kids.ge logo

მატარებელზე კიდევ ერთხელ

ფავორიტებში დამატება

ბებიაჩემს სახლში საათი და ტელევიზორი არასოდეს ჰქონდა. იმიტომ არა, რომ ყიდვა არ შეეძლო, დროს თბილისის მატარებელი რომ ამევიდოდა „კახურზე“ მასე იგებდა, ამბავს კი-მეზობლებისაგან. ზაფხულობით, როცა მე და ჩემი უმცროსი და მასთან ვრჩებოდით, დილით ასე გვაღვიძებდა:

- ადექით ბებო, მატარებელი კიდეც ამევიდა თბილისიდან და იქით მიმავალი მგზავრებითაც გეივსო!
-კარგი რა ბებო, მერე რა რომ ამოვიდა, მე ხომ არ მამგზავრებ? დამაძინე ცოტა ხანს მეთქი,-ვეუბნებოდი უკმაყოფილებანარევი ხმით.
-რაის გამგზავრებაა ბებია, ჯერ არ ჩამოსულხართ,-აგრძელებდა პოლემიკას ბებო, საწოლზე წამოსკუპებული პატარა სოფო კი, ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფი, ტანსაცმელს იცვამდა, ფეხსაცმელს აუცილებლად- უკუღმა.
-ბებია, მასე არ ვარგა,-შეუბრუნებდა ფლოსტებს ბებია და წაღმა ძალად ჩამოაცვამდა ნერვულად გაჩაჩხულ ფეხებზე.
- არა, მასე არ მინდა, -იწყებოდა დიდი ომიანობა დიდედასა და შვილიშვილს შორის, რაც ხშირად მეზობლად მცხოვრები დეიდა ნანის აღშფოთებით მთავრდებოდა.
-დაანებე ქალო თავი, ეცვას უკუღმა, მოსწონს ალბათ მასე, რას გადაეკიდე?!
-რას ქვია ეცვას, ამას გავატანინებ თავისას?!- თავისმხრივ იდგა ჯიბრზე ბებია.
მოკლედ, ამბავი ბოლოს ზავით სრულდებოდა. სოფო ფლოსტების ნაცვლად თაკარა მზისთვის შეუფერებელ ბოტებში შეჰყოფდა ფეხებს და ასე თამაშობდა დაღამებამდე მეორე, მეზობელ სოფოსთან ერთად, რომელიც ასევე იყო ჯიუტი და კაპასი.
საღამოობით ბებიაჩემს სახლში იმდენი წყალი შემოჰქონდა ჭურჭლის ასავსებად, შემოსევის დროსაც კი რომ არ დასჭირდებოდა მიუვალ ციხესიმაგრეში გახიზნულ სოფელს.
დაახლოებით 10 საათისთვის (საათი არ გვქონდა მეთქი მოგახსენეთ, ამიტომ ზუსტი დრო არ ვიცი), როცა თბილისი-ოზურგეთის შემადგენლობა მიაკივლებდა „კახურის“ სადგურს, ჩვენი სახლის „პლოშადში“ (ასე ეძახდა ამ ადგილს ბებია) უზარმაზარი ცინკის ტაშტი, თბილი წყლით სავსე ბავშვებს ვერ იტევდა, არა მარტო ოჯახის-მეზობლებისაც. დიდი ბანაობისთვის ვემზადებოდით.
იყო ერთი ამბავი: მხიარულება, კისკისი, კივილი, ხარხარი. ბანაობის დასასრულს ბებიას ოთახი ივსებოდა თეთრპერანგა პატარა ანგელოზებით, რომლებიც მღეროდნენ და ცეკვავდნენ დიდედას უცნაური, განუმეორებელი აკომპანიმენტის თანხლებით. 
რიტუალი ჰგავდა სამყაროს დაბადების დღეს, როცა დედა მარიამი მასპინძლობს უფლის ანგელოზებს და შუაღამის გადასვლის შემდეგ უგალობს ლოცვას, ძილად მისასვლელს, ნეტართა სიმშვიდის მოსაგვრელად.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თქვით "მე შენ მიყვარხარ"

თქვით "მე შენ მიყვარხარ", როცა ამას გრძნობ, თუნდაც ეს 749-ედ გქონდეს ნათქვამი. შეუძლებელია გააფუჭოთ ბავშვი ძალიან ბევრი მგრძნობიარე სიტყვით და კოცნით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024