kids.ge logo

ჩემი საქართველო

ფავორიტებში დამატება

მიყვარს ჩემი საქართველო,
მისი ზღვა და ხმელეთი,
კლდიდან მჩქეფი ჩანჩქერები
და უფსკრულთა ბნელეთი.
მთები, ცამდე აზიდული,
ჯიხვი, კლდეზე მხტომელი.
სხვა ასეთი კოხტა მხარე
რომელია, რომელი?
მოჩუხჩუხე ნაკადული,
ა - ციფერთვალება,
სიფრიფანა ყაყაჩოთა
წიტლად აელვარება.
მიყვარს ჩემი საქართველო
აჭრელებულ ველებით,
რა მხატვარმა შეარჩი
ნეტავ, ასე ფერები?
რა ხელებით, ვინ აგო
სვეტიცხოვლის ტაძარი?
ვინ გახადა საქართველო
ეგრე ედემ-ბაღნარი?
საქართველოს უკვდავება
გელათი თუ ვარძი
და უდრეკი ქარტლის დედა,
აკვანი რომ არწია.
გორგასალამ ხმლით დაიცვა
და დავითმა აშენა,
მოაღწია ჩვენამდე და
კიდევ უფრო დამშვენდა.
მიყვარს ნანა მეგრელ დედის:
„ნანა სკუა, დირულე,
გოლუფირო, გაჩენდ ვარა,
გალე ტურა მირულე“.
გურულების კრიმანჭული
და სვანების გალობა,
სიყვარული სიცოცხლისა
რის შენი წყალობა.
მე სად შევძლებ, რომ შეგაქო
საკადრისად, მხარეო.
შენს მომავალს, შენს აწყმოს და
წარსულს ვენაცვალეო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა კაკაჩიას სხვა ლექსები:

ენძელები
თუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი
კვლავ თეთრ საბნად აფარია,...
ონავრები
ჩირი ჩუმად ჩამოიღეს
ჩიორამ და ჩოდრიამ,...
თოვლის ბაბუა
-კარზე ვიღაც აკაკუნებს,
აბა, ნახე ცირა....
ოხერი ფისო
ფისუნია, ფისო
სახურავზე ზისო, ...
*** (რა ლამაზია პეპელა)
რა ლამაზია პეპელა,
ნეტავ, ასე რად ხდებაო?...
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა კაკაჩიას ლექსი „ჩემი საქართველო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი საქართველო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ მათ რომ გახდნენ დამოუკიდებლები

ბავშვმა სკოლამდელ ასაკშივე უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად მოქმედება. სახლში თქვენ შეგიძლიათ მას მოსწმინდოთ პირი, დააბანინოთ ხელები ჭამის ან თამაშის შემდეგ. თუმცა, ბავშვი ამგვარად განებივრებული ვერ იქნება სკოლაში. მაშასადამე, აუცილებელია ასწავლოთ ზოგიერთი რამ და მოამზადოთ სკოლაში წასვლამდე. ამ პატარა ნიუანსების სწავლება განაპირობებს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, რაც ბავშვს ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

ლადო ასათიანი
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ლადო ასათიანი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, ...
ირაკლი აბაშიძე
პატარას

ირაკლი აბაშიძე

აი, ეს მიწა, ბუნება,
ეს მოქარგული მთა-ბარი,...
ლადო ასათიანი
საქართველოში

ლადო ასათიანი

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ...
ლუარა ჭანტურია
პატარა გმირი

ლუარა ჭანტურია

ერთი პატარა გმირი ვარ,
ჯერ თოფის სროლა არ ვიცი,...
დუტუ მეგრელი
სამშობლოს

დუტუ მეგრელი

მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,
უნდა მოგშორდე, ეს არი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024