kids.ge logo

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი

ფავორიტებში დამატება

მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა.
დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი.
ნობათი მიართვა დიდსა თუ პატარას.

სიმინდი ნალიას არგუნა უკვლებლივ,
მარანი დაწურულ მზის მტევანს პატრონობს,
მაჭარი მხირულ კრიმანჭულს გასძახის:
-რა ღვინოც დავდგები, იგემე, ბატონო!

ხეს კენწეროზეც კი არ შერჩა ფოთოლი,
ტანშიშველ გოლიათს წაუხდა გუნება,
მაშვრალ შემოდგომას-ჯაფისგან დაქანცულს,
ცილებს რატომღაც შემკრთალი ბუნება.

მთის თხემზე ზამთარმა კარავი გამართა,
ჭირხლიან მინდვრებზე ქარიღა სეირნობს,
შემწყდარა ხილის და თხილ-კაკლის ფერხული...
რა დარჩა სამღერი და თვალსასერო?

ველ-მინდვრებს გაშორდა ზღაპრული ფერია,
თან გაჰყვა ოქრო და ქარვათა ფერები,
მთის წვერზე ზამთარი თეთრ ბოხოხს ისწორებს:
-მე თოვლით ჩამოვალ და მოგეფერებით!

ტყე ჯავრით ბუზღუნებს, კვნესიან ველები:
-ეჰ, ზამთრის ალერსი! სუსხი სურს გვაწვნიოს!
მაგრამ ეგ ვინ იცის... დაგვბურავს თოვლით და
იქნება, არც იქნეს ზამთარი მკაცრიო...

სადღაა ზღაპრული ფერების ლივლივი,-
ქარვა თუ ბაჯაღლო...მზიანი დარები...
მთის კალთებს ათეთრებს ჭარმაგი ზამთარი,
ყინვისაბჯრინი მოჰყვება ჯარები.

ქარს ზამთრისპირული გააქვს და გამოაქვს,
სევდით ირწევიან შიშველი ხები,
მთის გაღმა დეკემბრის თეთრონი ჭიხვინებს,
მოდიან ზამთარი და ვერცხლის თვები!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეში
მიდუდღუნებს დათუნია,
მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით......
იქცა ლამაზ თაიგულად
ალივლივდა ფარჩეული
და გაბრწყინდა მზის რჩეული,...
ენძელა
დიდხანს, დიდხანს ვიარე,
აი, მოველ მზიანეთს, ...
ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...
მე პატარა ფუტკარი ვარ,
შენ-პატარა ყვავილი,...
კალია
დახტის ბებოს ბოსტანში
სკუპ-სკუპელა კალია,...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ყოველთვის თქვით სიმართლე

თქვენც ხომ ელით იგივეს შვილისგან, არა?

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ზამთარზე და ლექსები ბუნებაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ზამთარზე და ლექსები ბუნებაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, ლექსები ზამთარზე და ლექსები ბუნებაზე

ლილი ნუცუბიძე
ფიფქის სიმღერა

ლილი ნუცუბიძე

მე ფიფქი ვარ,
თოვლის ფიფქი პატარა, ...
მაია წიგნაძე
ჩემი პირველი თოვლი

მაია წიგნაძე

თოვლი მოდის, რა კარგია,
დაიძახა მამამ,...
ირაკლი აბაშიძე
პატარას

ირაკლი აბაშიძე

აი, ეს მიწა, ბუნება,
ეს მოქარგული მთა-ბარი,...
ლუარა ჭანტურია
სხივი და წყარო

ლუარა ჭანტურია

თავს დასცქერის ცა კრიალა,
ირგვლივ ველთა ნოხებია;...
გიორგი ქუჩიშვილი
ზამთარი

გიორგი ქუჩიშვილი

ყმაწვილებო! ერთი შეხეთ
რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024