kids.ge logo

რჩეულები

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მისი რჩეული ანდაზების სია. თუ უკვე გაქვთ გახსნილი ანგარიში, თქვენი რჩეული ლექსების სიის სანახავად შედის სისტემაში.

თუ ჯერ არ გაქვთ ანგარიში გახსნილი, გაიარეთ რეგისტრაცია.

ახალი თეგები

Loading...

ყველა დამატებული თეგი გადაიხედება ადმინისტრაციის მიერ და მხოლო მას შემდეგ აისახება საიტზე, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ის ნამდვილად კავშირშია ამ ანდაზასთან და არ არის სპამი. თეგების დამატებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ჩვეს კონფიდენციალურობის პოლისს.

ანდაზების ძიება

ანდაზის მოსაძებნად, შეიყვანეთ საძებო სიტყვა ან ფრაზა და დააჭირეთ ძიებას

ძიების შედეგები

ფავორიტებში დამატებაავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა.
ფავორიტებში დამატებაბრძენი სიტყვა ითქვა და - ბრძენო ყურო, სადა ხარო.
ფავორიტებში დამატებაგაუსინჯავსა სიტყვასა, ტურის ჩხავილი სჯობიაო.
ფავორიტებში დამატებაგულმა გულს სიტყვა უთხრა და ენამ ორივე გასცაო.
ფავორიტებში დამატებადღევანდელი სიტყვა - ხვალის ხიდიაო.
ფავორიტებში დამატებაენა რას არ იტყვის, ენას ძვალი არა აქვს, სიტყვას -
ფავორიტებში დამატებაზედმეტი სიტყვა კაცს თავსა სტკენს და მეტი ჭამა - კუ
ფავორიტებში დამატებათავი მოკვდეს, სიტყვა დარჩებაო.
ფავორიტებში დამატებათოკი გრძელია კარგი, სიტყვა კი - მოკლეო.
ფავორიტებში დამატებათორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გა
ფავორიტებში დამატებაიმისთანა სიტყვა თქვი, რომ ნათქვამმა არ გაგაწითლოსო
ფავორიტებში დამატებაისარი და პირის სიტყვა, გატყორცნილი არ ბრუნდება.
ფავორიტებში დამატებაკაცს ცუდი სიტყვა კლავს, განა ხმალიო.
ფავორიტებში დამატებამადლიანი სიტყვა მადლიან საქმეს არაფრით ჩამოუვარდებ
ფავორიტებში დამატებამეტი სიტყვა თავს ატკენს, მეტი ჭამა - კუჭსაო.
ფავორიტებში დამატებამოწყალე კაცის გონება, სიტყვას შეისმენს მალეო.
ფავორიტებში დამატებაომს ტყვია კი არა, ჭკუა-გონება და სიტყვა იგებსო.
ფავორიტებში დამატებაოჯახის უფროსის სიტყვას ემორჩილებიან და ანგარიშს უწ
ფავორიტებში დამატებაპატარა სიტყვა ლაპარაკში გაიზრდებაო.
ფავორიტებში დამატებაპირველად იყო სიტყვა და, სიტყვა იგი, - იყო ღმერთი.
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

რა არის ანდაზა?

ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება. ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.

მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.

წყარო: ვიკიპედია

Kids.ge-ს რჩევები

ნუ მოუთმენთ შვილს უპატივცემულობას

არასოდეს მისცეთ მას უფლება იყოს უხეში ან მოგაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ ან სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უთხარით, რომ მას ასეთ საქციელს არ მოუთმენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024