაგეგმეთ ყოველკვირეული ოჯახური აქტივობები, როგორიცაა პარკში თამაში ან ბურთის თამაში.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო