kids.ge logo

თოვლის მელა

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,
გადაფარა ირგვლივ
მიწა, ხე თუ ჩირგვი.
ნაცარა და ყურგრძელი,
სად ბრძანდება კურდღელი?
„კურდღელმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო“,
გავიხედ-გამოვიხედე,
მელა მოდის სერზედაო,
ფეხაკრეფით მობიჯებს
დაგეშილი ჩემზედაო,
თქვენც ხომ იცით, მუხა რომ დგას
ჩემი ჩირგვის გვერდზედაო?
ზედ ფუღურო დაგინახავთ,
სწორედ მუხის ღერზედაო?
ციყვს შევძახე, ჩემს მეგობარს:
-დატრიალდი ცერზედაო,
ხედავ? მელა მოსუნსულებს,
გამწყრალია ბევრზედაო...
ახლა ალბათ ჯავრი უნდა
რომ იყაროს ჩვენზედაო...
ციყვი-ჩემი მეგობარი
წამოვარდა ზეზედაო:
-შენ ნუ დარდობ, გადავხტები
იმ დათოვლილ ვერხვზედაო,
მელამ არაფერი იცის
ამ ახალ ოინზედაო...
ციყვმა თოვლი ჩამობერტყა
ხიდან მოჰქუხს ველზედაო,
ჩანჩქერივით ჩამოეშვა,
მოგრილებს ზედ-ზედაო,
მელა თოვლში გაეხვია,
ვეღარ გახტა გვერდზედაო,
ვერც წინ მიდის, ვეღარც უკან,
დარჩა ასე ფეხზედაო,
სანამ ეგ თოვლს შებერტყავს,
მე გავირბენ სერზედაო,
-თოვლი ნამქერად ჩამოდის
მელიას სახელზედაო!
ზემოთ ჩემი მეგობარი
მოხტის ხიდან ხეზედაო,
თოვლის მელას უდარდელად
ჩავურბინეთ ეს ესაო,
უკვირს მსუნაგს: ეს რა მიქნეს?
სა რა გამიბედესაო?
მე და ციყვი ვიფხრიწებით
მის ასეთ ნათქვამზედაო,
მალე მთელი ტყე იცინებს
მელიას ამბავზედაო:
-ესეც ჩვენი თოვლის მელა!
არ მოსულა ფერზედაო?!
ჩვენი ძმობილი კურდღელი
არ დაგადგეს ყელზედაო!
ნუ იქნები, მელაკუდავ,
წუწკი შემდეგ ჯერზედაო,
ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებ,
ჯავრს კი ვიყრით შენზედაო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნესტან კუპრავას სხვა ლექსები:

ბაბუს ჯოხი
ფეხი ძლიერ სტკივაო,-
დარდობს გოგო ღაბუა,...
ეს გოგონა ვისია?
ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?...
ირმები მთიდან ბარში ჩადიან
ეს ზამთარი მეთოვლია
იცით, ზოგჯერ როგორია? ...
მე ვარ შენი მეგობარი
ფიფქი ცვივა!
ფიფქი ცვივა,...
ბებოც სანტაა?!
ანიტას კოხტა თოჯინა,
ნიკას მანქანა პულტით, ...
„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნესტან კუპრავას ლექსი „თოვლის მელა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თოვლის მელა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ საკვებზე ჩხუბს

ჯანმრთელმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის რამდენი ჭამოს. თუ ის უარს იტყვის საჭმლის დასრულებაზე, არ დააძალოთ ულუფის დამთავრება. ბავშვი არ მისცემს თავს უფლებას, იშიმშილოს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ზამთარზე

გივი ძნელაძე
ზამთრის დილა

გივი ძნელაძე

ე, ბიჭო, თოვლი მოსულა,
გარეთ გამოდი, გელაო;...
გივი ჭიჭინაძე
უცნაური ორთქმავალი

გივი ჭიჭინაძე

საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი...
მაია კარსელი
ჩვენი ციგა

მაია კარსელი

ციგაობა თუკი გინდა,
ჩავსრიალდეთ თოვლში მთიდან...
მაია კარსელი
ციცინო

მაია კარსელი

სასეირნოდ გაუშვა
თოვლში ბებომ ციცინო:...
ჯანსუღ ჩარკვიანი
საახალწლო სიმღერა

ჯანსუღ ჩარკვიანი

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024