ლიტერატურის ჯგუფი

რა ისწავლება ლიტერატურის ჯგუფში?

ლიტერატურის ცოდნა - ინტელექტია, ლიტერატურის სიყვარული კი სულიერი სიღრმე. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ცოდნაც მივცეთ და წიგნიც შევაყვაროთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათი მორალური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.

Kids.ge-ს ლიტერატურის ჯგუფის მეცადინეობები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით წარიმართება.

7-8 წლის მოსწავლეებთან ასაკის შესაფერის ავტორებსა და ნაწარმოებებს განვიხილავთ: ასტრიდ ლინდგრენს, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალს, ძმები გრიმების ზღაპრებს, რევაზ ინანიშვილსა და სხვ.

9-12 წლის მოსწავლეებთან კი გავაანალიზებთ: ჰარიეტ ბიჩერ სტოუს, მარკ ტვენს, ნოდარ დუმბაძეს, ანტუან დე სანტ ეკზიუპერსა და სხვ.

 

რას შეისწავლიან ბავშვები?

  • მოსწავლეები გაიცნობენ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას;
  • მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრების შესახებ;
  • განივითარებენ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს;
  • გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
  • დაეუფლებიან მხატვრული კითხვის ელემენტებსა და მეტყველების კულტურას;
  • მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას და გაიღრმავებენ ცოდნას საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის;
  • ისწავლიან, როგორ დაწერონ სათავგადასავლო ისტორიები, შეთხზან დეტექტიური ამბები, როგორ აწარმოონ დღიურები და ა.შ.

 

მეცადინეობების განრიგი

მეცადინეობის განგრძლივობაა 2 საათი. 

  • 7-8 წლიანები (ა): სამშაბათი, 16:00 – 18:00
  • 7-8 წლიანები (ბ): ოთხშაბათი, 16:00 – 18:00
  • 9-12 წლიანები: ოთხშაბათი, 18:00 – 20:00

 

ლიტერატურის წრეზე სწავლის საფასური

ლიტერატურის წრეზე სწავლის საფასურია 40 ლარი თვეში (დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 35 ლარია)

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

 

რეგისტრაცია ლიტერატურის წრეზე

ლიტერატურის წრეზე სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 230-60-01 ან 599-93-25-14

 

ჩვენი მისამართი

ჩვენი მისამართია თბილისი, ბაქოს ქ. 4; (ეს არის დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის კვეთასთან, 24-ე საჯარო სკოლის გვერდით). ქვემოთ მოცემულია ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ჩვენს სასწავლო ცენტრთან სიახლოვეს გაივლის:

ავტობუსები: 9; 20; 21; 29; 31; 33; 34; 37; 46; 47; 49; 53; 65; 66; 78; 92

მიკროავტობუსები6; 10; 11; 26; 31; 32; 38; 40; 41; 50; 58; 62; 66; 67; 68; 75; 80; 81; 85; 88; 89; 94; 108; 109; 133; 141; 148; 193

 

საინტერესო სტატიები ლიტერატურასთან დაკავშირებით

რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო
თამარ ისაკაძე
რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ შვილს კითხვა შევაყვარო

ჩემი შვილი 4 წლისაა, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი თამაშად ვაქციო, მათ შორის წიგნის კითხვაც, რადგან თამაშით სწავლა ამ ასაკის ბავშვებისთვის წამყვანია.

როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები
ანა კუხაშვილი
როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები

სტატიაშია მოცემული საინტერესო და სახალისო რჩევები, როგორ უნდა შეაყვაროთ თქვენს პატარებს წიგნთან ურთიერთობა.

ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია