kids.ge logo

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

ფავორიტებში დამატება
ცი−სა ფერს, ლურჯ−სა ფერს,
პირ−ვე−ლად ქმნილ−სა ფერს
და არ ამ ქვეყ−ნი−ერს,
სიყრ−მიდ−გან ვეტრ−ფო−დი.

და ახ−ლაც, როს სისხ−ლი
მაქვს გა−ცი−ე−ბუ−ლი,
ვფი−ცავ მე — არ ვეტრ−ფო
არ ო−დეს ფერ−სა სხვას.

თვა−ლებ−ში მშვე−ნი−ერს
ვეტრ−ფი მე ცი−სა ფერს;
მოს−რუ−ლი ი−გი ცით
გა−მოკრ−თის სი−ა−მით.

ფიქ−რი მე სა−ნატ−რი
მი−მიწ−ვევს ცი−სა ქედს,
რომ ეშ−ხით დამდ−ნა−რი
შე−ვერ−თო ლურჯ−სა ფერს.

მოვკვ−დე−ბი — ვერ ვნა−ხავ
ცრემლ−სა მე მშობ−ლი−ურს, —
მის ნაცვ−ლად ცა ლურ−ჯი
და−მაფრქ−ვევს ცვარს ცი−ურს!

სა−მა−რეს ჩემ−სა, როს
გარს ნის−ლი მო−ეც−ვას —
ი−გიცა შეს−წი−როს
ცი−აგ−მან ლურჯ−სა ცას!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ...ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სმძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა ძრწოდე, კავკასო! ახლო არს ...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026