kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება


ეს ვინ არის? - ასო ა
ბა, გესმით მისი ხმა?

პერაში მივიდა,
დაღია პირი და

ახლა მღერის არიებს,
უკვე დასშიც გარიეს.

ბოლოს ამბობს ანდაზებს,
ხმას აწვრილებს, ანაზებს.


“- ერთი მეც შემომხედეთ!”
სცენაზეა ასო ე,

“- რომ იცეკვოს, როგორც მე,
შეუძლია სხვა ვინმეს?”

ჯიბრება სხვა ხმოვნებს,
სალმება თანხმოვნებს.

ცეკვავს ფეხის წვერებზე,
დატრიალდა ცერებზე.


გამოვიდა ასო ი,
მოიყვანა ორკესტრი.

ხელებს იქნევს ამაყად,
დირიჟორობს ამაღამ.



ბოლოს წინ აქვს ნომერი,
არტისტია მშრომელი.

ეს არის საოცრება,
ახდა მისი ოცნება:

დღეს სპექტაკლში მთავარ როლს
ვინ ასრულებს? - ასო ო!


ნერვილობს, მაგრამ დუმს,
უხმოდ იცდის ასო უ.

პირველობა განა სურს,
რა საქმე აქვს მასთან შურს?

მალე ღელვაც გაუქრა,
როალზე დაუკრა.

უ-მ კონცერტი დახურა,
ტაში დაიმსახურა.

ა ე ი ო უ

მთელ დარბაზში ტაში ქუხს,
ხარობს ა ე ი ო უ.

9 მარტი. 2023 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

სოფო გასიტაშვილის სხვა ლექსები:

კარგად უნდა ვისწავლო
დილით ადრე გაღვიძება
არ ყოფილა ადვილი,...
მერე რა თუ ცივა
ნაზი, თეთრი ფანტელი
ცეკვა-ცეკვით ცვივა,...
ჩხირკედელა
ჩხირკედელა შემარქვეს,
ყველა ასე მიწოდებს,...
ნუ ალაგებ ბებიკო
მერამდენედ მილაგებს
ბებო სათამაშოებს;...
იძულებით გმირი
სახლში თაგვის გამოჩენას
მოჰყვა აურზაური,...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული სოფო გასიტაშვილის ლექსი „ანბანი - ხმოვნების კონცერტი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ანბანი - ხმოვნების კონცერტი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ქართულ ენაზე

გიორგი ლეონიძე
დედა ენა

გიორგი ლეონიძე

წიგნი ჩვენი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,...
ლილი ნუცუბიძე
დედაენა

ლილი ნუცუბიძე

დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,...
შოთა ნიშნიანიძე
გოგებაშვილის „დედა ენა“

შოთა ნიშნიანიძე

- ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი....
გრიგოლ აბაშიძე
სიმღერა

გრიგოლ აბაშიძე

გვიყვარს, როგორც იავნანა,
როგორც ტკბილი ზღაპარი,...
მუხრან მაჭავარიანი
ენა ქართული

მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024