kids.ge logo

ცრუ და უმეცარი

ფავორიტებში დამატება

იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის:

- მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა?

ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო!

მან არ დაისულა, მივიდა მეფესთან და მოახსენა:

- ჰაერთა შიგან ძაღლთა ყეფა მესმის!

ენება მეფესა მოკვლა მისი: ესეთი ტყუვილი ვით მკადრაო!

მოვიდა ძმა მისი მტყუვარი და მოახსენა:

- ეგე, ძმა ჩემი, მწყემსია და ბრიყვი, თვარა ტყუვილი არ იქმნება, ამად რომე არწივი ძაღლის ლეკვს აიტაცებდა ჰაერთა სიმაღლეთა შინა და მისი წკავწკავი შემოესმოდა. სიბრიყვითა მას ვერ გაუსინჯავს და ძაღლის ყეფად მოგახსენა.

იამა მეფესა, აღარ მოკლა და კაბა ჩააცვა.

მოვიდა, ძმამ უთხრა: სიკვდილს მოგარჩინე, აწ შინ წადი, სამეფო სიტყვა არ იციო!

მან რა კაბა ჩაიცვა, უდიდესი ტყუვილი მოინდომა. მოვიდა მეფესთან და მოახსენა:

- ერთს ირემს ისარი შევსტყორცე, ყური და ფერხი წარვკვეთე, დაეცა, მჟავით გარაოდ შეიწვა და ვჭამე.

ბრძანა კიდევ მოკვლა მისი მეფემან, დიდად იწყინა ტყუვილი იგი. შეეწყალა ძმასა, წარსდგა და მოახსენა:

- ძოღანვე მეფობასა თქვენსა ვკადრე, უცოდნელი და ავმთქმელია-მეთქი. ისარი კარგად იცის. ირემი ყურს თურე იფხანდა, ისარი ესროლა და ორივ წარკვეთა. ირემი დაეცა. ისრის პირი ბასრისა იყო. თურე მუნ ტალი დებულა, ისრის პირი სცემია, ცეცხლი დაუკვესებია, ჩალას მოსდებია, ირემი გაურუჯავს; მუნ მსხმოიარე მოცხრის ხე მდგარა, ის ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავვ გარაო ჰგონებია.

მოარჩინა ძმა და განუტევა.


- ეს ლეონ ცრუა თუ არა, ამისი სიტყვა მეფეს იამების და შენ რას ჰშლი? არაკად თქმულა: პატრონსა შენსა უყვარდეს გველი, შენგან უბესა ჩასმას ველიო.

მეფეთა თანა მყოფთა სამნი საქმენი უნდა სჭირდეთ:

პირველად: რომელიც კაცი უყვარდეს, იგი არ შეასმინოს, თვარა სიყვარულით არ შეისმენს და შენ დაზიანდები;

მეორედ: ვისიც სიტყვა იამება, შენც უქო, თვარა თუ უძაგო, არ ეძაგება და შენ გასცრუვდე;

მესამედ: ამას სცდილობდე, რომელიც მისი გულითადია, იგი გაიერთო, თვარა დღე დაგიმოკლდება.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ბრმა ავაზი

ავაზი მყვა, მამისაგან დანარჩომი, რომე ნადირი ვერ გარდეხვეწის. სენიანობით თვალები დაუბრმავდა. დავღონდი და ვეღარა ვუწამლე რა. მიმძიმდა მისი წახდენა. მისთანა აღარ...

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ც...

იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შ...

უსაქმო კაცი

იყო ერთი მოცლილი, უსაქმო კაცი. არას ნივთისაგან საქმარი არა იცოდა რა. შემოუვიდა გულშიგან და იწყო მიწის თხრა და ნიავება. სამს-ოთხს თვეს მის მეტი არცარა საქმე ჰქონ...

ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას...

ბზიკის მწვრთნელი

მე ბზიკს ასრე გავწვრთნი, ჰაერიდამ მფრინავი წერო და ვარხვი ჩამოიღოს. პირველ მოუწონეს. მერმე ჰკითხეს: ვითაო? მან თქვა: - ლერწამში ჩავსხამ, რა დაიმართება, რა წეროს...

მოხერხებული არაბი

ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ...

ნალბანდი მგელი

ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო! მგელმან პირი მიჰყო, უნდ...

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწ...

გილანელი მოლა

გილანს ერთი მოლა იყო. ბრინჯი დაეთესა და ველურმან ღორებმან დია წაუხდინეს. მოლამ ღორის ქაშანზე დიდი ორმო ჩათხარა და ლელი წაჰბურა და წამოვიდა. რა ნაჩვევნი ღორნი მ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რაზმაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ სენსორული ყუთი

სენსორული ყუთი სავსე სხვადასხვა ტექსტურის საგნებით შეიძლება დაეხმაროს ბავშვს დამშვიდებაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026