kids.ge logo

ზაფხულის მზიანი დილაა!

ფავორიტებში დამატება

ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო,
საით იჩქარი ამ დილით?
ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენი
ჩემი საუზმეც, სადილიც.
მთელი დღე ვიფრენ, ვიშრომებ
არ შევისვენებ წამითაც,
რომ მერე შენ გემრილი
თაფლი მოგართვა ჯამითა.

ბავშვი-მერცხალო, ენაჭიკჭიკა,
საით იჩქარი ამ დილით?
მერცხალი-საკვები შემომელია,
შინ კი ბარტყები მელიან.
საჭმელს ვუზიდავ ბუდეში,
დავზარდო, დავაფრთინო,
რომ მერე ჩვენი სიმღერა
შენს ჭერქვეშ ავახმინოთ.

ბავშვი-სად მიიჩქარი, პეპელავ,
სად მიფარფატებ ამ დილით?
პეპელა- ჩვენ ნაირ-ნაირ ფერებით
ველ-მინდვრებს მოვეფერებით.
თეთრიც, წითელიც, ყვითელიც..
შემკული ათასფერითა,
რომ დაგიმშვენოთ ზაფხული,
რომ დატკბე ჩვენი ცქერითა.

ბავშვი-ბუძგია ზღარბო, სად მიხვალ,
სად მიცუხცუხებ ამ დილით?
ზღარბი-ოჰ, მეჩქარება ძალიან,
წუთითაც არა მცალია...

ბავშვი-შენ კუსკუსა-კუ, შენ მაინც
სად მიკუსკუსებ ამ დილით?
კუ-ზღარბმა,- გამოქეციო,
სურს, ნადიმზე დავეწვიო...
შემომითვალა, ქარს წუხელ
ჩამოუყრია ვაშლიო,
წამოკუსკუსდი, ძმობილო,
დღეს ბაღში სუფრას გავშლიო...

ბავშვი-ჭრიჭინა-ჭრიჭინობელა,
სად მიჭრიჭინებ ამ დილით?
ჭრიჭინა-მეც მაქვს სიმღერით სათქმელი,
ხედავ? დილაა ნათელი!
მოვმართავ ჩემს ვილინოს
და მერე ზაფხულს საცარს
თას სიმღერას მივუძღვნი,
სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინ დავლოცავ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

თოვს!
თოვს! თოვს! თოვს!
მთელი დღე ლამაზად თოვს!...
კატა და თაგუნია
-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
მოდის შემოდგომა!
ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის,
ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს....
ბეღურა
მერცხლის მიტოვებულ ბუდეს
არ შორდება ბეღურა....
ციყვუნიას ზამთარი
„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,...
„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ზაფხულის მზიანი დილაა!“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ზაფხულის მზიანი დილაა!“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვი, არ გააკრიტიკოთ

ბავშვს არ მოსთხოვოთ ბევრი, მაგალითად, ნახატის სრულყოფილად დახატვა. მიეცით ზოგჯერ შეცდომის დაშვების საშუალება. ამ დროს, უმჯობესია შეაქოთ და აქცენტი გააკეთოთ იმაზე, რაც კარგად გამოუვიდა და თვითონ მას მოეწონა. თუ მაგალითად, არ გამოსდის კოშკის აშენება, არ გააკრიტიკოთ, წაახალისეთ, კიდევ სცადოს აშენება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზაფხულზე

ედუარდ უგულავა
დაჩი და ნუცა

ედუარდ უგულავა

ზაფხულია. მზე ანათებს.
გული მშვიდად უცემს ნიავს....
ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრი

ნოდარ დუმბაძე

ნოდარიკოს და მაიკოს
აქვთ კამათი და დავა....
მზია გოგნიაშვილი
მხიარული ზაფხული

მზია გოგნიაშვილი

ეს რა მალე დამთავრდა
მხიარული ზაფხული?.....
მაია წიგნაძე
ზაფხულის სურათი

მაია წიგნაძე

ზაფხულია გვირილებმა
გაახილეს თვალი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024