kids.ge logo

და-ძმა

ფავორიტებში დამატება

დელასა, დელი-დელასა,
გოგოსა ცუგრუმელასა
უყვარს თავისი ძამიკო,
უნდა, რომ კარგი და იყოს,
მზეცა და მთვარეც, გამოდის,
მას თავის ძმაზე ამოსდის.
დელასა, დელი-დელასა,
ბიჭუნას საქებელასა,
უყვარს დაკო ხათუნა,-
გოგონა თვალებხატულა.
ზრუნვას არ აკლებს პატარას,
ძმას და ჰყავს მზისა სადარად.
ყოჩაღ, იმათ და-ძმობასა!
ამქვეყნად უტკბეს გრძნობასა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

შემოდგომამ გაგვახარა
შემოდგომამ გაგვახარა
ზამთრის უხვი მარაგითა,...
ჭიამაია
ჭია, ჭიამაიაო,
პაწაწინა დაიაო,...
პირველი თოვლი
მთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა,
ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ...
კარლსონი მოგზაურობს
ერთხელაც კარლსონმა-
ასე ვთქვათ, უცაბედად...
ვულოცავ!
მღერის ჩიტი-ჩიორა:
ფიფქი მოდის ფიორა!...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „და-ძმა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „და-ძმა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და სურვილები

ზოგჯერ ბავშვები ითხოვენ მუდმივად ერთიდაიგივე ზღაპრის წაკითხვას, ერთი ფაზლის აწყობას და ა.შ. მშობლების ნაწილისათვის ეს მომაბეზრებელი ხდება, ამიტომ ცდილობენ ბავშვს ახალი იდეები შესთავაზონ. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა ჩათვალოს რომ არ გამოსდის ფაზლის აწყობა, არ მოსწონს დედას და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია. Content from: https://kids.ge/article?id=107 Kids.ge

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ოჯახის წევრებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ოჯახის წევრებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ოჯახის წევრებზე

ნოდარ დუმბაძე
ლიმონათი

ნოდარ დუმბაძე

დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,...
ლია კობალაძე
ტყუილს თუ არ მოიშლის

ლია კობალაძე

თეამ როცა იცრუა,
ძმაც დადუმდა ჯიუტად,...
ნოდარ დუმბაძე
ბუა

ნოდარ დუმბაძე

ბებომ იმდენი მაშინა,
- მოვა და შეგჭამს ბუაო,...
ნოდარ დუმბაძე
საწყალი ბაბუა

ნოდარ დუმბაძე

ჩემი საწყალი ბაბუა
უწყინარია, კეთილი,...
გივი ჭიჭინაძე
უცნაური კითხვა

გივი ჭიჭინაძე

ერთი ფიქრი დღე და ღამე
არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024