kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

19 იანვარი, 2019 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

სოფო გასიტაშვილის სხვა ლექსები:

ჩემი უფროსი დაიკო
ყოველთვის წიგნებს რომ უზის
ჩემი უფროსი დაიკო,...
მერცხლების საუბარი
- ნეტავ ჩვენს სამშობლოში
დარია თუ ავდარი?...
ჯიუტი ნია
"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი
მე გამიბა ძიამ!"...
ეზო მირჩევნია
დედა მუდამ მიმეორებს:
"ისწავლეო კარგად,...
ბაქიბუქა ბაჭია
ბაჭია გმირულ ამბებით
მეგობრებს მუდამ აოცებს,...
„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული სოფო გასიტაშვილის ლექსი „დედიკოს დამხმარე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დედიკოს დამხმარე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და მხიარულება

თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვასა და მათთან გამკლავებას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები დედაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები დედაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები დედაზე

ნოდარ დუმბაძე
ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრება

ნოდარ დუმბაძე

გაბერილი და ამაყი
წყალში ყიყინებს ბაყაყი....
ნათია აბულაძე
დედი...

ნათია აბულაძე

დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,...
მაია წიგნაძე
მაიკოს დარიგება

მაია წიგნაძე

-დილით ადრე უნდა ადგე,
შეეგებო ალიონს,...
ელიზბარ გაბუნია
მართა

ელიზბარ გაბუნია

პიანინოს ძლივს წვდება,
ჩვენი ცელქი მართა....
ნოდარ დუმბაძე
ნუგეში

ნოდარ დუმბაძე

ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024