kids.ge logo

საქართველოში

ფავორიტებში დამატება
სა−ქართ−ვე−ლო−ში ი−ბა−დე−ბოდ−ნენ
და შემ−დეგ მუ−დამ წუხდ−ნენ ა−მა−ზე:
ეჰ... წუ−თით მა−ინც დაბ−რუნ−დე−ბო−დეს
ჩვე−ნი ბავშ−ვო−ბა და სილა−მა−ზე.

თავს არ მო−იკ−ლავს ქართ−ვე−ლი, ა−რა,
ის შე−იძ−ლე−ბა, ბრძო−ლა−ში მოკვ−დეს
ერ−თი ი−მე−დით: სი−ცო−ცხლე მა−რად
გაგრ−ძელ−დეს ქვეყ−ნად და გან−მე−ორ−დეს.

სა−ქართ−ვე−ლო−ში რო−ცა კვდე−ბოდ−ნენ,
უფ−რო და უფ−რო წუხდ−ნენ ა−მა−ზე:
ეჰ, წუ−თით მა−ინც დაბ−რუნ−დე−ბო−დეს
ჩვე−ნი ბავშ−ვო−ბა და სილა−მა−ზე!

ჩვენ ვაჟ−კა−ცო−ბა ძველ−თა−გან მოგვ−დევს,
ყვე−ლამ გა−ი−გოს, ყვე−ლამ ი−ცო−დეს!
ჩვენ, შე−იძ−ლე−ბა, ბრძო−ლა−ში მოვკვ−დეთ,
მაგ−რამ არც მა−შინ ვტო−ვებთ სი−ცო−ცხლეს.

რად−გან სი−ცო−ცხლე ა−სე ნა−ვარ−დობს,
სიკვ−დი−ლის ყვე−ლა კა−რი და−რაზეთ
და იმ ბედ−ნი−ერ დღეს გა−უ−მარ−ჯოს,
რო−ცა ჩვენ გავჩნ−დით ამ ქვე−ყა−ნა−ზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026