kids.ge logo

ბაქიბუქა ბაჭია

ფავორიტებში დამატება

ბა−ჭი−ა გმი−რულ ამ−ბე−ბით
მე−გობ−რებს მუ−დამ ა−ო−ცებს,
ფეხ−ზე დამდ−გა−რი ჰყვე−ბა და
თან მათ სა−ხე−ებს ა−მოწ−მებს.

"- ა−ბა მტრებს თქვენ−თან რა უნ−დათ, 
რო−ცა მე გყა−ვართ მცვე−ლა−დო,
ვინც გა−გაბ−რა−ზებთ, მი−თხა−რით,
სულ ყვე−ლას გადავთელავო."

თურმე მე−ლი−ა უს−მენ−და,
მი−მა−ლუ−ლი−ყო ბუჩ−ქებ−თან,
თან დამ−ცი−ნა−ვი ღი−მი−ლი
უ−თა−მა−შებ−და ტუ−ჩებ−თან.

“- ვნა−ხოთ, რა ბი−ჭიც ბრძან−დე−ბი,
ბა−ქი−ბუ−ქავ და პა−წი−ავ!”
- უ−თხრა და წასწვ−და ყუ−რებ−ში 
ა−ცახ−ცა−ხე−ბულ ბა−ჭი−ას.

გაშრა, გა−შეშ−და კურ−დღე−ლი,
სა−ხე−ზე ფე−რი ეც−ვა−ლა,
და ამ დროს ტრა−ბახისათვის
ნამდ−ვი−ლად ა−ღარ ეცალა.

შეშინებული კურ−დღლე−ბი
მის−გან ე−ლოდ−ნენ გმი−რო−ბას,
მაგ−რამ მა−ლე−ვე შე−ა−ტყვეს, 
რომ არც ახ−სოვ−და პირობა.

მაშინვე სწრა−ფად მო−კურ−ცხლეს,
“- თა−ვად ვუშ−ვე−ლით თა−ვებ−სო”,
და მოთ−მი−ნე−ბის ფი−ა−ლა
უკ−ვე მე−ლა−საც ა−ევ−სო!

“- ბე−დი გქო−ნი−ა ბა−ჭი−ა,
ახ−ლა რომ არ ვარ მში−ე−რი,
ვერც შენს მე−გობ−რებს და−ვი−ჭერ,
გახ−ლავარ უკ−ვე ხნიერი.

გაგიშვებ, თუმ−ცა ღირ−სი ხარ
ჩა−ვიტკ−ბა−რუ−ნო პი−რი−ო,
და−ი−მახ−სოვ−რე: ტრა−ბახით
ვე−რა−ვინ ხდე−ბა გმირიო”.

ბა−ჭი−ას თა−თი გა−უშ−ვა,
ჩა−ი−ხი−თხი−თა მე−ლი−ამ,
მას შემ−დეგ კურ−დღლის ტრა−ბახი
ტყე−ში ა−რა−ვის სმე−ნი−ა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...მამიკო და მესულ არ უნდა ხვეწნა, მამას თუ აქვს დრო, “- წამო ეზოშიო”, ხშირად თვითონ მთხოვს. მხიარული ხტუნვი...კარგად უნდა ვისწავლოდილით ადრე გაღვიძება არ ყოფილა ადვილი, მაგრამ სკოლაში მელიან მეგობრები ნამდვილი. თოჯინებთან განშორება დრო...ახალი წელიახალი წლის წინა ღამე მომაგონებს ლამაზ ზღაპარს, ოჰ, რამდენი საჩუქრები დავაბარე თოვლის პაპას! ალბათ, ახლა ე...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026