kids.ge logo

ყველას თავისი დედიკო უყვარს

ფავორიტებში დამატება

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს,
კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი,
დედა არწივზე გიჟდება მართვე.

ბახალებს უყვართ დედიკო ყვავი,
მერე რა მოხდა, თუკი ყრანტალებს,
სამაგიროდ კარგი დედაა,
შვილებს სულ ფრთებისგულზე ატარებს.

ბოჩოლას უყვარს დედიკო ძროხა,
ლეკვებს - მელია, ძაღლი და მგელი,
თან ისე უყვართ, ისე ძალიან,
ხანდახან თვალზე ადგებათ ცრემლი.

ფუმფულა ცხვარი უყვარს ბეკეკას,
თხა - თიკანს, ხოხობს თან დასდევს ლაპი,
ყურში გეტყვით და იმ უსაძაგლეს
დედა ვირთხაზეც გიჟდება ღლაპი.

ბოკვრებს დედიკო ლომები უყვართ,
გოჭებს - მსუქანა დედიკო ღორი,
დიდი ამბავი, თუკი ყოველდღე
დათხუპნულია ტალახში გორვით.

ბაჭიას უყვარს დედა კურდღელი
მის თათზე უდევს ძილის დროს თათი,
სულ ღიპზე ჰკოცნის სიყვარულისგან
ბელს ისე უყვარს დანდალა დათვი.

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
ჩოჩორს ვირი და წრუწუნას თაგვი,
მე ჩემი თბილი დედიკო მიყვარს,
სა არის ქვეყნად ყველაზე კარგი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლელა ცუცქირიძის სხვა ლექსები:

სამყურა
პატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო,
ამბავი მითხარი მზისა,...
ბაჭია
-გამარჯობა, ბაჭია,
კარგი კაბა გაცვია....
ბატკანი
დაბაკუნობს ბატკანი,
ჰგავს ფუმფულა ღრუბელს,...
ფისო
ფისუნია ფისო,
გარეთ წვიმა ცრისო,...
შავი ზღვა
გამიგია, ზღვა ლურჯია
და ყოველთვის ლურჯად ვხატავ,...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლელა ცუცქირიძის ლექსი „ყველას თავისი დედიკო უყვარს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყველას თავისი დედიკო უყვარს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე და ლექსები დედაზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე და ლექსები დედაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე და ლექსები დედაზე

ნოდარ დუმბაძე
მაწონი

ნოდარ დუმბაძე

ლევანიკომ და ნოდარმა
გატეხეს ჩაიდანია,...
ხალხური
თხას უთხრეს

ხალხური

თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა....
გივი ჭიჭინაძე
სამი კნუტი

გივი ჭიჭინაძე

სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია....
მაყვალა მრევლიშვილი
კიკლი-კიკლი

მაყვალა მრევლიშვილი

კიკლი -
კიკლი,...
ვასილ გულეური
მელია

ვასილ გულეური

ყველა ამბობს - ტყუილში
ვერვინ ჯობნის მელიას......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024