kids.ge logo

ციყვუნიას ზამთარი

ფავორიტებში დამატება

„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,
თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს,
რა იქნება ახლა ნეტავ?
ტყეს ზამთრისა ეშინია?
ბა, რატომ გაყურსულა?
არც ნადირი ხმინებს...
ჩიტუნაც არ წკრილებს...
ნაკადულიც გაიტრუნა,
ტყე რომ თოვლით დაბურა.
-შშშშშ!-
ფიფქები შრილებენ,
ტყეში მარტო ესღა ისმის,
თოვლი მოდის ხვავრილად,
ციდან ძირს მოწევს ნისლი...
სიჩუმე რამ დაარღვია?
-კნაწ!-
გაისმა უცებ ტყეში!
ეს ციყვია, ფუღურო რომ
გამართავს ბებერ ხეში.
თბილად მოკალათებული
აკნაწუნებს თხილს და კაკალს,
დათოვლილ ტყეს უმზერს ციყვი,
თოვს და ბარდნის,
ხან ხოშკაკლავს!
ტყეში ყველა ამ ხმებს უსმენს,
ზამთარსაც კი ეღიმება,
ჯადოსნური სურათია! -
მთა-ბარს თოვლი ეფინება!
-შშშშშშშშ!-ფიფქები შრილებენ,
საღამოა მყუდრო, თბილი.
-კნაწ-კნუწ!-ციყვმა აკნატუნა
კაკალი და ბლომად თხილი.
შარიშური, კნაწაკნუწი...
გახალისდა ირგვლივ ყველა,
ახლა ირგვლივ სიმშვიდეა!
კურდღელს აღარ ერჩის მელა...
-ტყეში თეთრი ზამთარია!
დელი-დელა! დელი-დელა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ორი ხელი-ორი მაჯა
ამ ლამაზი ქვეყნის ცქერა
ორმა თვალმა ინებაო,...
ცეკვა
ჩამოუარე მდელოზე
ლამაზო ცეკვავ, ქართულო!...
სანტას ლოდინში ჩამეძინა
ღამით სანტა კლაუსი
ჩუმად შემოპარულა, ...
მე ვარ შენი მეგობარი
ფიფქი ცვივა!
ფიფქი ცვივა,...
ასეთია ზამთრის ღამე
- დღე უეცრად გაიპარა...
მითხარ, ერთი, რა მოხდა?...
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ციყვუნიას ზამთარი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ციყვუნიას ზამთარი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

მაია წიგნაძე
ჩემი პირველი თოვლი

მაია წიგნაძე

თოვლი მოდის, რა კარგია,
დაიძახა მამამ,...
მაია კარსელი
თოვლის ბებოს სიმღერა

მაია კარსელი

თოვლის ბებომ
თოვლის ძაფით...
გივი ძნელაძე
ზამთრის დილა

გივი ძნელაძე

ე, ბიჭო, თოვლი მოსულა,
გარეთ გამოდი, გელაო;...
ნათია ჯანაშია
როდის მოვა თოვლის პაპა

ნათია ჯანაშია

მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, ...
შიო მღვიმელი
ციგაობა

შიო მღვიმელი

-ნატრობდით და აგისრულდათ
კიდეც გულის საწადელი;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024