kids.ge logo

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ

(ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს)
ფავორიტებში დამატება

მე დაბრუნებას თითებზე ვითვლი
და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ,
ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ,
შენოდ მხოლოდ მარტოსულს ვგავარ!

მე უბით დამაქვს მიწა ქართული,
გამონასკვული, ნაქარგი ქისით,
შენობა რომ გულს სევდით მივსებს,
შევნატრი ჩემს ქოხს დახურულს ისლით!

ვნანობ, რომ წაველ და მიგატოვე,
თითქოს დავკარგე ძალა და რწმენა,
ჯობდა ღარიბი ვყოფილიყავი,
არ შემიპყრობდა უკვალო სევდა!

ვნატრობ წინაპრის ვაზებში ჩაწნულ,
ქარვისფერ მტევნის მარცვლების ციალს,
ქვევრში ჩაწურულ რქაწითელ ღვინის,
ზედაშეს წვეთით მორჩენილ ფიას!

ვნატრობ ფიჩხებით დანთებულ თონის
დედას პურების მოტეხილ ყუას,
თუხთუხებულ თათარას გემოს,
ტაბლაზე დადგმულ წყლით სავსე სურას!

ქართული მთების მიწის წიაღში,
წყაროს წყალს ვნატრობ პეშვით დავლიო,
ჩემი სამშობლოს საკურთხეველში,
ღმერთს ვთხოვ საკმევლის სუნით მაკმიოს!

მიტოვებული კერია მტანჯავს,
ჩემს გულის უფალს ვერა, ვერ ვატკბობ,
სამშობლო ჩემო გთხოვ, მაპატიო,
დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნანა სამხარაძის სხვა ლექსები:

ვარდმა თქვა
სურნელი მაქვს უკვდავების,
სილამაზე ველური,...
პატარამ თქვა ასეო
-მინდა, ყველა გაგათბოთ,
ჩემი თბილი ღიმილით,...
ია
სულ პაწაწინა, თანაც ნაზი,
მინდორ-ველზე მოსულა,...
მაშ ავენთოთ სანთელივით
განა მართლა დაიკარგა
ის ღვთიური სული?...
მიყვარს ჩემი მამა
დამიჯერეთ ყველამ,
არ ვარ მეტიჩარა,...
„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნანა სამხარაძის ლექსი „დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გქონდეთ გაწერილი რუტინები

ბავშვები თანამშრომლობენ სკოლაში, რადგან მათ იციან რასაც უნდა მოელოდნენ, ამბობს ბეთ კოენ-დორფმანი, ჩიკაგოს კონკორდია ევონდეილ კამპუსის სკოლამდელი აღზრდის კოორდინატორი. „ბავშვები ყოველდღიურად ასრულებენ ერთსა და იმავე პროგრამას, ასე რომ, ისინი სწრაფად სწავლობენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად მოქმედებენ“. შეუძლებელია სახლში ერთი და იგივე ტემპის შენარჩუნება, თუმცა, რაც უფრო თანმიმდევრულები იქნებით, მით მეტად ითანამშრომლებს ბავშვი თქვენთან, ამბობს კოენ-დორფმანი. ჩამოყალიბდით რამდენიმე გეგმაზე და მიყევით მათ: ყველა იცვამს ჭამის წინ. როდესაც სახლში შემოვდივართ, ვიბანთ ხელს. ძილის წინ არ ვკითხულობთ ზღაპრებს, სანამ პიჟამოს არ ჩავიცვამთ. საბოლოოდ, „სახლის წესები“ ბუნებრივი გახდება შვილებისთვის

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

მანანა ტონია
ტანძია

მანანა ტონია

მიყვარს ეს ედემ აღები,
ეს ჩემი ტკბილი ტანძია,...
ილია ჭავჭავაძე
გაზაფხული

ილია ჭავჭავაძე

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის, ...
გრიგოლ ორბელიანი
სადღეგრძელო

გრიგოლ ორბელიანი

თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;...
ლადო ასათიანი
საქართველოში

ლადო ასათიანი

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ...
იოსებ დავითაშვილი
არქეოლოგები

იოსებ დავითაშვილი

არქეოლოგნი გვეწვივნენ,
სწავლულნი უცხო მხრისაო;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024