მოთხრობები   ›   ნათია აბულაძე   ›   პრინცესა და ბეღურები

პრინცესა და ბეღურები

ფავორიტებში დამატება

ერთ  სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა . მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები კი რომლებიც ბევრს შრომობდნენ, მასთან შეხვედრის შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და ხშირად ეჟღურტულებოდნენ პრინცესას.
        ერთხელ როდესაც პრინცესამ სასახლის ბაღს მიაშურა ,გადაწყვიტა ახლოს მდებარე ტყეც დაეთვალიერებინა, შემდეგ კი ისე გაიპარა ,რომ თვალიც ვერავინ მოჰკრა მის გასვლას.
        ტყის სილამაზემ ისე გაიტაცა პრინცესა,რომ გზა აებნა და დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ძალაგამოცლილმა  ახლომდებარე ქოხს მოჰკრა თვალი ,სადაც ჩუმად შეიპარა და კართანვე ჩაეძინა.
          გათენდა . პირველს პუპი და პოპოს გაეღვიძათ ,დები თვალებს არ უჯერებდნენ და მშობლებს უხმობდნენ . პრინცესა მათმა ხმაურმა გააღვიძა, შეშინებულს ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.
-კეთილი იყო შენი მობრძანება , უთხრეს გახარებულმა დებმა გოგონას.
_გამარჯობა,დიდი მადლობა ,მასპინძელობისთვის,უპასუხა აკანკალებული ხმით პრინცესამ გოგონებს .
_აქ საიდან მოხვდი?
სასახლიდან გამოვიპარე ტყის დასათვალიერებლად და დავიკარგე.
- არა უშავს, ჩვენ დაგეხმარებით უთხრეს გოგონებმა, ჩვენც დაგეხმარებით ,პრინცესსა, ჩამოსძახეს ბეღურებმა ,გოგონას თვალები გაუბრწყინდა ბეღურების დანახვისას და ჰკითხა მათ:
- როგორ მომაგენით ,ჩიტუნებო?
- როგორ და ძალიან მარტივად,პრინცესა .
- პრინცესა?_იკითხა პუპიმ და გადახედა პოპოს.
პრინცესაო ? გაკვირვები გაიმეორა პოპომ. გოგონებს ძალიან გაუხარდათ მოულოდნელი სტუმრის ხილვა და სიამოვნებით გააბეს საუბარი მასთან.
       დადგა საუზმის დრო. პრინცესამ ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა,მაგრამ საუზმე არავის მოუტანია.
-ნუთუ არ იცით , რომ დილით ამ დროს საუზმე უნდა მომართვათ.მისი საქციელიც გაოცებულმა ოჯახის წევრებმა პრინცესას საუზმე  მიუტანეს,თუმცა   მასთან ერთად არც დამსხდარან.

       მარტო დარჩენილი პრინცესამ უსიამოვნოდ ისაუზმა.ამ დროს ერთ-ერთმა  ბეღურა ჟღურტულით უთხრა:  პრინცესა, ვინც არ უნდა იყო პატივისცემა მასპინძელსაც სჭირდება ,ესენი შენი სასახლის მზარეულები  არ არიან და დაიმახსოვრე ეს ხალხური სიბრძნე:  _,,თუ არა გყავს მოახლეო თავი მოიმოახლეო".

       გათენდა თუ არა პრინცესამ სასახლის ძიება დაიწყო,მეგობარი ბეღურები კი გვერდიდან არ მოშორებიან, გზადაგზა ზოგი მეგობრულ რჩევებს აძლევდნენ და ზოგი კიდევ სასახლისკენ მიმავალ გზასაც ასწავლიდნენ . მან  კიდევ რამდენიმე  ადგილზე შეისვენა  ,სადაც პატივით მიიღეს . გოგონამ  ბეღურების ჭკვიანური რჩევაც გაითვალისწინა და  ამის შემდეგ იმდენად კმაყოფილნი იყვნენ მასთან შეხვედრით,რომ ერთ ოჯახში , სიკეთის გუშაგმა მას ჯადოსნური  ჯოხი აჩუქა ,რომლითაც პრინცესა და ბეღურები მოულოდნელად თავის  მეფურ სასახლეში აღმოჩნდნენ.   

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია