kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,
სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს,
ლურჯი სამოსი მაცვია.
მოვალ, ავბიბინდები,
ლურჯად მოვხატავ ტყისპირებს,
ნუ მომწყვეტთ, აქვე დამტოვეთ,
თორემ დარდისგან ვიტირებ.
ბუნების კოხტა შვილი ვარ
და გაზაფხულის მეგზური,,
სიცოცხლე თქვენთვის მწყურია,
თქვენ მოგიძღვენით ეს გული!
ჩემს სიფრიფანა ფურცლებზე
მზის სხივი როგორ ალმასობს,
გაზაფხული რომ მოგირთოთ,
უფრო რომ გაგილამაზოთ.
ლურჯთვალა მახარობელი
თქვენი სიკეთით გამათბეთ!
თქვენია ეგ სურნელება!
თქვენია ეგ სილამაზე!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ლილეო... და ახალი წელი!
მივულოცავ ახალ წელს,
ამას ვეტყვი ჩურჩულით:...
ყველა მარიამს
მარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,-
შენი სამშობლოს მფარველის.,...
წელიწადის ოთხი დრო
ეს ხომ წელიწადია!-
ესეც მისი ამქარი,-...
ვაშლი
ლოყაწითელა, შაქარა
ვაშლი მიგორდა თაკოსთან:...
დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!
-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო,
სად ხართ? ახლა რას შვრებით?...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ჩამოაყალიბეთ ძლიერი კავშირი

ბავშვის აღზრდა რთული, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა. ასე რომ, გაატარეთ მათთან სასიამოვნო და სახალისო მომენტები. მარტივი საქმეების ერთად გაკეთება ჩამოგიყალიბებთ ნდობას და ძლიერ კავშირს თქვენს შვილთან. გარდა მშობელისა, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგობარი, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ დაეყრდნობა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ყვავილებზე, მცენარეებზე და ლექსები გაზაფხულზე

ინგა ქორდელი
ზაფხულის წვიმა

ინგა ქორდელი

ცაზე ღრუბლები შეიკრა თითქოს,
იცვალა ფერი ცამ და ბუნებამ,...
მანანა ტონია
ვინ რა ჰქნა?

მანანა ტონია

წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,...
ვაჟა–ფშაველა
გაზაფხული

ვაჟა–ფშაველა

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია......
ნათია აბულაძე
იის სალამი

ნათია აბულაძე

გაზაფხულზე იის მოსვლას,
შეხვდნენ დიდი სიხარულით,...
გრიგოლ აბაშიძე
გაზაფხული

გრიგოლ აბაშიძე

აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024