მოთხრობები   ›   აკაკი წერეთელი   ›   ყვითელი სანთელი

ყვითელი სანთელი

ფავორიტებში დამატება

მოდით, მოდით, მოდით, მოდით, მობ-ძან-დით, მობ-ძან-დით... მოდით, მოდით, მობ-ძან-დით!.. გაძახოდნენ პატარა ზარები და შიგა და შიგ დიდიც ჩარედა ხოლმე. საყდარში რომ ტევა აღარ იყო, გალავანში იდგნენ მლოცველები; საკურთხევლიდან თავი გამოყო მღვდელმა და ხელი დაუქნია დიკონს. „რატომ მერე ლანგარიც არ დაგიდგამს?“ - ჰკითხა ბრძანების ხმით.

- ნეტავ ის ერთი გაივსებოდეს და დავჯერდეთ! - მიგო დიკონმა.

- მაშ ტყულა მოვიწყვიტე წელი წირვა-ლოცვით? ხომ ხედავ, რომ მარტო ჩვენები არ არიან, მაზირებლები უცხობიც არიან, ცოდვა უნდათ მონანიონ, ამისთანა დროს მაგათი ადათია ჯიბის ძალის დატანება, როცა აქვსთ, არ დაზოგავენ... ჰა, წაღე, დადგი ეს ვერცხლის ლანგარიც.

დიკონმა აასრულა ბრძანება.

- სტარასტა! - მიუბრუნდა მნათეს მღვდელი, - ეს შენი საქმეა, შენ უნდა გეჭიროს თვალყური... აბა, რაღასი მომსახურე ხარ, თუ ეკლესიის შესაძენზედაც არ იფიქრებ? ვერა ხედავ, ამდენი სანთლები ოხრდება, თითო ხატს რომ ორმოც-ორმოცი უნთია, ვითომ რად უნდათ, ისე ვერ დანახავენ, თუ? გააქვრე და ჩაწყვე კოლოფში.

- სწყინთ და რა ვქნა! - მიგო მნათემ.

- შენ შენი საქმე აასრულე. ეს ყვითელი სანთელი ვიღას მიკოსებია? მოგლიჯე, გადააგდე იქით.

- როგორ თუ მოგლიჯოს და გადააგდოს? - შეკითხა ერთი დარბასელი მოხუცებული, - ეგ ჩემი შეწირულია.

- თქვენი? აკი მოგახსენეთ, რომ მოდა აღარ არის-თქო! - გაღიმა მღვდელმა.

- მოდა და ღვთის სამსახური არ გამიგონია! - მიძახა მკვახედ მოხუცმა.

- აღკრძალულია და რა ვქნათ!

- ვინ აკრძალა? შემწირავი მე ვარ და საწირავის მიმღები - ღმერთი!

- კი, მაგრამ ჩვენც ნაბრძანები გვაქვს! მასთანც, თქვე დალოცვილო, მაგის ჩხიკინს ის არა სჯობს, რომ მიბრძანდეთ, ერთი ორი გროშის თეთრი სანთელი იყიდოთ და ის აუნთოთ! ყვითელს სანთელს ვინღა ხმარობს ახლა?

- ეჰ! რა უნდა გითხრათ! ახალი კაცები ხართ, მამაო, და რჯულიც ახალი შემოგაქვთ! - დაძახა ნაღვლინად მოხუცმა, მოტრიალდა ისარნაკრავივით და გამოვიდა ეკლესიდან.

საქალებოში ვიღაცამ იკივლა. შეიქნა ხმარობა.

- უჰ! დაგვამტვრიეს ამ ოხერშვილებმა! ასე გაბრიყვება და გათამამება შეიძლება, როგორც ეს გომბიბი არიან? აღარც უფროსი იციან და აღარც ტოლ-ამხანაგები! მუჯლუგუნებით გაგვასივეს! წინ აღარ გვიშვებენ, გარდამოხსნას ვეღარ ვმთხვევივართ, გაგონილა?

- რა ხმარობაა, რა ამბავია, ბაზარი ხომ არ გგონიათ? აცალეთ ერთიმერეს! - გამოძახა საკურთხევლიდან მღვდელმა.

პოლიცილებმა გამოჯილიგეს საყდრიდან ვიღაცა.

- შე მამაოხერიშვილო, რა გრჯის, რომ აღარავის აცლი! ჯერ ჩინოვნიკები არ მიბრძანებულან სამთხვევად და შენ მიტუტურობ? ჰა?

- ეგება ისინი ხვალამდე არ მივიდნენ, სადამდის უნდა ვუცადო? ყელამდე სავსე ვარ საქმით. საკერავები დამიყრია და ერთი წუთით აქ მოვსულვარ, გარდამოხსნას ვემთხვიო-თქო. მეც ქრისტინი ვარ, ურჯულო ხომ არა ვარ?

- ჩუმად, ნუ წაგიგდია ენა! შენმა სიცოცხლემ, შენ თუ არ ემთხვიე, მოგისაკლისებს და გული დაწყდება! წათერი, ბევრს ნუ ლაპარაკობ! ნუ გვაცდენ! - მიძახეს პოლიცილებმა, ერთი ორი კიდევ წაჰკრეს და გაცილეს გალავანს.

მის ყოლიფრის მაყურებელი და გამგონე მეც გამოვედი ეკლესიდან. გალავანში ერთი ჩემი ახალგაზრდა მეგობართაგანი დამიხვდა და მითხრა: „რატომ არ ურჩევ მამაშენს, რომ ჯინინობაზე ხელი აღოს და უბრალო რამეს გულისათვის სალაპარაკოდ არ გახადოს საქმე? სიძუნწით რომ მოდიდეს, კიდევ სხვაა, თვარამ რა არის, რომ ყოველთვის ამ ყვითელ სანთელს დაათრევს? მართალია, ჩველება რჯულზე უმტკიცესიო, მაგრამ თუ ზოგიერთებზე ხელი არ ავიღეთ ხოლმე, მაშინ პროგრესიც აღარ იქნება ქვეყანაზეო“.

მკითხველი მიხვდება, რომ ის მოხუცი მამაჩემი იყო და მით უფრო ეკლად დამესო გულზე ჩემი მეგობრის სიტყვები, რომ მეც მისი აზრის ვიყავი და მამიჩემის ქცევა მერცხვინებოდა.

შინ რომ დავბრუნდი, მამაჩემი ტახტზე დამიხვდა მხარ-თეძოზე წამოწოლილი. ღრმა ფიქრებით გატაცებული თავისთვის ღიღინებდა, „მშვენიერმან ისებ ძელისაგან გარდამოხსნა თვით უხრწნელი გვამი შენიო“ და სხვა. დიდხანს აკრილა ხმა კანდელაკურად და ბოლოს, რომ დაღალა, ამოიხვნეშა და სთქვა: „ჰაი, ბეჩავ, ვენაცვალე ამის დამწერს! ძირამდის კი ხვდება გულს ეს მადლინი სიტყვები და! ახლა კი ვინღა აფასებს! სამაგიროდ „პრაკი-პრუკიო, პრაკი-პრუკიო“ გაძახიან“.

- სულ ერთი არ არის, მამაჩემო, რა ენაზედაც უნდა იდიდოს ღმერთი? - დავეკითხე ფილოსოფირად.

- მისთვის კი ერთია, შვილო, მაგრამ მადიდებლისთვის? - დაკითხა თავის მხრით გაცებით.

- მეხუთე საკუნემდის სულ ბერძნული წირვა-ლოცვა არ გვქონდა?

- მერედა, რა კარგი იყო? მიტომაც ირყედა ქრისტინობა, სანამდი საღმრთო წერილი არ გადათარგმნეს და ხალხს არ გაგებინეს. მაშინდელი სისხლი ტყულა დაიღვარა? რად შეაკლა ქრისტინი ქართველები და ბერძნები ერთმანეთს გორგასლან მეფემ, თუ კი მაინც ეს დღე მოგველოდა და უკანვე დავბრუნდებით?

- სხვამ რომ თქვას, კიდევ სხვა არის, ვინც არა იცის რა, მაშინ შენთვის ხომ ადვილია გაგება, რადგანაც საღმრთო წერილი ზეპირად იცი, მიხვდები, სად რას ამბობენ.

- ვეღარ მივხვდი, შვილო, ვეღარც მე მივხვდი. - „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ!“ - როცა ეს სიტყვები ყურსა ხვდებიან, სულსაც ესმის და გულსაც. სხვანარად - კი არა.

მის გამგონეს მე სიცილი ამიტყდა.

- იცინე, იცინე, შვილო, ჯერ ყმაწვილი ხარ, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ ბოლოს შენც ჩემსავით სატირლად არ გაგხდომოდეს საქმეო, - მითხრა მწუხარებით და გადაბრუნდა მერე გვერდზე. მეტი ხმა აღარ გაცია ჩემთვის.

იმ დღიდან მეც ყოველთვის ვერიდებოდი ამგვარ რამეებზე საბარს მამაჩემთან და ყვითელი სანთლის შესახებაც აღარა მიკითხავს რა. ისე გაყოლია ეს სადუმლო განსვენებულმა საიქიოს.

მას უკან ბევრმა წყალმა ჩარა, მე თითქმის იმ ხნის მოვიყარე, რა ხნისაც მამაჩემი იყო და მხოლოდ ახლა, ამ მოკლე ხანში, ერთმა უბრალო, სოფლელმა მოხუცმა გამცა მამიჩემის მაგირი პასუხი და ჩამაგდო საგონებელში.

სოფელში საყდარს აშენებდნენ. ძველი უნდა გაცივებიათ გორაზე და ახალი ვაკეზე გადმოტანათ შიგ შუგულ სოფელში. მრევლი ორად გაყო, ბერიკაცობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩარია მთავრობა და გამარჯვება ყმაწვილებს დარჩათ.

- რათა ხართ ბერიკაცები მაგრე ჭირველი? - იკითხა პრისტავმა. - ეს აღმართში ღოღილი გეხალისებათ თუ? მკვდარი ვერ აგიტანიათ და ცოცხლები ვეღარ ასულხართ. აქვე არ გირჩევნიათ, ზედ კარზე რომ გქონდეთ ეკლესია?

- ბარემ არ გვირჩევნია, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია. - მიგეს მოხუცებულებმა.

- რაო? რაო? თქვენა გგონიათ, რომ რაც უფრო მაღლობზე იქნება საყდარი აშენებული, ისა სჯობს? უფრო ახლო იქნება და უფრო მალე გაგონებს ღმერთი ლოცვა-ვედრებას, განა? - იღრიჭება პრისტავი.

- ყურს არსად არ აკლია, დალოცა მისი ძლირება!

- აბა, რაო?

- ის, რომ რაც ადამს აქეთ ყოფილა, ის ერთი წიხლის კვრით არ უნდა მოშალოს.

- საფლავში უნდა ჩაჰყვეთ მამა-პაპის სისულელეს?

- რაც სისულელეა, კი ვხედავთ! ჯერ გორიდან ვაკეზე ჩამოტანთ, და მერე კი სულ ქვესკნელში ჩააგდებთ მაგ ჩვენ საყდარ-სალოცავებს.

- ნუ იცით ეგ სულელური როშვა! ხალხს ნუ აშფოთებთ, თუ არა!.. - შემოძახა პრისტავმა, - თვენ თუ თქვენ ნებაზე მიგიშვათ კაცმა, რას არ იტყვით!

- სათქმელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ვინღა გვათქმევინა! თევზისა არ იყოს, პირი წყლითა გვაქვს სავსე.

- რას აყოლიხართ, შენი ჭირიმე, ამათ თავის პური მოჭამიათ და გამოჩურჩუტებულან! საქმე ხმის უმეტესობით გადაწყდა და გათავდა, მორჩა! - მოახსენა მოწიწებით პრისტავს ახალგაზრდა მამასახლისმა.

- მართლა, რომ გამოყრუბული არიან! - დამატა პრისტავმა და წამოდგა ზეზე.

მრევლი დაშალა, ხალხი წავიდ-წამოვიდა, ბერიკაცები მწუხარებით აქნევდნენ თავს; ერთ მათგანს გამოველაპარაკე და წავიყვანე სახლისკენ.

„ბარში რომ ჭკუა დაკარგება, მთაში მოძებნინო!“ უთქვამთ ძველად და მართალიც არის. ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი მოვლილი მაქვს და როგორც შემინიშნავს, ბარში თუმცა გამოცდილება და მოხერხება მეტია, მაგრამ დამჯდარი ჭკუა კი - მთაში უკეთესია. მართალია, ცოტა ზრდილობა აკლიათ მთილებს, მაგრამ ძველებური ზრდილობა ახლა რომ აღარც ბარშია. ბრიყვული თავგასულობა და უზრდელობა განათლება ჰგონიათ. გულითაც რომ უნდოდეს დღევანდელ გლეხს, მაინც ვერ ახერხებს ზრდილობიან სიტყვა-პასუხს. „მე რომ მოვბრძანდი“ და „შენ რომ მეახელიო“, „მე რომ გიბრძანე“ და „შენ რომ მომახსენეო“, „მამაჩენი არ წამიწყდებაო“, „თავი ნუ მომიკვდესო“ და სხვა, ურევენ ლაპარაკში. ეს კიდევ, ვთქვათ, ბევრი არაფერი, მაგრამ საქმე ის არის, რომ აზრინობაც აკლიათ: მაგირად ისევ ბერიკაცებს, სადაც კი შერჩენილან ძველთაგან, ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ ქართული მამა-პაპური ზრდილობა. მათთან საუბარი სასიმოვნოა და მიტომაც წავიყვანე ჩემთან სახლში იმ დღეს მოხუცი საჩინო.

სადილად ჩემთან ერთ სუფრაზე ჯდომა იცხოვა.

- არა, შენი ჭირიმე, ეს შტოლი რა ჩემი შესაფერია? და ან მე რა მაგისი საკადრისი ვარ? მაგაზე ჭამას ვერც კი მოვახერხებ. მაინცდამაინც, გვერდში რომ არ მოგიჯდეთ, სულ ერთი არ არის, აგერ თქვენ თვალწინ რომ გეახლებით ჩემთვის ცალკე, ჩემ ნებაზეო? - იქვე მახლობლად დაუდგეს სუფრა, მოთხოვა სამფეხა სკამი, პირჯვარი გამოისახა და დაჯდა თავისთვის. ჯერ საჭმლისთვის რომ ხელი არ მიყო, ისე გაივსო ჭიქა და დალოცა: „დიდება ღმერთსა, მოწყალება ერსა, დამარცხება მტერსა, ღმერთმა გამარჯვება ნუ მოშალოს ამ ოჯახსო“. გადაჰკრა სავსე ჭიქა და მერე მიჰყო ხელი საჭმელს.

ჯერ შუა ჭამამდის არ იყო მისული, რომ აჭიკჭიკდა.

- ცხონებული დიდი ბატონი რომ მიიცვალა, მერე აღარ ვყოფილვარ ამ სასახლეში, - სთქვა ამოხვნეშით.

- რატომ, ჩემო საჩინო? - დავეკითხე.

- ეჰ, რაღა გამოსაჩენი ვართ ძველი კაცები! ჩვენი სიტყვა აღარავის ესმის დღეს და პასუხი. ხომ ნახეთ, დღეს რა ამბავი იყო ჩვენ ყრილობაზე? პრისტავმა თქვენი ჭირი წაღოს, იმან რაც უნდა თქვას, ვინ დაუშლის, მაგრამ მამასახლისმაც რომ, იმ გუშინდელმა ღლაბმა, საცინად აგვიგდო და ბიაბრუთ გაგვხადა? „გამოყრუბული“ ბევრი გვიძახა და „გამოტვინებული“, აღარა დაუკლია რა. ის ამბობდა და თემი სიცილს გვაყრიდა. თვალი იმათ დაუდგებათ, თუ არა ჩვენ რა, მოხუცებულებს? ჩვენი ალიან-ჩალიანობა გათავებულია. სიკვდილის მოციქული კარზე გვადგია.

- ეგ დიდი სიბრიყვე მოვიდათ, მაგრამ საყდრის შესახებ კი მართალნი იყვნენ. რაც უფრო ახლოს გექნებათ საყდარი, ის არ სჯობია?

- თუ ჯობნებიყოს, იმის ჩამოტანას ჩვენი ძველებიც კი მოხერხებდნენ, მაგრამ ალბათ არ ჯობნებულა. სიწმინდის ხელის შეხება არ არის კარგი. ბოსელი ხომ არ არის, რომ აქეთ-იქით გადაიტან-გადმოიტანონ ხოლმე პრისტავის ბრძანებით? ყოლიფერი რომ ასე გავიადვილეთ, მიტომაც გვიწყრება და გვირისხდება ღმერთი. მოსავალი აღარ მოდის, ზამთარი ზამთარს აღარა გავს და ზაფხული - ზაფხულს. საქონელს ჭირი უჩნდება და ვენახს ძირი უხმება. ამაზე მეტი სათვალდათვალო სასწალი კიდევ იქნება? მაგრამ მაინც არ გვინდა, რომ გავტყდეთ. აღარც წირვა-ლოცვას დავეძებთ, აღარც მარხვას ვერიდებით და აღარც ფიცის გვეშინია. და ეს სულ ახალმა დრომ მოტანა. ამას წინათ ჩემი უნცროსი ბიჭი გეახლათ ქალაქიდან, ბავშვისთვის რაღაც-რაღაცა საბურჭალობი ეყიდა; მივედი, ვნახე - შიგ პატარა ვერცხლის აკვანიც ერია. - „ბიჭოს! - ვეუბნები ჩემს შვილს, - ეს ხომ უშვილოს შესაწირია და სად გიშოვნია? სახტარი ხომ არ გაგიტეხია-მეთქი?“ - „არაო, ამისთანა რამები, ბეჭდები, საყურები, ვერცხლელობა და სხვა, კანტორის ბრძანებით გამოტანეს მონასტრებიდან და ტორგით გაყიდეს, რომ ფული ეკლესიას მოახმარონო. მეც შემთხვევით ვიყიდეო“. - მაშინვე შევატანიე ჩვენს საყდარში, მაგრამ რად გინდა, ისევ ისე გამოტანებენ და გაყიდიან. გაადვილეს, გაადვილეს სიწმინდის ხელის შეხება! ქვეყანა წამხედურობით ცხოვრობს. ადრე თუკი მოასწრებდი და საყდრის გალავანში გადაყრიდი, გინდ თვალ-მარგალიტიც ყოფილიყო, ხელს ვერავინ შეხებდა, და ახლა საყდრებსაც კი სტეხენ.

- ეგ, ვსთქვათ, მართალია, ჩემო საჩინო, მაგრამ მე კიდევ საყდრის გადმოტანის შესახებ უნდა ვსთქვა, რაც ახლოს გექნებათ საყდარი, ის ეჯობინება თქვენთვის.

- არა, შენი ჭირიმე, რატომ ბრძანებთ მაგას? საყდარი, როგორც მცველი და მფარველი, ზედ უნდა დაჰყურებდეს სოფელს და სოფელსაც ყოველთვის თვალწინ უნდა ედგას, რომ ღმერთი არ ავიწყდებოდეს. ჭირში, ლხინში, მუშაბის დროს, თუ მოცლილობისას - ყოველთვის უნდა თვალით ხედავდეს, რომ ცუდი არ გაივლოს რა გუნებაში. ამიტომაც აშენებდნენ ჩვენი მამა-პაპები თვალსაჩინოდ მაღლობზე. ახლა მიკრუნჩხავენ სადღაც ბარში, ვაკეზე: თუ გულდაგულ არ მიდი ზედ, ვერც კი დანახავ, და ღმერთი ვინღა მოგვაგონოს? სოფლელები ვართ, ხომ მოგეხსენებათ, ჭკუა თვალში გვაქვს.

- ეგ მოსაზრება რატომ არ გამოცხადეთ ყრილობაში?

- განა არა ვსთქვით, მაგრამ სიცილი დაგვაყარეს. და მღვდელმაც ასე გვითხრა, თუ მაგრე სასობინი ხართო, იყიდეთ თითო ხატი და დაისვენეთ სახლშიო. ჩვენზე უკეთესი ქრისტინები ვინც არიან, იმათ, დიდსა და პატარას, ხატებით აქვთ გატენილი სახლიო.

- მერე?

- მერე და რა მერე! განა ეს სათქმელია? ხატი წმინდაა და წმინდა ადგილზეც უნდა ესვენოს, ვენაცვალე მის სიწმინდეს. მისი ბინა - საყდარია. სახლში, სადაც უწმინდურობა და ბინძურობაა, ეკადრება რომ ესვენოს? ხომ მოგეხსენებათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. უგუნური რომ თვალს მიაჩვევს და გათამამდება, აღარაფრად ჩააგდებს, აღარც შიში ექნება და აღარც მორიდება. უწმინდურ ოჯახში ფუტკარიც არ დგება, თუ არა ხატს როგორ ეკადრება ყოფნა?

- როგორ თუ ფუტკარი არ დგება?

- განა არ მოგეხსენებათ, ოჯახში თუ რამე ნაკუღმართები შევიდა და ან როგორმე გაუწმინდურდა, იმ ოჯახში იმ დღიდან ფუტკარი აღარ იხარებს? ან დაივსება და არ გაპარება სადმე უდაბნოში. თქვენ გეცინებათ, შენი ჭირიმე, მაგრამ ეს სწორედ ასე გახლავსთ და ჩემი თვალითაც ბევრჯერ მინახავს. ახლა აღარვის ჰყავს, თუ არა ადრე მისთანა დავსებული გლეხი როგორ იქნებოდა, რომ რამდენიმე ძირი ფუტკარი მაინც არ ყოლოდა.

- მაშ ახლა ძალიან გაუწმინდურდა ხალხი, რომ ძვირად ვინმეს ჰყავთ?

- ეგეც არის, მაგრამ უფრო მიტომ არ შენებენ, რომ სანთელს გასავალი აღარ აქვს. ახლა ყვითელი სანთელის მაგირად თეთრს სანთელს ხმარობენ. იმას ყიდულობენ იქვე საყდარში და იმას ანთებენ. ადრე კი ყველას თითონ უნდა ეშოვნა და მიტანა ყვითელი სანთელი, და თუ ფუტკარი არ ეყოლებოდა, როგორ მოხერხებდა? ჩვენ დროში უფუტკრო ოჯახი უწმინდურად მიაჩნდათ; ყველა უფრთხილდებოდა არამს, რომ ფუტკარი არ გამიფრინდეს და ქვეყანაში თავი არ მომეჭრასო. აშენებდა, უკუღმართობას ერიდებოდა, სანთლით ღმერთს ემსახურებოდა და თაფლიც კიდე საჯახოდ რჩებოდა. ჰყიდდნენ, ხან მარილზე ცვლიდნენ, ხან ვინ იცის კიდევ რაზე... დინდგელა კიდევ ზედმეტი იყო.

- დინდგელა?

- დიახ! შავი წებო. გაზარულსა და გატეხილს ჭურჭლებს მიკოსებდნენ ხოლმე. ეჰ! უფუტკრობა სულსაც დააკლდა და ხორცსაც.

- თაფლისთვის თუ, თუ არა სანთლისთვის მართლა აღარ არის საჭირო. წვალებას ის არ სჯობს, რომ იქვე ხელათ იყიდოს კაცმა?

- ჰმ! ნუ ბრძანებთ, შენი ჭირიმე! სად ღვთის ნაბრძანები და სად ჩვენი გამოგონებული! მაშ ფუტკარი რაღად გაჩენია ღმერთს, ვენაცვალე მის ძლირებას! ღვთის ბუზი ტყულა ჰქვია? ტყულა გამოსულა იბის გვამიდან?

- როგორ?

- განა არ მოგეხსენებათ! ჩემზე უკეთ რომ იცით ყოლიფერი, მე რაღად მეკითხებით, შენი ჭირიმე?

- მე მაინც მინდა შევიტყო, შენ როგორღა გაგიგონია. - მოხუცმა ერთი ორი ჭიქა კიდევ გადაჰკრა და მოჰყვა.

- დიდი ერთგული და ღვთისმოყვარე ყოფილა იბი და ღმერთსაც სამაგიროდ ყოველგვარი ბედნირება მინიჭებია, ასე რომ ტოლი არავის ყოლია მის დროში. ერთხელ ეშმაკი მისულა და მოუხსენებია ღვთისთვის: „ქვეყანა მოვირე და მისთანა ვერავინ ვნახე, რომ შენი უმადური არ იყოს“. - „იბიო?“ - უბრძანებია ღმერთს. - „დაკელი რამე, თუ იმანაც გული არ გატეხოს შენზეო“ - შეუბრუნებია სიტყვა იმ უწმინდურს. დანიძლავებულან. ან კი როგორ გაბედა იმ წყეულმა დანიძლავება? მაგრამ, ვენაცვალე მის სადუმლოებას, მის განგებას ვინ მიხვდება? „რაც გინდა, ის უყავიო“ - მიცია ღმერთს ნება ეშმაკისთვის, - „და აბა თუ ათქმევინებ ჩემ ძვირსო“. რაღაი ნება აღო იმ შეჩვენებულმა, ჯერ თურმე რაც ჯოგი ჰყავდა, ის გაწყვეტია, მაგრამ ვერა წააცდენია რა ღვთის საწყენი. ის მაინც ღმერთს აქებ-ადიდებდა. მერე ყანები დასეტყვა და სახლკარი გადაუწვა, დედამიწასთან გაასწორა, გააღარიბა. მაგრამ მაინც ვერად გახდა, და ბოლოს ცოლ-შვილიც გაწყვიტა. ამაზე ლექსიც არის გამოთქმული:

ობს შვიდი ვაჟი ჰყავდა,
სამი ქალი, სახე მზისა,
ყველა ერთ დღეს დახოცა,
მაინც არ თქვა ძვირი ღვთისაო-ო

და სხვა. სულ ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. ჰო, იმას მოგახსენებდი, გაბედურა ყოლიფრით, მაგრამ ის მადლინი იბი თავისას არ იშლიდა. „ღვთის ნაბოძები იყო და იმანვე წამართვა, ვენაცვალე მის განგებასო“. ეშმაკიც გაჯიბრდა, და რომ ვეღარას გახდა, უკანასკნელი ნებაც გამოთხოვა: გასივა, დაწყლულა და სამას სამოცდახუთი თავი სულ სხვადასხვაგვარი ჭია-მატლი გაჩინა და დასია. ისე აყროლდა იბი, რომ სიახლოვეს ვეღარავინ ეკარებოდა, მაგრამ ღვთის ქება-დიდებას თუ მომატა, თუ არა არ მოუკლია. მაშინ კი გადმოხედა ღმერთმა მოწყალების თვალით, დასცა მეხი ეშმაკს და ქვესკნელში ჩააძვრინა. იბი კი აკურთხა მაღლით, განკურნა, რაც ჰქონდა, ყოლიფერი დაუბრუნა და ათი იმდენიც ზედ დამატა. ის ეშმაკის გაჩენილი ჭია-მატლები, გვამში რომ უჯდნენ იობს, ნაკურთხი შეიქნენ ღვთისაგან და ქვეყნის სასარგებლო. დანაწილდნენ სხვადასხვა ქვეყნებისათვის: ოთხი მათგანი, თავი-და-თავი რომელიც იყო, საქართველოს ერგო: ფუტკარი, ყაჭის ჭია, ბრაზის ჭია და წურბელი. ამათშიც ყველაზე უპირველესი ფუტკარია, ამიტომ რომ მარტო კაცის მუშაკი კი არ გახლავსთ, ღვთის მოსამსახურეც არის. სულსაც არგია და ხორცსაც. ერთისთვის სანთელს აკეთებს და მერესთვის თაფლს. და როგორც აკეთებს, ის ხომ თქვენც მოგეხსენებათ.

- მომეხსენება, მაგრამ მაინც მინდა, რომ შენგან გავიგო.

- ბატონი ბრძანდებით! - სიცილით მითხრა და მოჰყვა. - ღამე უფრო ცოდვილია დღეზე; ღამ-ღამობით იმდენი ბოროტება ხდება, რომ, თუ ანგელოზები არა, აქამდის ცხრაჯელ დააქცევდა ღმერთს ჩვენ ქვეყანას. მაგრამ, ვენაცვალე მათ შუამდგომლობას, დილ-დილობით ცრემლით შესტირიან უფალს, აბრალებენ ჩვენ თავს და შენდობას ითხოვენ ჩვენ მაგირად. იმათი ცრემლები ციურ ცვარად დაბლა ეშვებიან, მარგალიტებივით ეცემიან ყვავილების გულზე და თავის სიწმინდეს ყვავილების სიტკბოს უერთებენ. იმ დიდებულს სამზადისს ვაგლახად ვერავინ მიკარება, გარდა ფუტკრისა, და ის კი, როგორც ხატის მუშა, დაძებს და პირდაპირ მიდის ზედ. ამოსწუწნის, დაიხვევს ფეხებზე, მიტანს სახლში და იქ აკეთებს სანთელ-თაფლს. დიდი სიწმინდეც მართებს, ოდნავაც რომ შებღალოს - მუშად აღარ გამოდგება. თავისთავად უწყინარია ფუტკარი, თუ საქმე არ გაჭირვეს - არავის ერჩის. და ან კი რა უნდა იყოს მისი რჩოლა? უკბენს და ცოტათი გასივებს, მაგრამ მაინც თავის კბენას თანვე გადაჰყვება ხოლმე, რომ მისი ნაკეთები სხვებში არ გარიოს. სასწალია მათი ცხოვრება და მუშაობა, წირვა-ლოცვა.

- ლოცვა?

- ნამდვილად! გალობით მუშაობენ. ბზუ, ბზუუ, ბზუუუო, რომ იძახიან მუშაბის დროს, ეს თურმე გალობაა და მათ ენაზე, ნიშნავს „სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო, სანთელი სულს, თაფლი ხორცსაო“. აი, შენი ჭირიმე, თუ რა არის ყვითელი თაფლის სანთელი. თვითონ გამჩენისაგან არის საწირავად დანიშნული და ჩვენც ვასრულებდით მის ნებას. ვალღობდით, გავწმენდდით, გავაკეთებდით სანთლის კვერს და ჩავასვენებდით წმინდად სკივრში. თაგვი ვერ მიეკარებოდა და ჭინჭველა. როცა დაგვჭირდებოდა - ამოვიღებდით, დავგრეხდით ბამბის ძაფს, გავაკეთებდით პატრუქს, გავალღობდით სანთლის კვერს, ჩამოვთლიდით და ჩამოვქნიდით სანთელს. დავჭრიდით ციდა-ციდას, ტკაველ-ტკაველას და მიგვიხაროდა ეკლესიისკენ. ეს მზადება და კეთებაც თავისთავად ღვთის ვედრება და ლოცვა იყო. ახლა? ახლა კი ნაარმი გროშით უნდა იყიდო სანთელი, ვინ იცის, შიგ იქნება, ნახევარზე მეტი ძაღლის ქონიც ურევია. ურჯულოს ჩამოსხმულია და ურჯულოს გაყიდული. ის უნდა აუნთო ხატს. აჰ, არა, არა, შენი ჭირიმე. მე ღმერთმა ნუ ჩამადენინოს ეს ცოდვა, და სხვებს - რაც უნდათ, ისა ჰქნან. დიდი ხანია საყდარში სასობით აღარ შევსულვარ, აღარ მიმირთმევია სანთელი ხატისთვის! - წაიბუტბუტა თავისთვის, ერთი მწარედ ამოოხრა, თითქოს ნაღველი თან ამოტანაო, და ჩაქინდრა თავი. მეც დიდხანს ხმა აღარ ამომიღია. რომ ვინმეს ვენახეთ, იფიქრებდა, საწყლებს ღვინო მოკიდებიათ და გაბრუბულანო. არ ვიცი, რას ფიქრობდა ის, მაგრამ მე კი ძველი დრო მეხატებოდა თვალწინ. მომაგონდა მამაჩემი, გამახსენდა მისი ყვითელი სანთელი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა მისი ჭირველობა. მოხუცმა თავი მაღლა აღო, თითქო გამოერკვაო, და თავდაბლად შემეკითხა:

- თავი ხომ არ შეგაწყინეთ, ბატონო, ჩემი უგნური საუბრით? რა ვქნა, ძველი კაცები ვართ, რაც არ ვიცით, მეტი რა მოგვეთხოვება? თქვენმა გულკეთილობამ და თქვენმა მადლიანმა პურ-ღვინომ ამაჭიკჭიკა, თვარა სხვაგან ხმასაც არ ვიღებ ხოლმე, და რომ კიდეც ამოვიღო, ყურს ვინ უგდებს? „როდინდელ ამბავს ამბობო? ახლა სხვა დროა და სხვა სიტყვა-პასუხიც გეჭირვებაო“. მართალია!

- არა, ჩემო საჩინო! მართალია, ჩვენ თქვენზე მეტი გვინახავს და მეტიც ვიცით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გულში კი თქვენ უკეთ ხართ ჩახედული. ჩვენ მაცდურმა გვიქცია მხარი და გზას გადავუხვიეთ, შეჩვენებული იყოს მისი არსება-მეთქი - ვუპასუხე ნაღვლინად.

- ამინ და კირილესონო! - დამატა მოხუცმა და წაუქცია თავი ღვინით სავსე ჭიქას.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია