kids.ge logo

რა კარგი შემოდგომაა!

ფავორიტებში დამატება

-რა კარგი შემოდგომაა!
მთელი დღეა დახტის ციყვი,
თხილს და კაკალს აჩხრილებს,
ფუღურო სავსეა ნიყვით...

-რა კარგი შემოდგომაა!
მოცუნცულებს ზღარბი თომა,
დილიდანვე ვაშლს აგროვებს,
ზარება განა შრომა.

-რა კარგი შემოდგომაა!
საქმინობს თაგვი-მართაც:
სოროს ავსებს ფეტვით, შვრიით...
მზად დაუხვდეს უნდა ზამთარს!

-რა კარგი შემოდგომაა!
მღერის ჭოლა-ჭიანჭველა,
ბუდისაკენ ხორბლის მარცვალს,
ზიდება დინჯად, ნელა.

-რა კარგი შემოდგომაა!
ხარია ფუტკარს-თაზოს,
თაფლს აგროვებს, ზამთარში რომ
ჩვენც გულუხვად გვითავაზოს.

-რა კარგი შემოდგომაა!
დაბურდღუნებს დათვი გაბი,
ტყეში პანტას რა გამოლევს,
აბლი-ბაბლი, ცვივა წაბლი!

-რა კარგი შემოდგომაა!
სულ მსხვილ-მსხვილი მარცვლელი
ჩიტუნებმა მოაგროვეს,-
რა თქმა უნდა, დარჩელი.

-რა კარგი შემოდგომაა!
მაჩვს თხუნელა ჯაფას უქებს:
-მარცვლელით სავსე სორო
ზამთრისათვის მზად აქვს უკვე.

-რა კარგი შემოდგომაა!-
ჭყიტა ბუა? ეს რა ხდება?
ნუთუ ასე მოწონა
შემოდგომის სურნელება?

-რა კარგი შემოდგომაა!
ჭოტი ამბობს თავკანტურა,
მთვარიანშიც ხედავს, ტყე რომ
მოკაზმულა! დახატულა!

-რა კარგი შემოდგომაა!-
ტყის გაყვითლდა ფარჩელი...
წარმოდგენას მართავს ზღაპრულს
ფოთოლცვენას დაჩველი.

დოვლათიან შემოდგომას
ყველასთვის აქვს უხვი ძღვენი,
ჩვენს ტყეში შემოდგომაა!
სიც ხარობს თქვენი ლხენით!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

მობრძანდება დეკემბერი
უკვე კარი გაიხურა,
მიილია ნოემბერი,...
პატარა ქირურგი
-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?...
ციცინათელა
როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,...
თოვს!
თოვს! თოვს! თოვს!
მთელი დღე ლამაზად თოვს!...
ყაყაჩო
ყაყაჩო ვარ მოცქრიალე,
ქარში ლაღად მოფრიალე!...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „რა კარგი შემოდგომაა!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „რა კარგი შემოდგომაა!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველ საღამოს სადილზე შეკარით „მადლიერების წრე“

რიგრიგობით ისაუბრეთ სხვადასხვა ადამიანებზე, რომლებიც გულუხვნი და კეთილგანწყობილნი იყვნენ თითოეული თქვენგანის მიმართ იმ დღეს. თან, ამ „წრეს“ თქვენვე მოუფიქრეთ სახელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები შემოდგომაზე

მანანა ტონია
შემოდგომის ბარაქა

მანანა ტონია

მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,...
ლუარა ჭანტურია
შემოდგომა

ლუარა ჭანტურია

შემოდგომა ამაყობს
ვაზის სავსე მტევნებით,...
შიო მღვიმელი
შემოდგომა

შიო მღვიმელი

დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,...
იროდიონ ევდოშვილი
ზამთრის პირი

იროდიონ ევდოშვილი

შემოდგომა გაგვეპარა,
მიილია, მიიწურა....
მანანა ტონია
რთველი

მანანა ტონია

რთველი არის ჭიკაანში,
გააჩაღეს მარულა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024