მოთხრობები   ›   აკაკი წერეთელი   ›   პატრიოტის აღსარება

პატრიოტის აღსარება

ფავორიტებში დამატება

ვინ სთქვა, რომ მე, პატრიტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრელა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარილია, ვისა სცალიან საპატრიტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!

რა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მასის სასდილო სამკალებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, სადამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო“ და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო“ და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიტული გრძნობა და ჩემი ნაცინალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!..

განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.

დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ, აღვშფოთებულვარ და მაშ ვისღა შეუძლია სთქვას, რომ მე პატრიტი არ ვიყო? არა თუ დღეს, როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ, ადრე, ჭიბაშიაც, გულით ვმამულიშვილობდი, თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.

და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით? პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს? და დღეს, დიდკაცობის დროს კი, აღარ შემფერის ამჩატება!.. ახლა რომ პატრიტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე, არ იტყვიან: ე რა წვრილმანებს გამოსდგომიაო?

დიახ! იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა, არა!.. უდროოდ არა ვარგა რა!.. მოვუცდი ისევ იმ დროს, როდესაც ეს ორივე, დიახ საფუძვლინი და თავის გასამართლებელი, მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!

მესაყვედურებიან: „თუ შენ პატრიტი იყო, შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაწყებდი ტრფიალსო!..“ მაგრამ სცდებიან!.. რა იციან, თუ ჩემ გულში რა არის? აქ ანგარიშია, და ანგარიშს ჭკვინი როდის გაქცევია? ჩემის ქვეყნის მზეთუნახავი ღარიბია! თვითონ რა აქვს, რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია, რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია, რომ გამაძლიროს და თვითონ რა სახელგანთქმულია, რომ მე გამომაჩინოს? და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაბის ყველაფრის შემძლებელია! აი რისთვის ვეტრფი მას! და აი რად მიყვარს!..

ბა ამ ბედში ჩააგდეთ ჩემი ქვეყნის მზეთუნახავიც და მაშინ ნახავთ, თუ ვისმე დაგაცადოთ მისი ტრფობა!! მაშ უსაფუძვლო ყოფილა საყვედური! დიახ, პატრიტი ვარ, ვყოფილვარ და ვიქნები!.. ოღონდ თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ!.. არ შეგიძლიათ? მაშ რაღას მესაყვედურებით? რაღას მთხოვთ, კოღო-ბუზებო?

რა გამოდის ამ თქვენის ბზულით, კოღო-ბუზებო? და რას არიგებთ თქვენის იქა-აქ თრევით, ჭიანჭველებო!

ეჰ, ვაი იმ დროს, როდესაც თქვენ გაჩენილხართ!.. თქვენ თქვენის უხერო საქცილით ჩვენ, ბობოლებს, მხოლოდ პატრიტულ მადას გვიფუჭებთ!..

ერთი მომიტანეთ ჩანგი, რომ ავაჟღერო, და სევდა გავიქარვო.

ბობოლების ბაიათი

კოღო-ბუზო! ჭიანჭველო!
ქუდმოხდილო, ფეხშიშველო!
შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ,
როგორ გინდა სხვებს უშველო?
ეგ ბზული შესაზარი
რავისთვის აღარ არი!
ერთი სიო სულ გაგფანტავსთ,
ზღვაში ჩაგყრით ზენაქარი.
ბა სად გაქვსთ, გვითხარ, ღნე,
რომ დაჰფრინავ თავმომწონე!
გულით გირჩევ: შენცა ჩემებრ,
სდუმენ, ძალას დამონე!
დაგარიგებ შესაბრალსა,
მით ვასრულებ ჩემსა ვალსა.
დამიჯერე, არ გატყუებ
მიმავალი მომავალსა!
თვარა, ჩემო ჭიანჭველო,
ქუდმოხდილო, ფეხშიშველო!
შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ,
როგორ გინდა სხვებს უშველო?!

მაგრამ... ჩუ, ეს რა მესმის: კოღო-ბუზებიც პასუხს მაძლევენ! - ხა! ხა! ხა! აბა, დავუგდოთ ყური! მოვისმინოთ მათი ბზულიც - კარგს კილოზედაც იბზუვებენ!.. ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ხა!

კოღო-ბუზების პასუხი

მიმავალო, მშვიდობით!
აწ დრო არის მოგვშორდე,
ძველ დროს გამოთხოვო,
ხალ დროს გაუსწორდე!
თუ რომ გული წმინდა გაქვს,
თუ რომ არ ჰგრძნობ რაღაც შიშს
მომავალთან, ვინა გთხოვს
ან რჩევას, ან ანგარიშს!
შენ რომ გზა გაგივლია,
ის ჩვენ აღარ გვარგია;
და ის ჩვენთვის ცუდი
რაც რომ თქვენთვის კარგია!
კოღო ვართ, თქვენ - ბობოლა!..
მაშ ჩვენ ვინ გაგვატოლა?
ჩვენ ბზული შეგვშვენის,
თქვენ - გვერდზე წამოწოლა.
თქვენ სხვა ხართ და ჩვენ სულ სხვა,
რა გვაქვს რა საერთო
მის მეტი, რომ ჩვენს კვნესას
თქვენგან ცილიც დაერთო!
თქვენი გზა თუ კარგია,
ღმერთმა თქვენ მოგახმაროს,
და ჩვენ კი იმავ გზისგან
საწყლები დაგვიფაროს!
ჩვენ, ქუდმოხდილ-ფეხშიშველებს,
არ გვიდრკება გულები,
სანამ თვალწინ გვიდგიან
პირველმოციქულები!..
თქვენ კი ფრთხილად იყავით!
მიჰბაძეთ ფარისევლებს,
დაგვქოლეთ და დასცინეთ
გაუსხლეტელს ჩვენს ცრემლებს!..
ზღაპრად თქმულა, რომ დიდ ლომს
კოღო არ შეშინდა
და კიდეც დამარცხა,
ცხვირში რომ შეუფრინდა!
და ბობოლას ომი კი
არვის გაგონია!..
ის სხვას უქსოვს სამოსელს
და მით თავმომწონია!
ჩვენ ბუზები გახლავართ,
თქვენ ბობოლა ბრძანდებით!
მაგრამ რად იგვინებთ?
რატომ არ წაბრძანდებით?
მიმავალნო, მშვიდობით!
გზა გვიტიეთ მომავალს!
რად სწუხდებით რჩევისთვის?
ჩვენ ვპოებთ ჩვენს გზას და კვალს!..

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია