kids.ge logo

ჩონგურის გაკვეთილები

ფავორიტებში დამატება

ბაბუა მომღერალი იყო. ახალგაზრდობაში სხვადასხვა გუნდებში მღეროდა, მაგრამ როცა მოხუცდა, ამ საქმეს თავი დაანება.

მე და სოფოს სიმღერის დასწავლისა და სცენაზე გამოსვლის შეფარული სურვილი მუდამ გვქონდა. ხშირად ვაკეთებდით სახელდახელო მიკროფონებს და კიბის ქვეში მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ვენაცვლებოდით, მაგრამ ეს საქმე მაინდამაინც კარგად არ გამოგვდიოდა, რადგან გენეტიკამ გვიმტყუნა.

ხშირად ვტიროდი იმის გამო, რომ როცა სტუმრად მოსული ნათესავები რომელიმე ხალხური სიმღერის გადამეორებას წამოიწყებდნენ, მომღერალთა გუნდს ავეტუზებოდი, პირს გვარიანად მოვაღებდი სასიმღეროდ, მამა კი დედას ეტყოდა: გაიყვანე, საქმეში ხელს გვიშლისო.

ჩემგან განსხვავებით სოფო მოკრძალებული და წინდახედული იყო. მომღერლებს უსმენდა, მაგრამ სიმღერას არასოდეს ბედავდა მათი თანდასწრებით.

ერთ დღეს, მამას ჩონგური აჩუქეს. მან ეს საოცარი ნივთი მოწიწებით მოიტანა სახლში და ბაბუას უთხრა:

-ახლა საჩონგურო კომპოზიციებსაც მივხედოთო.

ბაბუას გაუხარდა. მახსოვს, ბუხრის პირას იჯდა და ზურგით ეფიცხებოდა მოტკრციალე ცეცხლს. ჩონგური აიღო და სიმებს ჩამოჰკრა. მერე რაღაც არ მოეწონა და ერთ-ერთ სიმზე დაიწყო თითის გასმა, თან კოჭებს, რომლებიც ჩონგურის ტარზე იყო გამწკრივებული აქით-იქით ატრიალებდა.

მე და სოფო პატარა სკამებზე ჩამოვსხედით, იქვე ბუხის პირას და აღტაცებით ვადევნებდით თვალს ამ საოცარ რიტუალს.

მაშინ არ ვიცოდი, რას აკეთებდა ბაბუა, მაგრამ კოჭებს რომ ხელი გაუშვა და თითები სიმებს ჩამოჰკრა, მივხვდი, რომ ეს საოცარი ნივთი იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

ბაბუამ ხმა ჩახველებით გაისწორა და დაიწყო:

"დილა არის ცა ლაჟვარდი,
მზისა სხივით იფერება,
და ქურდულად მიმალულა
თვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება"...

გეფიცებით, ამ სიტყვების ჯადოსნური მომხიბვლელობა არაფერია იმასთან შედარებით, რა ხმასაც სიმები გამოსცემდა. მონუსხულივით ვიჯექი, ბაბუას შევცქეროდი და ვცდილობდი, არც ერთი სიტყვა არ დამეკარგა იმ სიტყვებიდან, რომლებიც ახლა, ჩემთან, ამ თეთრ გამჭვირვალე ძაფებს მოჰქონდა.

ბაბუა მღეროდა იმის შესახებ, თუ როგორ თენდება გურიაში, როგორი შემპარავია აქაური ცა, როგორ ყვავილობს ბუნება და როგორ ემზადება სამეჯლისოდ.

სიმღერას რომ მორჩა, შემოგვხედა. ჩვენ რომ გვიყურებდა, თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა. ახლაც ასე შემოგვხედა და გვკითხა:

-ბაბუ, გასწავლოთ ეს სიმღერა?

ამაზე დიადი შეკითხვა, ვგონებ, კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს დასმულა. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა ყელში მომებჯინდა. მერე, მახსოვს, თავს ძალა დავატანე და გული ისევ საგულეს დავაბრუნე.

ბაბუამ გვითხრა, რომ სიმღერა სამ ხმაში უნდა შესრულდეს. ტონებიც მოგვცა. არ ვიცი, ჩემს ტონალობას თუ ჩავწვდი, ან სოფო როგორ მღეროდა თავის სასიმღერო ხმაში, მაგრამ საღამოს მე, ჩემი და და ბაბუა გადარეული ბუხრის პირას ვისხედით და ჩონგურზე ვამღერებდით ჩვენი გურიის სილამაზის ქება-დიდებას.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დისციპლინა არ არის დასჯა

გახსოვდეთ, რომ დისციპლინა არ არის დასჯა. შეზღუდვების დაწესებით ბავშვი ხვდება როგორ უნდა მოიქცეს. ამითი ისინი ხდებიან კომპეტენტურები, მზრუნველები და შეეძლებათ თვითკონტროლი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024