kids.ge logo

აბა, გამოიცანი

ფავორიტებში დამატება

წუხელ კოღომ ჩემს ყურთან
რომ გაბა წული,
მართალი თუ ტყული?

ფისოს ხეზე ასვლაში
რომ არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ძროხამ პირი დაღო,
ჰო და, მორთო კაკანი,
ტყული თუ მართალი?

ხარი რომ გაბრაზდება,
მაშინ იცის ღმული,
მართალი თუ ტყული?

ვაშლის ხე ამოვიდა,
როს დავთესე ნათალი,
ტყული თუ მართალი?

დედა მომენატრაო,
ხბომ დაწყო ზმული,
მართალი თუ ტყული?

ძალზედ გემრილი
ბალი, მარწყვი, გარგარი,
ტყული თუ მართალი?

სისწრაფეში, იცოდეთ
კუს არა ჰყავს ბადალი,
ტყული თუ მართალი?

ზოგჯერ გამოქვაბულში
მოისმის წყლის შული,
მართალი თუ ტყული?

თევზი რომ დავიჭირე,
ხელში იწყო ფართხალი,
ტყული თუ მართალი?

ნამცხვრისათვის გვჭირდება
ხარისხიანი ფქვილი,
მართალი თუ ტყული?

ვადმყოფობისაგან
წყილი არის გამხდარი,
ტყული თუ მართალი?

მგლისთვის დალოცნი
ღმერთს, რატომღაც ყმული,
მართალი თუ ტყული?

ამბობენ, რომ ქათამი
ფრინველია ფრთამალი,
ტყული თუ მართალი?

დავალება რომ დავწერო
დამჭირდება მე ბარი,
ტყული თუ მართალი?

სანელებლებს ეკუთვნის
მიხაკ-დარიჩინ-ილი,
მართალი თუ ტყული?

საკრავებში ითვლება
დოლი, დარა და თარი,
ტყული თუ მართალი?

ჩავამწყვდიე ჭიქაში,
ბუზმა მორთო ბზული,
მართალი თუ ტყული?

ქართველს უნდა უყვარდეს
საქართველოს მთა-ბარი,
ტყული თუ მართალი?

გუშინ ბიჭი გავიცანი
და მას ერქვა ული,
მართალი თუ ტყული?

ლოდი ძლიერ რბილია,
ბამბა კიდევ მაგარი,
ტყული თუ მართალი?

გაკვეთილი იწყება
და გვეძახის ჩვენ ზარი,
ტყული თუ მართალი?

სკოლაში საჭირო
თოხი, ნაჯახი, ბარი,
ტყული თუ მართალი?

თივის შესაგროვებლად
დაგვჭირდება ფიწალი,
ტყული თუ მართალი?

ცხოველებში ჟირაფი
ყველაზეა მაღალი,
ტყული თუ მართალი?

ვერცხლის კოვზი უცებ ტყდება,
პლასტმასია მაგარი,
ტყული თუ მართალი?

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა კაკაჩიას სხვა ლექსები:

მზეო, გვესტუმრე
უჰ, რამდენი ხანია
წვიმს და არ გადაიღო,...
ენძელები
თუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი
კვლავ თეთრ საბნად აფარია,...
*** (ჩემი წკმუტუნა ბათურა)
ჩემი წკმუტუნა ბათურა,
კუდთეთრა, ტანად მუქია, ...
ლეგენდა ჭადრაკზე
იცით? ერთხელ, ერთმა მეფემ, ინდოეთის მბრძანებელმა,
თვის ქვეშერმდომთ, ვაზირების პირით ამცნო მისი ნება....
პატარა ვაჟკაცის ფიქრები
მიყვარს საქართველო ძლიერ,
მინდორ–ველებით, მთით,...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა კაკაჩიას ლექსი „აბა, გამოიცანი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „აბა, გამოიცანი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ენდეთ დედობრივ ინსტინქტს

არავინ იცნობს თქვენს შვილს თქვენზე უკეთ. მიჰყევით თქვენს ინსტინქტს, როდესაც საქმე ეხება მის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია, დიდი შანსია, რომ თქვენ მართალი იყოთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...
ნიკოლოზ ბარათაშვილი
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით....

უფრო მცირე ზომის ლექსები

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები

ანა კალანდაძე
ყაყაჩოსა სიწითლითა

ანა კალანდაძე

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია......
ელიზბარ გაბუნია
ირინა და ხბო

ელიზბარ გაბუნია

- დედი, დედი! იცი, რა?-
მე ბოჩოლამ მირქინა!...
მორის ფოცხიშვილი
იძინებენ გვირილები

მორის ფოცხიშვილი

ძილი ნების! ძილი ნების!
ძილი გულის საყვარელს! -...
მორის ფოცხიშვილი
დღეგრძელობის წამალი

მორის ფოცხიშვილი

ვინც იხეხავს კბილებს დილით,
კერკეტ კაკალს გატეხს კბილით....
ლუარა ჭანტურია
ღორი

ლუარა ჭანტურია

დილით ადრე დედა ღორი
გზას გაუდგა ტყისაკენ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024