kids.ge logo

ჩემი თბილის-ქალაქი

ფავორიტებში დამატება

სიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი,
მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი!
აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია,
ეს ქალაქი ისე მშვენირია!

სოლოლაკი, მთაწმინდა,-სხვა ადგილი არც მინდა,
თუნდ განთქმული ოქრო-ვერცხლის ბარაქით,
ვერა, ვაკის უბნები... ჩუმად ვესაუბრები,
რომ ერთია ჩემი თბილის-ქალაქი.

და სახოტბო ლექსებით ტკბილად ველერსები,
გულით, გულით-სიყვარულის ზვარაკით,
დიღომსა თუ დიდუბეს, -ეშხით გადაბინდულებს
ფერება ჩემი თბილის -ქალაქი.

ალბათ ფრენა სწადიათ, წლები ისე გადიან,
მოხატულნი ჩვენი ყრმობის ვარაყით.
აქ დღები მიდიან და სიცოცხლეს ფიქრიანს
გულში იკრავს ჩემი თბილის-ქალაქი.

სიყვარული გავუგეთ, გულის კარი გავუღეთ,
წავიკითხეთ სანუკვარი არაკი,
როგორც დედა მშობელი-გულის დამატკბობელი,
სე მიყვარს ჩემი თბილის ქალაქი!

ძველ უბანთა ხავერდებს უფალს გულით ვავაედრებ,
გახაროს მშობლიურმა ალაგმა!
სოლოლაკი, მთაწმინდა... სხვა საუნჯე არც მინდა,
დღეგრძელოს ჩემმა თბილის-ქალაქმა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ჩემი სოფელი
ლილისფერ მთათა გადაღმა
ელვარებს როგორც ალმასი,...
ბალი, ბავშვები და ჩიტები
მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ...
ფერებმა ფესტივალი გამართეს
ერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,-
დაუღალავებმა და მშვენიერებმა....
წვიმა
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,...
ხიდი
ესეც საქმე დიდი!
გავაკეთოთ ხიდი!...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „ჩემი თბილის-ქალაქი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი თბილის-ქალაქი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახსოვდეთ ბებიების ნათქვამი

ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

მუხრან მაჭავარიანი
ენა ქართული

მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!...
ილია ჭავჭავაძე
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, ...
ხათუნა გულიაშვილი
პატარა ქართველები

ხათუნა გულიაშვილი

ჩვენ პატარა საქართელოს
მომავლიდან მოვდივართ....
ლუარა ჭანტურია
პატარა გმირი

ლუარა ჭანტურია

ერთი პატარა გმირი ვარ,
ჯერ თოფის სროლა არ ვიცი,...
აკაკი წერეთელი
გორი

აკაკი წერეთელი

გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024