kids.ge logo

ბალიშის ჩახუტება

ფავორიტებში დამატება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთან მიკარების საშუალებას. ერთხელ გაამზეურა ბებიამ და ამაზეც ამბავი ატეხა მამაჩემმა. დედიკოს ღამის პერანგიც იქვეა, ბალიშის ქვეშ ამოდებული. დილაობით ვხედავ ხოლმე ამ პერანგს, როცა მამას სძინავს და ვარდისფერი ბალიში იღლიაში ქვს ამოჩრილი. სიცხეშიც ასე სძინავს. მიკვირს, როგორ არ იგუდება... მკვდარი დედა მე არ მინახავს. მითხრეს, რომ ცაში გაფრინდა და შებრალების ნიშნად გულში ჩამიკრეს. ახლაც ყველას ვეცოდები და მეფერებიან, ყველაფრის ნებას მაძლევენ. მარტო ვარდისფერ საწოლს ვერ ვეკარები, არავის აუკრძალავს... ბებოს რომ ეჩხუბა მამა, შემეშინდა და არც გამჩენია მასთან მიახლოების სურვილი. დედის ფოტოებს რომ ვათვალიერებ, უფრო მენატრება... ამიტომ აღარ ვათვალიერებ. სულ მგონია, რომ ბრუნდება და თავის ვარდისფერ ლოგინში წვება. დღეს ვიფიქრე, ალბათ შემთხვევით არ ვნახულობ ამ სიზმარს-მეთქი და გადავწყვიტე, ვარდისფერ ლოგინში ჩავწოლილიყავი. ჩაწოლა მაინც ვერ გავბედე, ბალიშში ჩავრგე სახე. მარილიანი იყო. მამა ტიროდა ალბათ ღამე. ეჰ, ასე თუ გაგრძელდა მამასაც დავკარგავ! - გაიფიქრა პატარა მერიმ და მშობლის გასამხნევებლად ვარდისფერი თეთრეულის მოხატვას შეუდგა…

მას შემდეგ მამა ღიმილიანი სახით იძინებს. მერიკოს ნახატებს ათვალიერებს და ფიქრობს, თუ როგორი ბედნიერი იქნებოდა მისი მეუღლე, რომ სცოდნოდა მათ შვილს ხატვის ასეთი საოცარი ნიჭი ჰქონდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2012 - 2020