kids.ge logo

დაბრაწული პურები ხის ფუღუროდან

ფავორიტებში დამატება

ხის ფუღუროში გამომცხვარი პური ოდესმე დაგიგემოვნებიათ? -დარწმუნებული ვარ არა.

ეს ამბავი ერთ ზაფხულს მოხდა, როცა უბნის ბავშვები ჩვეულებისამებრ გასართობად შევიყარეთ.

თამაშის დასაწყებად, რა თქმა უნდა, იდეებია საჭირო, მათი მოფიქრება და შემდგომ სისრულეში მოყვანა.

- ომობანა ვითამაშოთ,-თქვა ვასკამ, მაგრამ მისი წინადადება, ჯგუფში გოგონების სიმრავლის გამო, იმთავითვე დაიწუნეს.

- დაჭერობანა?-გაბრწყინებული თვალებით ვთქვი მე, მაგრამ გამკიცხეს, შენ ყოველთვის სულელურ თამაშებს გვთავაზობო.

თამაშობათა ნუსხა თანდათან მიიწურა, უკანასკნელი მგელობანაც რომ ხმათა უმრავლესობით დავიწუნეთ, მხიარულთა გუნდი დაღონდა.

ონავრები თვალებს აცეცებდნენ და კენჭებს ისროდნენ ნაკადულში.

- ცომი ამოღუებულა, -უთხრა ძმას მაკომ, რომელიც იმ წუთს შეუერთდა მეგობრებს.

- მერე რა, ამოღუვდა და ამოღუვდეს, დაბრუნდება ბებო და ჩააკრავს თონეში.

- ჩვენ რომ გამოვაცხოთ? -დაეთათბირა მაკო ნიკოს.

- როგორ?-მიუბრუნდა ნიკო დას.

- როგორ და ასე: ვიღებთ ვარცლს, ცომი გადმოგვაქვს მაგიდაზე, ვყოფთ ნაჭრებად და ვაკრავთ თონეში.

- წავედით!-თქვა ნიკომ. და- ძმა ონავრების რაზმთან ერთად თონისაკენ დაიძრა.

ცხელოდა. ზაფხულის მზე ქვებს ლამის ადნობდა.

თონესთან მივედით, მაგრამ არ გინდა ცეცხლი გააჩაღო და მერე გახურებულ თონეში თავით ჩაეყუდო?

ვასკამ მიმოიხედა, მზერა უზარმაზარ წაბლზე შეაჩერა, რომელიც თონესთან არც ისე შორს იდგა და საამო ჩრდილს აყენებდა ეზოში.

- აი, თონე, -თქვა ბოლოს-გრილი თონე, არც დაიღლები და არც ცხვირ-პირი გაგერუჯება.

აი, იდეა, რომელიც მთელ გუნდს, ყველაზე უმცროსი სოფოს ჩათვლით ძალიან მოეწონა.

დიდ მაგიდაზე, რომელიც თონესთან სწორედ პურის ცომის გასაყვანად იდგა, უზარმაზარი ვარცლი დავამხეთ, იქიდან კი ერთიანი ძალით ცომის უზარმაზარი გუნდა გამოვაგორეთ. მცირე ხნის შემდეგ ერთიანად გაფქვილულებმა პურების სპეციალურ ბალიშებზე გაყვანა დავიწყეთ. ერთი, ორი, სამი, ვასკამ ნიკოს ფეხებში წაავლო ხელი და ფუღუროში თავდაღმა ჩაკიდა. ტყაპ! ტყუპ!- მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს-მეოთხე და მალე ფუღურო უზარმაზარ თონედ იქცა, რომელსაც მართალია ცეცხლი არ ეკიდა, მაგრამ მაინც ჰგავდა ჩვეულებრივ თონეს, ცამდე აწვდილი ტოტებისა და ფოთლების ალით.

პურები ერთი საათის შემდეგ მოგვაგონდა, ფქვილისგან ერთმანეთის გამოქანდაკებით რომ ვიჯერეთ გული.

ფუღუროში თავი ნიკომ შეჰყო, მერე ტომის ბელადივით მოგვიბრუნდა გვითხრა: არ გამოვიდა. ვერ დაიბრაწა, მაგრამ პირველი ნახელავის პირობაზე არა უშავს...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024