მოთხრობები   ›   ვაჟა–ფშაველა   ›   წისქვილი

წისქვილი

ფავორიტებში დამატება

ყო დრო, რომ დედამიწის ზურგზე წისქვილი არსად იყო. ხალხი ფილთაქვას ხმარობდა წისქვილის მაგირად. დიდს ტანჯვაში იყო ჩავარდნილი ქვეყანა. გამოჩნდა ერთი ღვთისნირი, ჭკვინი, ოსტატი კაცი, თედე, რომელმაც წისქვილი მოგონა. ბევრი იფიქრა თედემ წისქვილის გამართვაზე და არც ამაოდ ჩარა ამ ფიქრმა. თედემ კარგად იცოდა, რომ უწყლოდ წისქვილი არ გამართებოდა. ამიტომ აირჩია მდინარის ახლო ადგილი და ჩადგა წისქვილი. წისქვილის რუ კარგა შორიდამ მოიყვანა, რუს ფშები მომატა, წამოვიდა საკმაო წყალი და დაბრუნდა წისქვილი. დაწყო რუხრუხი, ისეთი ვავაგლახი ასტეხა ბორბალმა და წისქვილის ქვებმა, რომ ყველა შეიძრა და შეძრწუნდა, რაც კი რამ წისქვილის ახლომახლო იყო: დაბლა დედამიწა, გარშემო კედლები, მაღლა ჭერი, ჭერს ზევით ბანი, ბანს ზევით ტირიფები. დაწყო ბორბალმა დორბლების, ქაფის აქეთ-იქით სროლა, წისქვილის ქვებიც დატოკდენ, სარეკელაც მოჰყვა რაკრაკს, თამაშობდა, ბუქნაში ამოდიდა კოხტად, მოხდენილად, სწორედ ქორწილია წისქვილში: დაფი, ბუკი და ნაღარაც არის, ნეფე-დედოფალიც - ნეფე-დედოფალი წისქვილის ქვებია, ერთმანეთს რომ ეფშვნიტ-ექლიშებიან. მოვიდა საფქვავი: პური, სიმინდი, ფეტვი და სხვა და სხვა…

მეწისქვილე თავგადაგლეჯილი ტრილებს. გაბეზრებულს წისქვილს გადაუბნევია იმისთვისაც თავ-პირზე ფქვილი, აღარც ცხვირი ეტყობა საბრალოს, აღარც წვერი და აღარც თვალები. უდროვოდ ჩამობერებია საცოდავი წისქვილს და ჩაუცმევია მისთვის ტანზე სუდარა. მოდის სოფლიდამ დამწკრივებული ურმები.

- ღმერთმა უშველოს თედესა, - ისმის ხმა სოფლელთა: - ღმერთმა ცოლ-შვილი უცოცხლოს, დაიხსნას ყოველ ბოროტისაგან. საქაოს ბედნირად აცოცხლოს და საქიოს სულით აცხონოს. ჩადგა ქვეყნის მადლში, ღმერთმა სოფელზე დათესილი სიკეთე ერთი-ათად მიუწიოს.

სოფელს დიდხანს არ ეჯერებოდა, თუ თედე წისქვილს მოგონებდა, წისქვილს, რომელიც ოცდაათს, ორმოცს კოდს დაჰფქვავდა დღე-ღამეში. სოფლელნი დასცინოდენ, უშლიდენ თედეს, ეშმაკის საქმეს თავი დანებეო, ეუბნებოდენ. თედემ მაინც არ დაშალა, პიროფლინი მუშაობდა: იქნევდა ქარჩსა და ცულს, სთხრიდა და სთლიდა, ქვეყნის საბარს ყურს არ უგდებდა. იმიტომ გამარჯვა კიდეც: გამართა წისქვილი თავის სასახელოდ, მოსაგონებლად და ქვეყნის სახეროდ. როდესაც წისქვილი გამართა, მთელის სოფლის დიდმა და პატარამ წისქვილთან მოყარა თავი-თავს. ძაღლები, კატები და ქათმებიც კი მოდიდათ წისქვილის სანახავად. ზოგი საღორეში ძვრებოდა და ბორბალსა სინჯავდა, სხვა - სარეკელას, ხვიმურს, ალატს და წისქვილის ქვებს. წისქვილმა იმდენად გააკვირვა ყველანი, რომ კარებსაც კი, რომელიც მუხის კუნძისაგან მდაბიოდ იყო გათლილი, და შეშით დახურულს ჭერს განცვიფრებულნი სინჯავდენ: იმათშიაც უნდოდათ საცხოვო და საკვირველი რამ ეპოვნათ. თითონ თედე ყველაზე მეტად უკვირდათ. ყველა იმის მიხვრა-მოხვრას ადევნებდა თვალს. უსინჯავდენ ხელებს, ეგონათ, სხვა კაცზე მეტი თითები ექნებაო. მაგრამ თედე გარეგნობით ისეთივე კაცი იყო, როგორც სხვა ათი ათასია. მხოლოდ იმითი გაირჩედა თედე სხვებისაგან, რომ ჭკვინი, ოსტატი კაცი იყო: ქება-დიდებასა და სახელს არ დაგიდევდათ.

- მე სინიდისით ვიყო დასვენებულიო, - იტყოდა ხოლმე თედე, - ამაზე მეტი ქება და სახელი არ მინდა. სახელი როგორ გაბედნირებს კაცს, თუ სინიდისი აწუხებს. როდესაც სინიდისიანია კაცი, დასვენებული, ბედნირიც მაშინ არის.

როდესაც თედე წისქვილს აკეთებდა, მაშინ ხალხი თედეს ეჩხუბებოდა: ნუ ჩხერკედელაბო, და ეხლა კი ერთმანეთში მოსდიდათ ჩხუბი, არა, მე უნდა დავფქვა წინად, არა, მეო. მეწისქვილესაც აწუხებდენ. რომ ეს ჩხუბი და დავიდარაბა არა ყოფილიყო მუდამ, თედემ წესი დაუდვა.

- ვინც პირველად მოტანოს წისქვილში საფქვავი, - უთხრა მან თავის მეწისქვილეს, - პირველად იმას დაუფქვიო (მას შემდეგ შემოღეს ანდაზა: „წისქვილი ჯერით არისო“). ვინც კიდევ ნედლს საფქვავს მოტანს, იმას სრული ური უთხარი, ნუ დაუფქვავ, რადგან წისქვილის ქვები ფუჭდება, ერთგულის პატრონის გამხმარი საფქვავიც გვინობს და ვეღარ იფქვის ხერინადაო. - იცოდე, გახსოვდესო, - განუმეორა თედემ: - იმისთანა კაცის მინდი ნუ გინდაო.

მეწისქვილემ მართლაც ბევრი ურემი გააბრუნა უკან. ეს წესი და კანონი დაუდვა წისქვილში და წისქვილს ამით მუშტარი არ დაჰკლებია, მუდამ ტრილებდა და ხრილებდა. ჰფქვავდა და გადმოჰყრიდა ფქვილად ქცეულს საფქვავს, არავის არ ამადლებდა თავს, ჰფქვავდა ხმამოღებლად, მხოლოდ როცა გადმოებნედა ალატში ფქვილი, მაშინ თითქოს ამბობდა: „აჰათ, წაღეთ, საწყლებო, დაძეხით, მე თქვენი არც სახელი მინდა, არც ქება-დიდება. მე ის მინდა, რომ თქვენ რითიმე გარგოთ, გამოგადგეთ, ჩემი თავი თქვენის ჭირის სანაცვლო იყოსო“.
ავსული და ავგული კაცი არსად და არასდროს არ დალევა. ერთმა თედეს მოშურნე კაცმა ორი ურემი პური დაფქვა თედეს წისქვილში. ამ ბოროტს კაცს თედესთვის ჰშურდა სახელი და სარგებლობა. ამიტომ იმ წყეულმა კაცმა, არამც თუ თედესი, მთელის ქვეყნის დაღუპვაც მოინდომა. მიტანა ერთხელ ჩუმად კენჭებით სავსე გუდა და ჩააბნია შიგ ხვიმურში. მარცვლების მაგირად კრიჭაში დაწყო კენჭებმა ჩამოდენა. დიდს გაჭირვებაში ჩავარდა წისქვილი. ქვები მკვიდრად, მაგრად, თავისებურად ტრილებდენ და, როგორც იყო, დიდის წვა-დაგვით აბურნუთებდენ კენჭებს. გაჭირდა, სუსტდებოდა, ჭირის ოფლს ასხამდა, ხვნეშოდა და კვნესოდა წისქვილი. ის-ის იყო, უნდა დამდგარიყო, რომ ამ დროს მეწისქვილეს გამოეღვიძა. ნახა ალატი და შენიშნა, ფქვილის მაგივრად მიწა იყო, კრიჭაში კენჭები ჩამოდის. დიდად შეწუხდა, დაწყო ჩივილი ყველასთან, ვინც კი შეჰხვდებოდა… ხალხი უფრო ღელავდა. დამნაშავე თითონ ხალხმა იპოვნა და დაჭერილი წისქვილის კარებზე მოიყვანეს. ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, თავ-პირზე სისხლი ჩამოსდიდა ამ უნამუსო კაცს, კბილები დაეკრიჭა, ტუჩები დაჰბოშებოდა ისე, რომ კბილები უჩანდა… გაბრაზებულმა ხალხმა ქვეყნის მტერი წარუდგინა თედეს.

- გაუშვით, თავი დანებეთო, - ეუბნებოდა ხალხს თედე და თან წვერს ივარცხნიდა, - გაუშვით, შვილო, ათასიც რომ სცემოთ და თავ-პირი ამტვრიოთ, ავი კაცი ავკაცობას არ მოიშლის. მაგას თვით ზეცა დასჯის. ზეცამ თვით იცის სასჯელი უზნეთა და უნამუსოთა.

- ჩვენ ზეცას ვერ მოვუცდითო, - დრტვინავდა და ჰბორგავდა ხალხი: - ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა და მოგვცა სიმართლის სასწორი ხელში. არა, თედე, ჩვენ ღმერთს ვერ ველოდებით, ვერა. უნდა ჩვენის ხელით გადავახდევინოთ ამ უმსგავსს, ამ წყეულს კაცს. მოტანეთ აქ იმ კენჭების ფქვილი, ამ ავსულმა რომ წისქვილს დააყარა.

მოიტანეს მართლაც კენჭების ფქვილი და შეყარეს თვალებშივაზაკს. იმავე კენჭების ფქვილისა შეზილეს კვერი და აჭამეს. ზარმაცადა სჭამდა დამნაშავე მიწის კვერს, მართალია, მაგრამ ხალხი სტენდა პირში და ძალად აყლაპვინებდა. საბრალო სტიროდა და ჩიდა.

- მაპატიეთ, ხალხნოვო, - ჰყვიროდა ავაზაკი: - შევცდი, შევცდი და ნუ მტანჯავთ, მეყოფა ამდენი შერაცხყოფა. მე ერთის კაცის მტრობა მედვა გულში და არა მთელის სოფლისა.
- არა, - უპასუხებდა ხალხი, - ქვეყნის მტერს, ქვეყნის მოღალატეს ეგ შეჰშვენის.

მიდიოდა ხალხი რიგრიგით, ზოგი აფურთხებდა, სხვა თავში უფაჩუნებდა ავაზაკს.

თედე გულჩვილი, სათნონი კაცი იყო და ეხვეწებოდა ხალხს, თავი დანებეთ და ნუ აწვალებთ ავაზაკსაო. ხალხი არ ანებებდა კიდევ თავს თავის მტერს, მანამ თედემ არ უთხრა, რომ წისქვილს მოვშლი, თუ თავს არ დანებებთო. ხალხი შეშინდა და განათავისუფლა წისქვილის მტერი.

მძინარა თედეს ერთხელ ძილში მაჯლაჯუნა დააწვა. ბევრი ეწვალა, იხრილა საცოდავმა, ის ღამე ტანჯვით გაატარა. დილით, როცა გამოეღვიძა, ადგა და იფიქრა: ცოდვა რაღაც მქონიო. დაღონდა ფრიად, ცოდვის მოსანანებლად ბერად შედგომა განიზრახა. ერთს მიყრუბულს, უღრანს ადგილას იპოვნა გამოქვაბული კლდე და დასახლდა იქ. დღესა და ღამეს ლოცვაში, ღვთის ვედრებაში, მარხულობაში ატარებდა. მეწისქვილეს ანდერძი დაუგდო, რომ ნედლის საფქვავის მომტანისათვის წისქვილი არადროს არ დაეთმო… სოფელმა არ იცოდა თედეს ბინა და არც იმის ბერად წასვლა. სწუხდა ხალხი და ერთი მეორეს ჰკითხავდა თედეს ამბავს, მაგრამ ნამდვილი ვერავის შეეტყო.

თედემ სამი წელი დაჰყო ისე, რომ კაცის სახე არ დაუნახავს. ბედნირად ჰრაცხდა თედე თავის თავს. გამოქვაბულის გარეშემო, სადაც კი ან ქვა ეგდო, ან ხე, ან ერთი გამხმარი წბილა, ყველა უყვარდა თედეს და, როგორც შვილებს, თავს დასტრილებდა. გაზაფხულზე თითოლის ყვავილის გაშლა და ბალახის ამოსვლა ბალღივით ალაღებდა. არა მარტო ბალახებს იცნობდა თედე, თითოლი მწერი და ნადირი გაიცნო იმ არემარესი. სათითაოდ იცნობდა და მიგებებოდა ხოლმე ფუტკრებს, როგორც დედა შვილებს, როდესაც მოფრინდებოდენ, სხდებოდენ ყვავილებზე თაფლის საკრეფლად. პურისათვის დაღონება თედეს არ უნდოდა, რადგან ყოველ დილით გამოქვაბულის შესავალში ხავსიანს ლოდზე თითო ხმიდი დაუხვდებოდა ხოლმე ზედ წარწერით: „პატისანს, ღვთის მოშიშს, ქვეყნის ერთგულს კაცს თედეს მოწყალება ღვთისა არ დააკლდება“.

თავის წისქვილისა და სოფლის ამბავი აღარ ესმოდა თედეს და ეს აწუხებდა. არ იცოდა საწყალმა თედემ, რომ იმის წისქვილს და იმის სოფელს უბედურება დაადგა. ერთხელ სოფელში ქორწილი იყო; დიდის ლხინისა და მხირულების ხმა ისმოდა, სტვირისა და ნაღარის ხმა აყრუებდა იქარობას. ხალხი დაჯარებული ჯიხვებითა და ჯამებით სვამდა ღვინოს, იმღერიდა, მხირულობდა: ნეფე-დედოფალი მზესა და მთვარესავით ისხდენ ჯარის თავში, თავზე გვირგვინი ედგათ და თვალებითა სჭამდენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს მოტანა ერთმა ყველას შემაძრწუნებელი ამბავი.

- ქორწილი რომ ქორწილია, - დაძახა იმან, თან ცრემლები თვალებზე მოსდგომოდა და გული ყელში ებჯინებოდა: - კარგია მხირულება და არა კარგი მხირულების ჩაშლა, მაგრამ რა ვქნა. რომ არ გითხრათ და არ გაგაგებინოთ ყველასათვის სატირელი და საჯავრელი ამბავი: წისქვილი დადგა.

ხალხი ამ ამბავზე წამოშალა ფეხზე, თავზარი ეცა; ნეფე-დედოფალმა გვირგვინები თავის ხელით მოიგლიჯეს, გადაყარეს და დაშინეს თავში და პირში.
- მართლა დადგა წისქვილი? - ჰკითხავდა ერთი ამბის მომტანს.
- მართლა, მართლა, - უპასუხებდა იგი.
- მართალია წისქვილის დადგომა? - მორბოდა სხვა თავგადაგლეჯილი.
- მართალია, კაცო, მაშ განა გიჟი ვარ, მოგატყუოთ და ტყულად დაგაფეთინოთ ხალხი!
- მაშ დადგა, დადგა წისქვილი? - იძახოდა მესამე პირგანაცრებული, - იქნება ტყული იყოს! გულს როგორღაც არ ეჯერება.
- მაშ ვეღარ გავიგონებთ წისქვილის ხრიალ-გრიალს? აფსუს! აფსუს, წისქვილო! აფსუს თედეს ამაგო! - ამბობდა მეოთხე.
- რაღას გაგონებთ, ჩემო ძმაო, მე თითონ ჩემის თვალით ვნახე წისქვილი. შენი მტერი ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც წისქვილია. მკვდარსა ჰგავს საბრალო: დოლაბები შეჩერებულან, ბორბალი გაშტერებულა, სარეკელა თავდაკიდებული ცრემლსა ჰღვრის, ხვიმურს პირი დაღია მშიერ გლახასავით, თითქოს იხვეწება - მაჭამეთ პური, მოწყალება მოღეთო. წისქვილის სიბრალულით იქ ვეღარ დავსდეგ, - სთქვა ამბის მომტანმა და თან თვალებიდამ ცრემლი მოიწმინდა.

ხალხი რომ სწუხდა, საკვირველიც არ არის: წისქვილი ყველას ეკუთვნოდა. ხალხმა, ამ ამბის გამგონემ, მინება თავი ქორწილს და მიშურა წისქვილს. დედაკაცები, ბალღები, მოხუცებულნი, რომელთაც უჯოხოდ სირული აღარ შეეძლოთ, ტირილით მიდიდენ თავგადაგლეჯილნი წისქვილისაკენ. შეკრბა წისქვილთან ხალხი. დაწყეს სინჯვა: ზოგი საღორეში შეძვრა და დაწყეს ზიდვა ბორბლის ფრთებს, სხვა თითსა სჩრიდა წისქვილის ყელში. ზოგი თვით შენობას აბრალებდა წისქვილის დადგომას და ჭერს აყრა დაპირა. ერთმა ბოძს დააბრალა: „ეს ბოძი ულაგო ალაგასა სდგასო“, - იძახოდა, თუმცა კი ბოძისა არაფერი ბრალი არ იყო. სხვამ კარებს დააბრალა: „ამ კარებიდამ ქარი შედის, წისქვილი იმას დაყენებიო“. მესამემ ფუძე წამოყენა მიზეზად: „ამ ადგილას კაი ფუძე არ არის, წისქვილის დადგომა ეშმაკის მანქანება არისო“. მეოთხემ კუდიანს ბებერს დააბრალა: „იმ უკბილო ბებრის საფქვავი არ უნდა დაგეფქვათ, გრძნელია, ნავსია, წისქვილი იმას მოუნავსიაო“. მეხუთემ თედეს დააბრალა: „ალბათ თედემ ღმერთს შესცოდა, რომ გაიპარა, დამალა სადღაც და ღმერთმაც წისქვილი იმიტომ მოგვიშალაო“.

ნამდვილ მიზეზს წისქვილის დადგომისას ვერავინ მიმხვდარიყო, ნამდვილი მიზეზი კი წისქვილის დადგომისა ის იყო, რომ წისქვილს წყალი მოჰკლებოდა, ამას ვერავინ ჰხედავდა და ვერცავინა ჰგრძნობდა. მეწისქვილეს თავი დაქინდრა, ცეცხლს მოსჯდომოდა და აბოლებდა ჩიბუხს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
- ახ, ნეტა თედე მოიყვანაო, - იძახდენ სოფლელნი და თან გულს იმჯიღავდენ: - იმის მეტი წისქვილს ვერავინ უშველისო.
თედემაც იმ ხანებში სიზმარი ჰნახა: იმისი წისქვილი ჩამოშლილიყო, წისქვილის ქვები მოეპარათ, ბორბალი გალეწათ, ფრთები აქეთ-იქით დაესროლ-მოესროლათ, წისქვილის ბოძებზე ყვავები დამსხდარიყვნენ და საძაგლად ჩხაოდენ.

ეს ცუდი ნიშანიო, იფიქრა თედემ და გამოსწია წისქვილის სანახავად. სწორედ იმ დროს გამოჩნდა უღრანის ტყიდამ, როცა ხალხი, მეტად შეწუხებული და სასობამიხდილი, წისქვილს დასტიროდა. გამოჩნდა თედე ხშირის ტყიდამ თავდაკიდებული, დაფიქრებული. თოვლივით თეთრი წვერი მზესავით მონათებდა და გულმკერდს სრულიად უმალავდა. თედე ყავარჯენს მოიბჯენდა. ხალხმა მაშინვე იცნო თედე, საბრალო ხალხს ღამე გათენდა, მზე ამოვიდა.

- აგერ თედე, კაცო, აგერ ჩვენი თედე! ჰოი, შენს მოსვლას ვენაცვალე! - დაიგრილა ხალხმა და შემოეხვია გარს: ზოგი ხელებს უკოცნიდა, სხვა - ფეხებს და გაგლეჯილს ჩოხის კალთებს.
- რა არის, რა ამბავია? - იკითხა თედემ.
- წისქვილი დაგვიდგა, გენაცვალე, წისქვილი! - შეჰბღავლა ხალხმა.
- მე უთქვენოდ გავიგე, - სთქვა თედემ, - რომ წისქვილს უბედურება ადგა თავზედ, და კიდეც იმიტომ მოვედი.

თედემ გასინჯა წისქვილი და ისე მილერსა, როგორც თავისს პირმშო შვილს, ყოველი ნაწილი დაათვალირა სარეკელადამ მოყოლებული კრიჭამდე. ყველაფერი კარგად იყო, არაფერი არ გაფუჭებულიყო. შემდეგ ღარი დაათვალირა და სარუეს დაჰხედა. თედეს გაღიმა.

- ნუ გეშინიანთ, ძმანო, - უთხრა მან ხალხს, რომელიც თვალ-წარბში შესჩერებოდა: - წისქვილი ეხლავე, ემ წამშივე წინანდებურად დატრიალდება.
- აბა, შენ იცი, შენ გენაცვალეთ, თავს შემოგევლეთ! - შეჰყვირა გამხნევებულმა ხალხმა.

თედემ სათავისკენ გასწია და ჭალაში მიეფარა. ხალხს უთხრა, რომ წისქვილთან მოეცადათ. გასინჯა თედემ სარუე, ერთს ადგილს გაფუჭებულიყო, წყალს გადაჭამა სარუე და გადადიდა, თვით სათავეშიაც დაჰკლებოდა წყალს გვალვისაგან. თედემ წყალი მოუგდო, სარუე გადიდდა, აიმღვრა. ხალხი შესჩერებოდა წისქვილს და გაფაციცებით ელოდა წისქვილის დაბრუნებას. წყალი რომ მომატა, წისქვილი შეტოკდა ჯერ ნელ-ნელა. წისქვილის შეტოკებასთან ყველა იქ მყოფის გულიც შეტოკდა. წისქვილმა თანდათან მომატა და დაწყო გრილით ტრილი. გამოუთქმელმა სიხარულმა შეპყრო ხალხი. ნამდვილი მიზეზიც წისქვილის დადგომისა გაგეს.

- თურმე წყალი არ დაჰკლებია! - ეუბნებოდენ სოფლელნი ერთმანერთს, - და ჩვენ კი რა ვიცოდით.
თედოც მოვიდა და დაყენა ხალხი სარუეს პირზე.
- მიხვდით ხომ მიზეზს წისქვილის დადგომისას? - ჰკითხავდა თედე ხალხს.
- მივხვდით, შენი ჭირიმე, როგორ არ მივხვდით! - უპასუხებდა ხალხი, - წყალი ჰკლებია, წყალი!

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია