kids.ge logo

ბელები და თაფლი

ფავორიტებში დამატება

წყა−როს პი−რას მზი−ან ტყე−ში,
ვნა−ხე უ−ცხო სა−ხილ−ვე−ლი:
ხე−ლა−დე−ბი ე−პყრათ ხელ−ში, -
თაფლს ი−ყოფ−და სა−მი ბე−ლი.

დი−დი კას−რი მო−ა−გო−რეს,
ქარ−ვის−ფე−რი თაფ−ლით სავ−სე,
ხან ქოთ−ნებ−ში გა−და−წო−ნეს,
ხან ქი−ლებ−ში გა−და−ას−ხეს.

მაგ−რამ ბო−ლოს ყო−ველ მათ−განს
ე−ცო−ტა−ვა თა−ვის წი−ლი,
არ უს−მი−ნეს დე−დის ნათქ−ვამს
და დას−წა−მეს ერ−თურთს ცი−ლი.

ა−მან ი−მას წაჰკ−რა ხე−ლი,
ი−მან კი−დევ ა−მის ქო−თანს,
ა−უ−რი−ეს ყვე−ლა−ფე−რი,
ყვე−ლა ჩხუ−ბობს, ყვე−ლა შფო−თავს.

და−უ−გორ−დათ კას−რი ხევ−ში,
ძლივს ა−ხელდ−ნენ მტვერ−ში თვა−ლებს,
ქოთ−ნებ−სა და ხე−ლა−დებ−ში
სა−ღა−მომ−დე ი−გო−რა−ვეს.

და−ეღ−ვა−რათ თაფ−ლი სულ მთლად,
მო−იწ−მინ−დეს მე−რე ოფ−ლი,
არც ქურ−ქე−ბი შერ−ჩათ სუფ−თა,
ა−ღარც - თაფ−ლი გა−სა−ყო−ფი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026