kids.ge logo

ბედისადმი

ფავორიტებში დამატება
ჰე, ბედო, რა ხარ?
შენი ხატი ვინ სახოს,
ყოვლ ფერობათა მონაო?
ხელ-მწიფედ მზა ხარ,
მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს
შენი სიმართლით მგონაო!
ნაზდი ხმა ხარ;
ვინც[ა] რამე გიზრახოს,
მართ არ გაგყვების ხსოვნაო!
ხან ტკბილ[ი] ძმა ხარ:
ვინმც[ა] ესრეთ გიძახოს,
მათ ცრემლთა ექმნას ფონაო!

ჰგავს სოფლის პირსა,
ბედო დაუდგრომელო,
სიმტკიცე შენგან ქმნილისა!
ვინ გეტრფის, ტირსა,
ქცევა განუზომელო,
ნატვრა აქვს მას სიკვდილისა!
ხან ქვე შლი ძირსა,
სიმაღლისა მდგომელო,
გაქვს სიცრუე სირბილისა!
ხან დიდ ჰყოფ მცირსა,
რყევა დაუშრომელო,
ხარ სიმართლისა კონაო!

ცხო ხარ შობით,
უღმრთოდ დანაბადეო;
ვით გენდო, ბედო, უბედო!
მე შენის მკობით,
საბრხე გამიბადეო,
და შევიქმენ უმედო.
სურვით და ძმობით
ბევრჯერ რა მიქადიო.
სირცხვილოდ გარდახედო!
სრულ პატრონ-ყმობით
ერთად გამოგვცადეო,
ვინ ვართ მოყმე და მხნონაო!

აწ გიცანთ, გველო,
სამოთხით განმაძეო,
შავბედო არსად არაო!
ქვეყნის შემძვრელო,
ეშმათა მობაძეო,
ხან ბნელო, ხან სადარაო!
დუმალ მჭრელო,
სიდრკუის მამა-ძეო,
დამდგომო უქმად არაო!
გულებთ შემკვრელო,
გამყრელო, მომაძეო,
მლიქვნელო და ღადარაო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ბესიკის სხვა ლექსები:

იადონს ის ევარდა
იადონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა. ...
მარად შენ მიმაჩნდე
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ...
ბულბულის შურსა
ბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი,
მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ...
ასპინძის ომზედ
ასპინძის მიწა გიწამებს, -
ურგებ არს ჩემგან თქმულები! ...
ბაიათი
აწ, ვიწყო ბაიათი,
რტოს გძღვნიდე ბაიათი! ...
„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ბესიკის ლექსი „ბედისადმი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ბედისადმი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, რომ გაიზიაროს თავისი ნივთები

ასწავლეთ ბავშვს, რომ გაიზიაროს თავისი სათამაშოები, წიგნები და სხვა ნივთები სხვებთან.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„თეთრი დათვი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

დავით მაჩაბელი
პირველი მაისი

დავით მაჩაბელი

ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!...
მაია მიქაია
ერთგულება

მაია მიქაია

ზღარბუნიას, შემოდგომის
გრილი წვიმით ნასველებს,...
ვასილ გულეური
საზიარო ნაკვეთი

ვასილ გულეური

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,...
მანანა ტონია
წყალი არ ყველა წყალია

მანანა ტონია

გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,...
მანანა ტონია
ბაკურიანი

მანანა ტონია

მიქრის ტყეში კუკუშკა,
ძლიერ ხმაურიანი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები

ლუარა ჭანტურია
ბარტყი

ლუარა ჭანტურია

ბარტყი ჭყივის ბუდეში
ელოდება დედას,...
ლუარა ჭანტურია
მერცხალი

ლუარა ჭანტურია

სულ ჩემს თვალწინ გაიზარდე,
ამ ჩვენს სახლში გქონდა ბინა,...
ანზორ აბულაშვილი
მზის ჩასვლის მერე

ანზორ აბულაშვილი

გომბორს იქით ჩავიდა მზე,
ბრიალებდა ყვარელი,...
ელიზბარ გაბუნია
მურიკელა

ელიზბარ გაბუნია

თქვენ გგონიათ შემეშინდა
და ამიტომ დავიმალე?...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ვაჟა–ფშაველა
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

ვაჟა–ფშაველა

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს იასა,...
მანანა ტონია
კატისა და თაგვთა შერიგება

მანანა ტონია

თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
მანანა ტონია
ბელი და სანდლები

მანანა ტონია

ჰა მეზღაპრეც გამოჩნდა,
ჩიტიც უსმენს ბუდიდან,...
გალაკტიონ ტაბიძე
ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,...
გალაკტიონ ტაბიძე
ეს მშობლიური ქარია

გალაკტიონ ტაბიძე

I
...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025