kids.ge logo

თანაკლასელებთან

ფავორიტებში დამატება

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

თხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
სე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზინია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

კალია
დახტის ბებოს ბოსტანში
სკუპ-სკუპელა კალია,...
სოფელი
რა კარგია სოფელი,-
გულის დამატკბობელი,...
კატა და თაგუნია
-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
ეს გოგონა ვისია?
ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?...
სუროს შაშვი შეფენია
აჭახჭახდა შავი შაშვი,-
რა ახარებთ ასე ჩიტებს?...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „თანაკლასელებთან“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თანაკლასელებთან“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ მოექცეთ ბავშვებს ზრდასრულებივით

ზოგჯერ მშობლები შვილებისგან ძალიან ბევრს ელიან. შეიძლება გინდოდეთ მოექცეთ ბავშვებს ზრდასრული ადამიანის მსგავსად, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი პატარა ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ის ყველაფერს დაუყოვნებლივ გაიგებს. გამოიჩინეთ მოთმინება და მიეცით საშუალება ისწავლოს საკუთარი ძალებით. მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება, რათა განაგრძოს სწავლა. შეიძლება დაგჭირდეთ იმის გარკვევა, თუ რა აინტერესებს თქვენს შვილს. იყავით კრეატიული, როდესაც მას ამოცანას აძლევთ და დარწმუნდით, რომ ეს ორივესთვის გასართობი იქნება და არა აუცილებელი დავალება

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სწავლაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სწავლაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სწავლაზე

მანანა ტონია
სამი მშობელი

მანანა ტონია

სულ წარჩინებით ისწავლე,
იყავ ბეჯითი,მშრომელი,...
გიორგი წერეთელი
აი, ია

გიორგი წერეთელი

აი ია,
აი, ია...
შოთა ამირანაშვილი
გრამატიკა

შოთა ამირანაშვილი

- აბა მითხარ, რომელ რიცხვში
არის სიტყვა ბაფთა?...
იაკობ გოგებაშვილი
მოწვევა სწავლაზე

იაკობ გოგებაშვილი

ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო;...
მანანა ქურდაძე
მზრუნველი ნუცა

მანანა ქურდაძე

დღეს პირველად მიჰყავთ ნუცა
დილით ადრე სკოლაში,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024